ქრისტიანობა

ქრისტიანობა

ქრისტიანობა აბრაამის რელიგიაა, დაფუძნებული იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე და სწავლებაზე, როგორც ეს არის აღწერილი ახალ აღთქმაში. იმისდა მიუხედავად, რომ ქრისტიანებს ერთი ღმერთის სწამთ, მათი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ის არსებობს სამ ღვთიურ არსებაში, რომელსაც წმინდა სამებას უწოდებენ. ქრისტიანობის მთავარი წყარო ბიბლიაა, რომელიც მოიცავს როგორც ძველ აღთქმას, ასევე ახალ აღთქმასაც. თუმცა ზოგი ქრისტიანი მეტ ყურადღებას ამახვილებს იესო ქრისტეს სწავლებებზე, რომელებიც სახარებებში მოიძებნება.

ქრისტიანობა მოიცავს ბევრ რელიგიურ ტრადიციას, რომლებიც ფართო დიაპაზონში იცვლება დროსა და კულტურიდან გამომდინარე. თუმცა ქრისტიანობა შეიძლება დაჯგუფებული იქნას სამ ძირითად შტოდ: რომაული კატოლიციზმი, აღმოსავლური მართმადიდებლობა და პროტესტანტობა.

ეს მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე დიდი რელიგიაა, რომელსაც 2,2 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.

 

ქრისტეს სწავლები არსი:

გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

მათე 22: 37-40

 

ბმულები:

  • იესო ქრისტე ბიოგრაფია და მისი სწავლება
  • ქრისტიანი პოეტები საიტზე Poet Seers (ინგლისურად)
  • ჯეფერსონის ბიბლია (ინგლისურად)
    ჯეფერსონის ბიბლიის მშვენიერი ონ-ლაინ რესურსი:
    "ტომას ჯეფერსონს სწამდა, რომ იესოს ეთიკური სისტემა საუკეთესოა, რაც მსოფლიოს ოდესღაც უნახავს. კომპილაციაში, რასაც "ჯეფერსონის ბიბლიას" უწოდებენ, ის ცდილობდა გამოეყო ის ეთიკური სწავლებები რელიგიური დოგმებისგან და სხვა ზებუნებრივი ელემენტებისგან, რომლებიც შერეული იყო ოთხვეი სახარების ტექსტებში. მან წარადგინა ეს სწავლებები, იესოს ცხოვრების მთავარ მოვლენებთან ერთად, ერთ უწყვეტ თხრობაში."

Николай Нотович "Неизвестная жизнь Иисуса Христа" - "იესო ქრისტეს უცნობი ცხოვრება"
რუსი მზვერავის, მწერლის და ჟურნალისტის წიგნი ისსას შესახებ. ეს წიგნი ქაშმირში ბუდისტურ მონასტერში აღმოჩენილი ხელნაწერების თაგმანია, რომლებშიც მოყოლილია იესო ქრისტეს (12-დან 30 წლამდე) დაკარგული წლების ცხოვრება. შემდგომ იგივე ფაქტები ნიკოლაი რერიხმაც აღმოაჩინა.

ამ წიგნის წაკითხვა და გადმოიწერა აქედან შეგიძლიათ (დაკლიკეთ ბმულზე):

 

ქრისტიანობის მთავარი განშტოებები:

აღმოსავლური მართმადიდებლური ეკლესია
აღმოსავლური მართმადიდებლური ეკლესია ქრისტიანების თვითმართველი ერთეულია, რომელიც პირველი დღეებიდან მიჰყვება მოციქულების და ქრისტეს მოწაფეების სუფთა და მტკიცე ხაზსს.

ბაპტისტები
ბაპტისტები წარმოადგენენ მეხუთე უდიდეს ქრისტიანულ ეკლესიას მსოფლიოში.

ინგლისის ეკლესია
ინგლისის ეკლესია სახელმწიფო ეკლესიაა ინგლისში. ის ჩამოყალიბებული იქნა ჰენრი VIII-ის მიერ. მან გახლიჩა ეკლესია რომისგან, რათა ხელმეორედ
დაქორწინებულიყო.

კათოლიკები
კათოლიკური ეკლესია უძველესი დაწესებულებაა დასავლურ სამყაროში და ყველაზე მსხვილი ქრისტიანული აღმსარებლობაა. კათოლიკური ეკლესიის მთავარი პირი, პაპი მსოპლიოში ერთერთი მნიშვნელოვანი სულიერი ლედერია. პაპის ყოლის ტრადიცია ეკლესიის გაძღოლაში მოდის წმინდა პეტრესგან, ის მოწაფე იყო, რომელსაც ქრისტემ დააბარა ": შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას."

კვაკერები
კვაკერები (მეგობრების რელიგიური საზოგადოება) წარმოადგენენ ქრისტიანული ფესვების მქონე ჯგუფს, რომელიც დაიწყო თავისი არსებობა 1650-ან წლებში.კვაკერები დიდ აქცენტს აკეთებენ მდუმარე ლოცვაზე და მედიტაციაზე.

მეთოდისტები
მეთოდისტთა ეკლესია მეოთხე უდიდესი ქრისტიანული ეკლესიაა ბრიტანეთში. დაფუძნებელია ევანგელისტი მქადაგებლის ჯონ ვესლის(John Wesley) მიერ.

მორმონები
თანამედროვე წმინდანების იესო ქრისტეს ეკლესია დაარსებული იქნა მე-19 საუკუნეში ამარიკაში, და ახლა მთელს მსოფლიოში 11 მილიონი წევრისგან შედგება.

ხსნის არმია
ხსნის არმია აღწერს თავის მუშაობას, როგორც "რწმენას ქმედებაში"

 

"წმ.პეტრეს ტაძარში დიდებული ეპისკოპალური "დიდი მესით" დაწყებული და კვაკერების შეხვედრის მშვიდი სიმარტივით დამთავრებული,
წმინდა თომას აქვინელის ინტელექტუალური დახვეწილობით დაწყებული და სპირიჩოილსების მოძრავი უბრალოებით, როგორიცაა "ღმერთო, მე მინდა ქრისტიანი ვიყო", დამთავრებული,
ლონდონში წმ.პავლეს ბრიტანეთის სამრევლო ეკლესიით დაწყებული და დედა ტერეზით, კალკუტის ჯურღმულებით დამთავრებული... ეს ყველაფერი ქრისტიანობაა."

- ჰიუსტონ სმიტი, მსოფლიო რელიგიების ავტორი (Huston Smith, author of The World's Religions)

 

Huston Smith "The World's Religions: Our Great Wisdom Traditions" amazon.com-ზე

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"