შრი ჩინმოი და სპორტი

ჩემი მიზანი თვითდაძლევაა. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი შეზღუდვების დაძლევას. მე არ ვეჯიბრები დანარჩენ სამყაროს. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრები, და მე ვცდილობ გავხდე უფრო სრულყოფილი ადამიანი. ეს ჩემი უმაღლესი მიზანია.

– შრი ჩინმოი

ახალგაზრდობიდან შრი ჩინმოი გატაცებული იყო სპორტით და მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს სპრინტსა და ათჭიდში. 70-იან და 80-იან წლებში ის აქტიურად დაკავებული იყო სირბილით შორ მანძილებზე. მის ანგარისზე ბევრი მარათონი და ულტრამარათონია, ასევე ბევრი გარბენაა უფრო მოკლე დისტანციებზე. მრავალი წლის განმავლობაში ის თითქმის ყოველდღე ჩოგბურთს თამაშობდა და ხშირად მონაწილეობას იღებდა ვეტერანთა მძლეოსნობის შეჯიბრებში.

შრი ჩინმოი თვლიდა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ხელს უწყობს  შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის მიღწევას.

1985 წელს 54 წლის ასაკში შრი ჩინმოი დაკავდა მძიმე ათლეტიკით. ის იყენებდა როგორც ჩვეულებრივ განტელებს და პოპულარულ ტრენაჟორებს, ასევე ორიგინალურს, სპუციალურად შექმნილ მექანიზმებს, რომლებიც მას საშუალებას აძლევდნენ აეწია პლატფორმაზე დაყენებული სიმძიმეები, ამასთან აწევისთვის გამოიყენებოდა ფეხის, ზურგის და  მხრის სარტყელის კუნთები. სხვადასხვა წლებში აწეულ აბიექტთა შორის იყო პლატფორმებზე დაყენებული ავტომობილები, მოტოციკლები, როიალები, ადამიანთა ჯგუფები, სპილოები,  თვითფრინავიც კი.

შრი ჩინმოი წევს თვითმფრინავს
რეაქტიული თვითმფრინავის აწევა კანჭის ტყუპი კუნთების საშუალებით სპეციალურ პლატფორმაზე, რომელიც მიწიდან იწევა მხრებთან მოტანილი ბერკეტით. საერთო წონა 31000 ფუნტი, 26 ნოემბერი 1998 წ.
შრი ჩინმოი და კარლ ლიუისი
შრი ჩინმოი და კარლ ლიუისი

შრი ჩინმოი, თქვენ შთაგონების წყარო ხართ ყველა ჩვენთაგანისთვის.
– კარლ ლიუისი, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი

შრი ჩინმოი და ბილ პერლი
შრი ჩინმოი და ბილ პერლი, „მისტერ მსოფლიოს“ ტიტულის ხუთჯერადი მფლობელი და „საუკუნის ყველაზე საუკეთესო ფიზიკური აღნაგობის მქონე ადამიანი“ ტიტულის მფლობელი,

შრი ჩინმოი წევს სიმძიმეებს, რომლის აწევასაც მე თვითონ – მე კი ამ საქმით დაკავებული ვარ 55 წელი – ვერ გავბედავდი. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ვინმე წამყვანი ათლეტებიდან შეძლებდა იმის გამეორებას, რასაც შრი ჩინმოი აკეთებს. თავის ბოლო ცდაში მან საკუთ თავზე მაღლა აწია ისეთი მძიმე წონა, ვიდრე ვინმე სახვას აეწია მსოფლიოში. აი რისი გაკეთება შეუძლია პატარა ადამიანს, მაგრამ დიდი გულის პატრონს.
–  ბილ პერლი

შრი ჩინმოი თავის მძიმე ათლეტიკის ვარჯიშებს უძღვნიდა ადამიანის სულის უსასძრვრო პოტენციალისადმი რწმენას, და ამით ანახებდა რომ ასაკი არ წარმოადგენს დაბრკოლებას. ის არაერთხელ აღნიშნავდა თავის სურვილს იმასა, რომ მისი მიღწევებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი შთაგონებულიყო  მისწრაფებაზე თავისი მიზნების მისაღწევად ასაკისდა მიუხედავად.

მე მსურს იმის ჩვენება, რომ ასაკი არ წარმოადგენს დაბრკოლებას. სიტყვა „შეუძლებელი“ მხოლოდ გონებაშია და არა გულში. ჩემი ძალა გონებიდან არ მოდის. ის სხეულიდან არ მოდის. ის ჩემი გულიდან მოდის.
– შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი წევს 3,2 ტონა
შრი ჩინმოიმ აწია 7063 ¾ ფუნტის (3203,7 კგ.) შტანგა მარჯვენა ხელით, 30 იანვარი 1987 წ.