ადამიანი და უცხოპლანეტელები

კითხვა: თქვენ გჯერათ, რომ უმეტეს სხვა პლანეტებზე არსებობს ხალხი, როგორებიც ჩვენ აქ ვართ?

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოის ფერწერაშრი ჩინმოი: არსებები სხვა პლანეტებზე ნატიფი პლანის არსებებია. თუმცა ამ არსებებს შეუძლიათ ნებისმიერი ფორმის მიღება, მათი ნატიფი ფორმა ადამიანივით გამოიყურება, განსაკურებით როდესაც ისინი ჩვენს თვალწინ აღმოჩნდებიან, აქ დედამიწაზე. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნატიფი სხეულები, რომლებიც ჩვენს წინ დგას, რეალურია, რომ მათ აქვთ ხორცი, ძვლები და სახვა დანარჩენი, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არა აქვთ. ჩვენი ადამიანური სხეული შედგება ხუთი ელემენტისაგან, რომლებიც ამ არსებებს არა აქვთ. ჩვენ შეგვიძლია მათ შევეხოთ და ვიგრძნობთ რომ მათ მკვრივი სხეულები აქვთ. ეს არ არის ჰალუცინაცია, არამედ აბსოლუტური რეალობაა. მაგარან შეგრძნება, როდესაც თქვენ ეხებით ჩემს სხეულს, განსხვავებული იქნება იმ შეგრძნებისაგან, რომელსაც განიცდით როდესაც ამ არსებების სხეულებს ეხებით. განსხვავება აღქმაშია.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ასრტოლოგია, ზებუნებრივა და ზეზღვრული.”

 

კითხვა: გჯერათ, რომ არიან არსებები სხვა პლანეტებიდან, რომლებიც მოდიან დედამიწაზე მფრინავ თეფშებში?

ჩიტი, შრი ჩინმოის გრაფიკაშრი ჩინმოი: დიახ, მე მჯერა, რომ არსებობენ სხვა არსებები, რომლებიც მოდიან მფრინავ თებშებში. რასაც იძახიან მათ შესახებ ბევრი სიმართლეა, მაგრამ ეს არ არის სრული სიმართლე. საუბარი იმაზე, რომ ისინი გვჯობნიან არასწორია. ისინი სულ სხვა არსებები არიან, ისინი საერთოდ არ გვანან ადამიანებს. ისინი მოქმედებენ სხვა პლანიდან და მათ არ აქვთ ჩვეულებრივი გონება, როგორიც ადამიანებს აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სულელები არიან.

ეს არსებები სხივმოსილნი და მშვენიერები არიან. მათ შეუძლიათ დაანახონ ადამიანის გონებას ნებისმიერი ფორმა, რომელსაც მოისურვებენ. სანამ დედამიწაზე იმყოფებიან ისინი ღებულობენ ადამიანის ფორმას მხოლოდ საჩვენებლად იმისა, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ თუ შევძლებდით მათ საკუთარ სამყაროში გამგზავრებას, ჩვენ დავინახავდით, რომ ისინი ძალიან ხშირად ღებულობენ ყვავილის, ჩიტის ან ანგელოზის ფორმას.

რიან ადამიანები, რომლებსაც შეგნებულათ შეუძლიათ სხვა სამყაროში გამგზავრება ძილის დროს, თუმცა, შეიძლება, ისინი სულიერად არ მიისწრაფვიან. ეს ადამიანები, თუმცა მთლად ადამიანები არ არიან. ისინი სხვა სამყაროებიდან არიან მოსულები, მაგრამ მიიღეს ადამიანის ინკარნაცია, რათა იხილონ ჩვენი სამყარო. ერთი ჩემი მოწაფე ნიუ-იორკიდან ერთ-ერთი ასეთი ხალხთაგანია. როდესაც მე მას ვლოცავ და მის სახეს ვუყურებ მედიტაციის დროს, მაშინვე ვხედავ, რომ ის სულთა სამყაროდანაა, ანგელოზების სამყაროდანაა. მისი სული იმ სამყაროსთან ძლიერად შეწყობილია და ის ძალიან ხშირად იქ გაემგგზავრება. ეს სხვა სამყაროებიდან მოსული სულები, რომლებიც იღებენ ადამიანის ფორმას, ხშირ შემთხევაში ცხოვრობენ ვერმუნტში, კანადასა და სამხრეთ ინდოეთში.

ამ არსებების ენა, როდესაც ადამიანის ფორმაში არ არიან, საერთოდ განსხვავდება ჩვენისაგან. ჩვენ მათ ვერ დაველაპარაკებით იმათ ენაზე, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მათთან საუბარს თუ ვიცით სულის ენა, რადგან ამ არსებებსაც ასევე აქვთ სული. ისინი აქ მოდიან ცნობისმოყვარეობის გამო – ნახონ, როგორია დედამიწა და რა ხდება აქ სინამდვილეში. ისინი მოდიან უბრალოდ შესწავლისათვის, და არა დახმარების საძებნელად, ან აქედან რაიმე სარგებელის მასაღებად. ჩვენს შეთხვევაში, ჩვენ გვინდა განვითარება და გვინდა სვლა ღმერთისკენ, ამიტომ ჩვენ ვეძებთ გასხივოსნებას. ისინი ჩვენ ვერ დაგვეხმარებიან, ჩვენ კი მათ ვერ დავეხმარებით. ჩვენ გვაქვს ეს მატერიალური სამყარო; ის თვითკმარია. იმათი სამყაროები ასევე თვითკმარნი არიან. მაგრამ ამავე დროს, ისინი მათხოვრებივით არიან, რადგან მათ სამყაროებში იმათ არა აქვთ ღვთისშეცნობა.

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოის ფერწერათუ არსებას იმ სამყაროდან მოუნდება ღვთისშეცნობა, თვითაღმოჩენა, მან უნდა მიიღოს ადამიანის სხეული, ჩვენ კი არანაირი სხვა ფორმა არ გვჭირდება ღვთის რეალიოზაციისათვის. ეს ის უპირატესობაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. თუმცა ჩვენ ტანჯვით, შეზღუდვებით და უვიცობით ვართ სავსე, ეს ფიზიკური სამყარო ღვთის შეცნობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. არსებებს სხვა ადგილებიდან მოუწევთ ჩამოსვლა ამ სამყაროში, თუ ღვთის შეცნობა სურთ. ღმერთი მხოლოდ აქ არის ხელმისაწვდომი. ღვთის რეალიზაციის მქონე, თქვენ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გაემგზავროთ; ღმერთი ყველგანაა. მაგრამ სრულ რეალიზაციას თქვენ უნდა აქ მიაღწიოთ, ამ პლანეტაზე დედამიწაზე, და არსად სხვაგან.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ასრტოლოგია, ზებუნებრივა და ზეზღვრული.”


 

<<< გვერდზე “ამოუცნობი და მისტიკური”