მედიტაცია მასწავლებელზე

სიტყვებსა და გონების მიღმა

სიტყვებსა და გონების მიღმა,
მარად სხივმოსილი ნათების ნაკადში.
იძირება ჩემი გული,
დღეს ათასი კარი
საუკუნოებით დახურული,
ფართოდ გაიხსნა.

თუ თქვენ გინდათ იმყოფებოდეთ სულიერი მასწავლებელის ხელმძღვანელობის ქვეშ, მაშინ მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით როგორ უნდა იმედიტიროთ. მასწავლებელს არ სჭირდება გარეგნულად აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა იმედიტიროთ, ან მოგცეთ განსაკუთრებული მედიტაციის ტექნიკა ან მანტრა. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით თქვენ მედიტაციას.

როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ სულიერი მასწავლებლის პორტრეტის წინ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ გავაიგივოთ საკუთარი თავი ამ პორტრეტზე ასახული სულიერი მასწავლებლის ცნობიერებასთან. თუ ჩვენ გვინდა მასწავლებლის ცნობიერებასთან გაიგივება, მაშინ უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია მთელ პორტრეტზე. თანდათან უნდა გადავიტანოთ ყურადღება მხოლოდ სახეზე, შემდეგ წარბებს შუა წერტილზე, ცხვირის ფუძის ცოტა ზემოთ, სადაც იმყოფება მისი ჭეშმარიტი შინაგანი სულიერი სიმდიდრე. ესაა – მესამე თვალი, ხილვის ადგილი; და როგორც კი შევძლებთ შინაგანი რეალობის ხილვასთან გაიგივებას, ჩვენ მივაღწევთ უდიდეს წარმატებას. თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ სისუფთავეს, როდესაც პორტრეტს უყურებთ, მაშინ მედიტაციის წინ წარმოიდგინეთ, რომ სუნთქავთ მასწავლებელთან ერთად.

შეიგრძენით, რომ პორტრეტი მზადაა მოგცეთ თქვენ ყველაფერი, რასაც ისურვებთ. თუ თქვენ გინდათ სიმშვიდე, მაშინ ეცადეთ უყუროთ პორტრეტს იმის შინაგანი შეგრძნებით, რომ პორტრეტი ფლობს უსასრულო სიმშვიდეს. თუ თქვენ გინდათ სინათლე, თუ გინდათ ნეტარება ან თუ თქვენ გინდათ ნებისმიერი სხვა ღვთაებრივი თვისება, უბრალოდ იგრძენით, რომ პორტრეტი ფლობს ამას, – რაც აბსოლუტურად სწორია. ჯერ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს პორტრეტი ფლობს იმას, რაც თქვენ გინდათ. შემდეგ როდესაც ჩაეშვებით ღრმად შიგნით, თქვენ აღმოაჩენთ რეალობას.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სწავლება მდუმარედ”

 

<<< წინა “გურუ – სულიერი მასწავლებელი”

შემდეგი “ინიციაცია და მასწავლებელი” >>>