მისტიციზმი

ცოდნის გზაზე დიდი მანძილის გავლის შემდეგ, ფილოსოფია იღლება და ისვენებს. მისტიციზმი იწყებს იქიდან, სადაც ფილისოფია მთავრდება. წინასწარმეტყველნი პირადი გამოცდილებით შეიცნეს ჭეშმარიტება და გაუმხილეს ის სამყაროს.
ისინი მრეროდნენ:

"მე ის შევიცანი, - უმაღლესი არსება,
სხივმოსილი და მანათობელი ვით მზე, სიბნელის მიღმა მყოფი,
მიუწვდომელი შთანთქმელი სიბნელის კლანჭებისათვის."

წინასწარმეტყველნი გვასწავლიან, რომ ტრანსცენდენტალური რეალობა და არსებობა, რომელიც ყველაფერს განასახიერებს ერთი და იგივეა.

შრი ჩინმოის წიგნიდან "აღმოსავლური სინათლე დასავლური გონებისათვის"

* * *

რას ნიშნავს მისტიციზმი?

შრი ჩინმოი, ჯარნა-კალაშრი ჩინმოი: არსებობს სულიერების სამი ძირითადი ბილიკი, ან გზა: კარმა იოგა, ბჰაკტი იოგა და ჯნანა იოგა. ჯნანა ეს ცოდნის და სიბრძნის გზაა.ჯნანაში არსებობს ერთი განსაკუთრებული შტო, რომელსაც რაჯა იოგას უწოდებენ, ან სამეფო გზას, რომელზეც ადამიანი ყველაზე უსწრაფესად გარბის. თქვენ შეგიძლიათ მოკლე გზა უწოდოთ მას. ის დაკავშირებულია უზარმაზარ მისწრაფებასთან, დიდ მოწადინებასთან და მუდმივ თავდადებასთან. მისტიკოსი მიყვება რაჯა იოგის გზას.

მისტილოსი არ არის დაბნეული ადამიანი, რომელიც ცაში დაფრინავს, თუმცა, სამწუხაროდ, ხალხი სწორედ ასე ფიქრობს მისტიკოსებზე. მისტიკოსი მაძიებელია, რომელსაც, დინამიური ენერგიით, სურს უსწრაფესად აღმოაჩინოს ჭეშმარიტება ინტუიციის ძალით. მესამე თვალის გამოყენებით, ის ხედავს ჭეშმარიტებას ყველაზე სწრაფად, ტყვიაზე სწფად. მაგრამ თუ ადამიანს სურს ასეთი სახის იარაღი ჰქონდეს, მაშინ, ბუნებრივია, მას მოუწევს ყველაფრისათვის თავის დანებება, რაც მასში არაღვთიურია. ის მიიღებს ყველაფერს, რაც ღვთიურია და შეეცდება მის აღზრდას თავის ცხოვრებაში.

მისტიკოსი ის არის, ვისაც სურს რაც შეიძლება მალე დაინახოს ჭეშმარიტება, ყველაზე გამასხივოსნებელი და ასრულების მომტანი გზით. მისტიკოსი არ არის ის, ვინც აბუჩად აგდებს ყველაფერს პრაქტიკულს. მაგრამ აქ დასავლეთსი და ასევე ინდოეთში, ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მისტიკოსს. ისინი უბრალოდ ამბობენ: "ის არაპრაქტიკულია. მას მხოლოდ ღმერთი აინტერესებს; მას არ ადარდებს მსოფლიო. ის მხოლოდ მზეს გასცქერის, გასცქერის მთვარეს, გასცქერის მთებს. ის ამ სამყაროს არ ეკუთვნის". მაგრამ ნამდვილი მისტიკოსი არის ის, ვისაც სურს ხედავდეს ღვთეაბრივ საიდუმლოს ყველაფერში: ბუნებაში და ადამიანებში. მას სურს ჩაწვდეს დასაბამისს არსს, უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი თავს უფლებას მისცემს წარმოიდგიმოს ის. ეს არის ნამდვილი მისტიკოსი.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ოკულტიზმი და მისტიციზმი"

