სიმშვიდე, სიყვარული, სინათლე

ჩვენი სიმშვიდე ჩვენშია

მედიტაცია, ჯარნა-კალაშეუძლებელია გქონდეთ სიმშვიდე გარე ცხოვრებაში მანამ, სანამ თავდაპირვალად არ დაამყარებთ სიმშვიდეს შინაგან ცხოვრებაში. ყველაფერი იღებს დასაბამს შინაგან ცხოვრებაში. თუ დილით ადრე, სახლიდან გასვლის წინ, თქვენ კონცენტრაციას მოახდენთ რამოდენიმე ღვთაებრივ აზრზე, მაშინ ეს აზრები შემოვლენ თქვენს გარეგან ცხოვრებაში ენერგიის მომცემ, ასრულების მომტან რეალობებად.

დილით ადრე, მანამ სანამ ჩაიძირებით ცხოვრების ალიაქოთში, თქვენ რეგულარულად უნდა <მედიტირებდეთ თხუთმეტი წუთი ან ნახავარი საათი. და მაშინ, სახლიდან გასვლის დროს და სამყაროსთან კონთაქტში მოსვლისას, თქვენ საიმედოდ იქნებით დაცულები – არა ჯავშნით, არამედ ღვთაებრივი აზრებით, ღვთაებრივი იდეებით, ღვთაებრივი მიზნით.

როდესაც სწორად ვმედიტირებთ, ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ გონების სიმშვიდეს. ჩვენ ასევე აუცილებლად ვიგრძნობთ, რომ ძალიან დიდი გული გვაქვს, რომელსაც შეუძლია მთელი სამყარო ჩატიოს. ჩვენ ვიგრძნობთ სპონტანურ სიხარულს. ზოგჯერ ჩვენ არც გვეცოდინება თუ საიდან მოვიდა ის, მაგრამ სინამდვილეში ის ჩვენი მედიტაციიდან მოდის.

ღრმად ჩვენში მარადი მდუმარება, სიმშვიდე და გაწონასწორებულობა სუფევს. როდესაც ჩვენ სრულიად მშვიდები და აუღელვებელები ვართ, ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგანი ცხოვრება გვაძლევს თავის ენერგიას. შესაძლებელია, ჩვენი ადამიანური გონება ამას ვერ გაიგებს, რადგანაც ეს ენერგია გონებაში არ იბადება. მაგრამ ჩვენი გული ღებულობს ამ ენერგიას სულიდან.

ღრმა მედიტაციის დროს მხოლოდ გული მოქმედებს. გონების მუშაობა მთლიანად ჩერდება. გული აიგივებს საკუთარ თავს სიმშვიდესთან, რომლის შიგნითაც ჩვენ ვზრდით შინაგან ჭეშმარიტებას და ნელ-ნელა გადავიქცევით შინაგან სინათლედ.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სიხარულის ფრთები”

დაპატიჯეთ თქვენი მეგობრები

ჯარნა-კალა, მსოფლიო ჰარმონია>თუ თქვენ მოგწონთ ღვთის გარკვეული ასპექტი, მაგალითად, სიყვარული, ძალიან გასულდგმულებულად ხმაამოუღებლად რამოდენიმე ჯერ გაიმერეთ სიტყვა “სიყვარული”. ამ სიტყვის გამეორებისას წარმოიდგინეთ, თუ როგორ ის გაიჟღერს თქვენი გულის ყველაზე ფარულ კუთხეებში: “სიყვარული, სიყვარული, სიყვარული”. თუ თქვენ უფრო მოგწონთ ღვთაებრივი სიმშვიდე, წამღერებით წარმოთქვით ან ხმაამოუღებლად გაიმეორეთ სიტყვა “სიმშვიდე”. ამასთან ერთად შეეცადეთ გაიგონოთ კოსმოსური ბგერა, ამ სიტყვაში ჩადებული. შეიგრძენით, რომ “სიმშვიდე” – ეს ბგერა-დასაბამია, რომელიც ექოსავით ჟღერს თქვენი გულის სიღრმეში. თუ თქვენ გჭირდებათ სინათლე, მაშინ ძალიან გასულდგმულებულად იმეორეთ “სინათლე, სინათლე, სინათლე” და იგრძენით, რომ ნამდვილად სინათლედ იქეცით. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ თავიდან ტერფებამდე ხდებით ის, რასაც იმეორებთ. იგრძენით, რომ მთელი თქვენი სხეული ივსება სიყვარულით, სიმშვიდით და სინათლით.

და კიდევ ერთი სავარჯიშო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გულის კართან დგახართ და პატიჟებთ სიყვარულს, სიმშვიდეს, სინათლეს, აღტაცებას და ყველა სხვა ღვთაებრის მეგობარს შემოვიდეს თქვენთან. თუ გაჩნდა სირთულე, არაგულწრფელობა, უსუფთაობა, არასაიმედობა, ეჭვობა და სხვა ნეგატიური ძალა, ნუ მისცემთ მათ შემოსვლის უფლებას. წარმოიდგინეთ, რომ ღვთაებრივმა და არაღვთიურმა თვისებებმა ადამიანების ფორმა მიიღეს, და თქვენ მათი დანახვა ადამიანური თვალებით შეგიძლიათ. თუ ყოველდღე შეძლებთ ერთ მეგობარზე მაინც რომ იფიქროთ და დაპატიჟებთ მას შემოვიდეს თქვენი გულის კარებში, მაშინ თქვენ სათავეს დაუდებთ ღვთაებრივ მეგობრობას. დღეს თქვენ შემოსვლის ნებას დართავთ მხოლოდ თქვენს მეგობარს-სიყვარულს, ხვალ – მეგობარს-სიხარულს. რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ შეიძენთ ერთდროულად რამოდენი მეგობრის დაპატიჟების უნარს. თავიდანვე თქვენ ერთზე მეტ მეგობარს ვერ დაუთმობთ ყურადღებას, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ შეიძენთ უნარს, რომ დაპატიჯოთ ყველა თქვენი ღვთაებრივი მეგობარი ერთდროულად.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სიხარულის ფრთები”

სანამ დაიწყებდეთ ამ ვარჯიშის შესრულებას, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ თემებს: