შრი ჩინმოის მუსიკა

მუსიკა უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ერთობის დამყარებაში მსოფლიოში, რადგან მუსიკა განასახიერებს საყოველთაო გულს, გულს-ერთობას. სწორედ მუსიკის მეშვეობით შეიძლება თვალის დახამხამებაში მივაღწიოთ საყოველთაო ერთობის გრძნობას.
– შრი ჩინმოი

შრი ჩინმოიმ დაწერა 18000-ზე მეტი სიმღერა ინგლისურ და მშობლიურ ბენგალიურ ენებზე. მათში აისახა კაცობრიობის სწრაფვა უფრო სრულყოფილი სამყაროსკენ, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის უფრო ღრმად შეცნობაში.

შრი ჩინმოი ასრულებდა თავის ნაწარმოებებს “მშვიდობის კონცერტებზე”. 1984 წლიდან მან მშვიდობის საქადაგებლად 700-ზე მეტი “მშვიდობის კონცერტი” შეასრულა, რომლებსაც ნახევარ მილიონზე მეტი მსმენელი დაესწრო. მისი კონცერტები ყოველთვის უფასოდ ტარდებოდა. კონცერტებზე შრი ჩინმოი ათზე ან უფრო მეტ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციულ ინსტრუმენტებზე უკრავდა.

შრი ჩინმოის "მშვიდობის კონცერტი"
შრი ჩინმოის “მშვიდობის კონცერტი”, რივერსაიდის ეკლესია, ნიუ-იორკი,

მშვიდობის კონცერტები ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში ტარდებოდა, როგორებიცაა ლინკოლნ ცენტრი და კარნეგი ჰოლი ნიუ-იორკში, როიალ ალბერტ ჰოლი ლონდონში, ცენტრალური საკონცერტო დარბაზი „როსია“ მოსკოვში და ბუდოკან ჰოლი ტოკიოში, აგრეთვე უამრავ მნიშვნელოვან ადგილას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობის საკეთილდღეოდ მოღვაწეობასთან, – კანადის და ავსტრალიის პარლამენტის შენობებში, ჰიროსიმის და ნაგასაკის მშვიდობის პარკებში. შრი ჩინმოიმ აგრეთვე ბევრი კამერული კონცერტი ჩაატარა სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირებისთვის.

შრი ჩინმოის "მშვიდობის კონცერტი"
შრი ჩინმოის “მშვიდობის კონცერტი”, სოფია, 2000 წ.

„თქვენი ცხოვრება მიძღვნილი შეუწყვეტელი ნაკადია ცოცხალი შთაგონებისა და ჰუმანიზმის ტრიუმფისა“. – იეგუდი მენუხინი, გამოჩენილი მევიოლინე

„შრი ჩინმოი საუკეთესო მაგალითია შემოქმედებითი ცხოვრების სიუხვისა და მე შემიძლია მხოლოდ ვიქონიო იმედი, რომ ერთხელ მეც შევძლებ შესვლას იმ კოსმიურ სიჩუმისა და ღრმა ენერგიის წყაროში, რომელსაც იგი განასახიერებს.“ – ლეონარდ ბერნსტაინი, კომპოზიტორი და დირიჟორი

„შრი ჩინმოი ფლობს კოლოსალურ, ფანტასტიკურ შემოქმედებით მისწრაფებას“ – რავი შანკარი, უდიდესი ინდოელი მუსიკოსი

„თქვენი მადლიერი ვარ ყველაზე საუკეთესო მომენტებისთვის ჩემს ცხოვრებაში. გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!“ – პაბლო კაზალიასი, სახელგანთქმული მევიოლინე

შრი ჩინმოის პირველი “მშვიდობის კინცერტი”, 1984 წელი, კიოლნი