თვითრეალიზაცია

Created Updated

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოირა არის თვითრეალიზაცია?

თვითრეალიზაცია ნიშნავს თვითაღმოჩენას ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით. ადამიანი აცნობიერებს საკუთარ ერთიანობას ღმერთთან შეგნებულად. ახლა თქვენ შეისწავლეთ წიგნები და ადამინებმაც ასევე გითხრეს, რომ ღმერთი ყველაშია. მაგრამ შენ არ შეგიცნია ღმერთი შენს შეგნებულ ცხოვრებაში. როდესაც ადამიანი აღწევს თვითრეალიზაციას, მან იცის რა არის ღმერთი, როგორ გამოიყურება ის, რა სურს მას. ისინი, ვისაც არ შეუცნია ღმერთი იტყვიან: “ღმერთი შეიძლება ასეთი იყოს, ღმერთი შეიძლება ისეთი იყოს” – ეს ყველაფერი გონებრივი სპეკულაციაა. მაგრამ როდესაც ადამიანი აღწევს თვითრეალიზაციას, ის რჩება ღმერთის ცნობიერებაში და საუბრობს ღმერთთან პირისპირ. ის ხედავს ღმერთს როგორც სასრულში, ასევე უსასრულოში; ის ხედავს ღმერთს როგორც პიროვნულში, ასევე უპიროვნოში. ამ შემთხვევაში, ეს არ არის გონებრივი ჰალუცინაცია ან წარმოსახვა; ეს უშუალო რეალობაა. ეს რეალობა უფრო უტყუარია, ვიდრე ახლა ჩემს თვალწინ რომ გხედავთ.

შრი ჩინმოის წიგნიდან “დედამიწის ვედრება ხვდება ზეცის ღიმილს”