Ⴑამყაროს ამაღლება გულთა შორის ერთობით

„Ⴑამყაროს ამაღლება გულთა შორის ერთობით“ (Lifting Up the World with a Oneness-Heart) უნიკალური ჯილდოა, დაფუძნებული შრი ჩინმოის მიერ სხვადასხვა სფეროების ადამიანების დამსახურების აღიარების ნიშნად, რომლებმაც შთააგონეს და აამაღლეს კაცობრიობა თავისი მიღწევებით. მადლიერების ნიშნად (გამოსახატავად) მათი მრავალფეროვანი წვლილისთვის შრი ჩინმოი ერთი ხელით თავზე მაღლა სწევდა ყველა საპატიო მონაწილეს სპეციალურად შექმნილ პლათფორმაზე.

1988 წლიდან – 2007 წლამდე ასეთი გზით დაჯილდოვებულ იქნა 8200 ადამიანი ყველა ქვეყნიდან. მათ შორის სახელმწიფო მეთაურები, ნობელის პრემიის ლაურეატები, გამოჩენილი მეცნიერები, ხელოვანები, სპორტსმენები და სხვა ადამიანები, რომლებმაც შეიტანეს თავისი წვლილი სამყაროს სრულყოფაში. მათ შორის: ნელსონ მანდელა, სტინგი, მუჰამედ ალი, რავი შანკარი, სიუზან სარანდონი და ბევრი სხვა….

„მე მაღლა ვწევ ადამიანებს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს მსოფლიოსთვის. მათ შთააგონეს უამრავ ადამიანს დედამიწაზე, და ჩემი მხრიდან ვგრძნობ ვალდებულებას გადავუხადო მათ მადლობა ჩემი გულის სიღრმიდან.“
– შრი ჩინმოი

 

შრი ჩინმოი და კახი კალაძე
შრი ჩინმოიმ აწია კახი კალაძე, ფეხბურთელი და თბილისის მერი. აგვისტო 2003 წ
შრი ჩინმოი და ზურაბ წერეთელი
შრი ჩინმოიმ აწია ზურაბ წერეთელი, მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი. რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი. 30 მაისი 2004 წ.
შრი ჩინმოი და შალვა ამონაშვილი
შრი ჩინმოიმ აწია შალვა ამონაშვილი, გამოჩენილი პედაგოგი, პროფესორი, რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი. 30 მაისი 2004წ.