* * *

მისტიციზმი

შრი ჩინმოიშეისწავლეთ მისტიციზმი თუ გსურთ. ის გულს სიხარულს მოუტანს, გონებას მისწრაფებას, სიცოცხლეს ნამდვილ, ასრულებისმომტან და გასულიერებულ დარწმუნებას. მაგრამ ნუ ეცდებით განსაზღვროთ ის. ნუ ეცდებით განმარტება მისცეთ მას. თუ შეეცდებით განსაზღვროთ ის, თქვენ ვერ მიაღწევთ წარმატებას. თუ შეეცდებით განმარტება მისცეთ მას, თქვენ სასტიკად დამარცხდებით.

ჩვენ გამოცდილებას ვიღებთ: მეცნიერებიდან - სამეცნიერო აღმოჩენებიდან; ისტორიიდან - ისტოტირული გამოცხადებებისაგან; ფილოსოფიიდან - ფილოსოფიური იდეებიდან, რელიგიიდან - რელიგიური დოკტრინებიდან. ამ გამოცდილებებში ჩვენ ვხედავთ სუბიექტის და ობიექტის, არსის და არსებობის, ხილვის და რეალობის არსებობას. მაგრამ მისტიკური გამოცდილება, რომელიც დაუყოვნებლივი ერთიანობაა, სცილდება ყველა ასეთი სახის განსხვავებას. ეს გამოცდილება მუდმივი ერთიანობაა ზეზღვრულთან, ზეზღვრულთან, რომელიც მარად გადალახავს საკუთარ თავს, რომელიც ყოველთვის უაწერელი რჩება. მისტიციზმო, საწყალო მისტიციზმო! როდესაც მას ამარტივებენ და ვერ აფასებენ, ის დაბლა ეშვება თავისი პირველყოფილი სფეროდან და რელიგიას უახლოვდება. მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით, ჩვენ მივხდებით, რომ ის უმაღლესი რელიგიური განცდა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, ბუნდოვანი და მისუსტებული აღქმაა ჭეშმარიტებისა; მაშინ როდესაც ნებისმიერი მისტიკური განცდის დროს, ჩვენ ვიგრძნობთ ჭეშმარიტების ინტენსივობას, თვალუწვდენლობას და დარწმუნებულობას.

ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ რელიგიური ექსტაზი და მისტიური ექსტაზი იგივე როლს არ თამაშობენ ჩვენს შიდა ჩხოვრებაში. რელიგიური ექსტაზი ეხება ადამიანურს ჩვენში. ეს ექსტაზი შემოიფარგლება სხეულის ცნობიერებით, დისციპლინირებული ან უდისციპლინო ვიტალით, გასხივოსნებული ან გაუსხივოსნებელი გონებით, სუფთა ან უსუფთაო გულით. მაგრამ მისტიკურ ექსტაზს დაუყოვნებლივ გადავყავართ ზეზღვრულში, სადაც ჩვენ მარადი სიცოცხლე გვეხვევა, გვკვებავს ყოვლის მასაზრდოებელი სინათლე და გვლოცავს ტრანსცენდენტალური ჭეშმარიტება.

პრიმიტიული რელიგია სთავაზობდა ექსტაზს ვიტალს ფიზიკურ გონებაში და მოსურნე გულში. სრულიად დანვითარებული მისტიციზმი ამჟამად უსასრულოდ სთავაზობს თავის ექსტაზს გათავისუფლებულ სლებს და უსაზღვროდ მათ, ვინც განთავისუფლების ზღვარზეა.

საწყალი ინდუიზმი! როდესაც და სადაც არ უნდა ქედმაღლურად უყურებდნენ მისტიციზმს, ინდუიზმი მთავარ დამნაშავედ ითვლება. დასავლეთში ბევრი გაწაფული ადამიანი, რომლებსაც არა მხოლოდ არ ესმით ამაღლებული ინდუისტური მისტიციზმი, არამედ სრულიად არასწორად იგებენ მას. მინდა ვუთხრა მათ, რომ ინდუისტური მისტიციზმი არ არის, როგორც ისინი ფიქრობენ, თვითჰიპნოზი ან თვითმოტყუება, არამედ გასულდგმულებული ერთიანობაა უკვდავების ცხოვრებასთან, უსასრულობის გულთან და მარადისობის სუნთქვასთან. იმისათვის რომ კარგად შეიცნოთ ინდუიზმი, უნდა ეწეოდეთ იოგის პრაქტიკას, როგორც წესი, სულიერი მასწავლებლის უშუალო ხელმძღვანელობით.

ინდუისტურმა მისტიციზმმა მნიშვნელოვნად შთააგონა და ზეგავლენა მოახდინა მისტიციზმზე ბუდიზმში. აქედან გამომდინარე ორი ტრადიცია, დიამეტრალურად არ ეწინააღმდეგება და ერთსა და იმავე ჭეშმარიტების შეცნობასთან მოდიან. ნირვანა სცდება ტკივილისა და სიამოვნებას, დაბადებასა და სიკვდილს. ნირვანის კურთხეულობა - ეს უმაღლესი მისტიკური ერთიანობაა განმათავისუფლებელთან. ინდუისტი მისტიკოსი, თვითრეალიზაციის წყალობით ასევე ხდება ერთიანი აბსოლუტთან და სამუდამოდ თავისუფლდება სიამოვნების და ტკივილის, დაბადებისა და სიკვდილის ხაფანგებისაგან.

ისლამის სუფიების მისტიციზმი გამოიხატება შინაგანი ვიტალის უძლიერესი დათრობით და ჭეშმარიტებით სავსე სიმბოლური სიყვარულით ნეფესა და პატარძალს შორის. შეიზლება ითქვას, რომ ასეთი სახის მისტიციზმი მნიშვნელოვნად აახლოვებს ადამიანს აბსოლუტთან ერთობის განცდის რეალურ შესაძლებლობასთან. და ამავე დროს , მას ასევე სურს იმის თქმა, რომ ალაჰი ყურანში მოითხოვს მკაცრ თვითდისციპლინას და თვითკონტროლირებად ცხოვრებას. ამ მისტიციზმის მიმდევრების თანახმად, ამით საბოლოო ჯამში თავისუფალ მისასვლელს ვპოულობთ მასთან , რაც ძალიან იშვიათად მიიღწევა.

იუდაიზმის კაშკაშა მნათი მისტიციზმი კაბალაა. ეს მისტიური ცოდნა ეფუძნება ბიბილიის ოკულტურ განმარტებაზე და წარმატებულად გადაეცემოდა განდობილს, ეზოთერული დოქტრინის სახით.

ქრისტიანობა თავისი მისტიკური მისწრაფებით ვალშია არა იუდაიზმის წინაშე, არამედ ბერძნების წინაშე. ზოგიერთი მკლევარის აზრით, ახალ აღქმას აკლია მისტიკური გამოცდილება. ჩემთვის ძნელია დავეთანხმო მათ. მინდა ვთქვა, რომ ახალი აღქმა სავსეა მისტიკური გამოცდილებებით. მაგრამ ის რაც მკვლევარებს დააკლდათ ახალ აღქმაში, მის სიღრმეებში შეღწევის უუნარობის გამო, - გასაღებია, რომელიც აღებს ღმერთთან ერთიანიბასთან მიმავალ მისტუკურ კარს.

ესპანეთში ტერეზა ავილიელმა (Teresa of Avila) შესთავაზა მსოფლიოს რაღაც ღრმად მისტიკური. მისი მისტიკური განცდები -  მისწრაფებულ სულსა და განმანთავისუფლებელი ქრისტეს შორის ღვთაებრივი კავშირის უმშვენიერესი კულმინაციაა. და ზუსტად ასეთნაირ კავშირში ადამიანის უმწეო შეუწყნარებელი ნება და ღმერთის ყოვლისშემძლე და ყოვლის-ასრულების მომტანი ნება გულში იკრავენ ერთმანეთს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "აღმოსავლური სინათლე დასავლური გონებისათვის"

 

<<< გვერდზე "ამოუცნობი და მისტიკური"