ინდოეთი არ არის უბრალოდ ადგილი.
ინდოეთი არ არის უბრალოდ ხალხი.
ინდოეთი ციური მუსიკაა,
და ამ მუსიკის შიგნით
ნებისმიერ ადამიანს დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან
შეუძლია იპოვოს ნამდვილი ცხოვრების აზრი.– შრი ჩინმოის წიგნიდან “ათი ათასი ცეცხლის ყვავილი”
ინდოეთი ყოველთვის იყო მარად ახალი მისწრაფების მიწა: უძველესი დროის ბრძნებიდან, წმინდანებიდან, იოგებიდან დაწყებული თანამედროვე სულიერი მასწავლებლების ჩათვლით. მათ მიერ ჭეშმარიტების გამოვლენა შთააგონებდა და დღემდე შთააგონებს მილიონობით ადამიანს დედამიწის ირგვლივ.
ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც დედა ინდოეთმა გვიბოძა ეს იოგაა. იოგა ეს ყველაზე პირველი სულიერი და ფილოსოფიური კულტურაა დედამიწაზე. ის პირდაპირ და უშუალო კავშირს გვასწავლის ღვთაებრივთან. იოგა გვანახებს რეალობას და მერე ამ რეალობასთან გვაკავშირებს. ზუსტად იოგიდან დაიბადა ყველა დანარჩენი რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება. იოგის ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია, ის შეიქმნა მაშინ, როდესაც პირველმა ადამიანმა დედამიწაზე შეიცნო ღმერთი. მისი სახელი დაკარგულია ისტორიაში. ინდური ტრადიციის მიხედვით ის რამჩანდრა იყო. მაგრამ სინამდვილეში პირველი ადამიანის სახელი, რომელმაც შეიცნო ღმერთი მსოფლიო ისტორიაში არ არის ჩაწერილი. ასევე არსებობს ვერსია, რომ იოგა ატლანტიდიდან მოდის. |
ასევე, ინდოეთიდან მოდის “გურუ“-ს, ანუ ცოცხალი გასხივოსნებული და რეალიზებული მასწავლებლის ტრადიცია. ყველა ინდური საღვთო წერილი (ვედები, უპანიშადები) აღნიშნავენ გურუს აუცილებლობას. გურუს გარეშე ღმერთის შეცნობა ფაკტიურად შეუძლებელია. სულიერი მასწავლებლები და დიდი იოგები ყოველთვის მოდიოდნენ და მოდიან დედამიწაზე და ანახებენ გზას ღმერთთან ერთობისკენ. ბევრი ჭეშმარიტების მაძიებელი მოდის სულიერ მასწავლებლებთან და იოგებთან შინაგანი და გარეგანი მოძღვრებისთვის. მაგრამ მხოლოდ რჩეულები ხდებიან შემდგომში მოწაფეები. გურუ არავითარ შემთხვევაში არაა სკოლის მასწავლებლისავით, ის როგორც პატარა ბავშვს ისე ზრდის და საკუთარი თავის შეცნობის მწვერვალისკენ მიყავს თავისი მოწაფე. ვისაც გურუ სთავაზობს ინიციაციას ის შინაგან პასუხისმგებლობას იღებს მათზე. და სანამ არ მოიყვანს მოწაფეებს მიზნამდე მისი როლი დედამიწაზე არ დასრულდება. შეიძლება მოწაფეს ბევრი ინკარნაცია დაჭირდეს თვითშეცნობისთვის, მაგრან ჭეშმარიტი გურუ სხეულშია თუ უკვე დატოვა სხეული, თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. როდესაც ადამიანს ყავს გურუ, ის უდიდეს სიხარულში ცხოვრობს, რადგანაც გურსგან ის იღებს ღვთაებრივ სიმშვიდეს და სინათლეს, სიხარულს და სიყვარულს, ჭეშმარიტებას და ძალას, რასაც ვერ მიიღებს ვერცერთი სხვა ადამიანებისგან. |
ინდუიზმი პირველი რელიგიაა, რომელიც იოგიდან წარმოიშვა. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით მას არ ყავს ერთი კონკრეტული დამაარსებელი. ინდუიზმში მხოლოდ ერთი რეალობა არსებობს, – იქიდან მოდის ყველაფერი, იმაში არსებობს და იმითაა ყველაფერი გამსჭვალული – და ეს ბრაჰმანია. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით ის სამუდამო ჯოჯოხეთით არავის აშინებს, რადგანაც ტანჯვა მხოლო დროებითია. ინდუიზმი დჰარმას გვთავაზობს, თუ მივყვებით დჰარმას, ჩვენ გათავისუფლებას და გასხივოსნებას ვაღწევთ. |
ინდოეთის ფილოსოფური მოძღვრებები და ადამიანის უმაღლესი “მე”-ს ძებნა ფაქტიურად განუყოფელია. უძველესი დროიდან ინდოეთის ფილოსოფია ეძებდა ღმერთს და ჭეშმარიტებას და ცდილობდა ის სხვადასხვა კუთხეებიდან დაენახა. ინდოეთის ფილოსოფიური ნაშრომები პოეტურობით და სილამაზით გამოირჩევა. |