სამი ვარჯიში, რომ გახდე ბედნიერი

ბედნიერება, შრი ჩინმოი

შეიძლება ბევრი რამის გაკეთება, თუ თავს უბედურად გრძნობთ.
აი სამი სავარჯიშო. ყველაზე ადვილი სავარჯიშოშო ყვავილთანაა, ის საერთოდ არ არის ძნელი. თუ თქვენ შეგიძლიან მიიღოთ სიხარული ცასთან გაიგივებისას, მაშინ ეს სიხარული ყველაზე დიდხანს გრძელდება.

1. ყვავილები

ბაღში გადით და შეხედეთ ყვავილებს. შეეხეთ მათ, უყურეთ მათ, დადკბით ყვავილების ცქერით და შეაღწიეთ მათში მთელი თქვენი არსით. ყვავილებს თქვენთვის ბედნიერება მოაქვთ, მათ სუნს თქვენთვის სიხარული მოაქვთ. რაც არ უნდა უბედურად გრძნობდეთ თავს, როდესაც თქვენ ბაღში გახვალთ, თქვენ იქიდან უზაზმაზარი ბედნიერებით გამოხვალთ.

2. პატარა მოთამაშე ბავშვები

წადით სათამაშო მოედანზე, სადაც პატარა ბავშვები თამაშობენ. არა ფეხბურთს და ამგვარ რამეს. პატარა ბავშვები უწყინარ თამაშებს თამაშობენ. გაჩერდით მათთან, ცადეთ მათთან გაიგივება. დაუყოვნებლად თქვენ მიიღებთ ბედნიერებას.

3. თვალუწვდენელი ცა

ცადეთ გახდეთ ერთი გაშლილ სივრცესთან. სივრცე სიხარულს გვანიჭებს. შეგიძლიათ მიწაზე დაწვეთ და უყუროთ ცას. შეისუნთქეთ და შესუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ შეისუნთქავთ უსასრულო ცას. ცა შემოდის თქვენში და საპასუხოდ თქვენ შედიხართ უსასრულო ცაში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ უსასრულო ცა შეისუნთქავს თქვენს თავს.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ბედნიერება”