მედიტაციის ანბანი

მედიტაციის ანბანი

დავიწყოთ მედიტაციის ანბანიდან. როდესაც სახლში მედიტირებთ, უნდა გამოარჩიოთ თქვენი ოთახის კუთხე, აბსოლიტურად სუფთა და კურთხეული – წმიდა ადგილი, რომელსაც მოიხმართ მხოლოდ მედიტაციისათვის. აქ თქვენს საკურთხეველზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი სულიერი მასწავლებლის, ან ქრისტეს, ან სხვა სულიერი პირის გამოსახულება, რომელიც თქვენ გიყვართ და თვლით პირად მასწავლებლად.

როდესაც ატარებთ ყოველდღიურ მედიტაციას, შეეცადეთ იმყოფებოდეთ სრულ მარტოობაში. ეს წესი არ ვრცელდება ცოლსა და ქმარზე, თუ მათ ჰყავთ ერთი სულიერი მასწავლებლი; მათ სავსებით კარგად შეუძლიათ ერთად იმედიტირონ. ასევე ახლო სულიერ მეგობრებსაც, რომელთაც ბოლომდე ესმით ერთმანეთის, შეუძლიათ ერთად იმედიტირონ. სხვა შემთხვევებში, თქვენი ყოველდღიური ინდივიდუალური მედიტაციის დროს, არ არის რეკომენდირებული სხვებთან ერთად მედიტირება. კოლექტიური მედიტაცია აგრეთვე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღიური ინდივიდუალური პრაქტიკის დროს უკეთესია მედიტირება განმარტოებულად საკუთარ საკურთხეველთან.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სწავლება მდუმარედ”

 

<<< წინა “ვიწყებთ მედიტაციას”  

შემდეგი “დამხმარე საშუალებანი მედიტაციისათვის” >>>