იესო ქრისტე

იესო ქრისტე

იესო ქრისტე ქრისტიანობის ცენტრალური და, უდავოდ, დასავლური საზოგადოებიოს განვითარების ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ზუსტი ისტორიული ჩანაწერების უქონლობის გამო, არსებობს დავა მისი ცხოვრების ზუსტი დეტალებისა და სწავლების შესახებ. ყველაზე ფართოდ გამოყენებული წყაროებია 4 კანონიკური სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. სავარაუდოდ ისინი დაიწერა 70-200 წლის შემდეგ ქრისტეს გარდაცვალებიდან. ასევე არსებობს მრავალი სხვა არაკანონიკური სახარება, როგორიცაა: თომასის, პეტრეს, მარია მაგდალენას და სხვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენა იყო, რომლებმაც ადრე დაკარგული ტექსტები გაგვაცნეს.

ნაზარეთში ეყოლა მარიამს და იოსებს იესო. მათეს და ლურას სახარების მიხედვით, იესო ბოსელში დაიბადა, ბეთლეემში. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მარიამი იყო ქალწული და დაბადება "სულიწმინდის" სასწაული იყო.

სახარების მიხედვით, იესოს დაბადება ანგელოზმა აუწყა ახლომდებარე მინდვრებში მყოფ მწყემსებს. მოგვიანებით იესოს ესტუმრა 3 ბრძენი აღმოსავლეთიდან და შესთავაზეს საჩუქრები: ოქრო, საკმეველი და მირონი.

იესოს ადრეული წლების ცხოვრება ნაკლებადაა ცნობილი, სახარება ყურადღებას ამახვილებს ცხოვრების ბოლო რამოდენიმე წელზე, როდესაც ის აქტიურად ავლენდა თავის ღვთიურ მისიას. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის მამამისის გზას მიჰყვებოდა და დურგალის ხელობას სწავლობდა. ზოგი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდში იესო მოგზაურობდა ინდოეთსა და სპარსეთში, სადაც ის სწავლობდა და ითვისებდა ინდოეთის სულიერებას, სანამ ნაზარეთში დაბრუნდებოდა და თავის სულიერ მისიას დაიწყებდა.

სამივე სახერების მიხედვით, იესო იოანე ნათლისმცემლის მიერ იყო მანათლული, მდინარე იორდანში. ეს სიმბოლური ნათლობა ქრისტეს ღვთიური მისიის დასაწყისია.

ნათლობის შემდეგ, იესომ 40 დღე უდაბნოში გაატარა, სადაც მას ეშმაკი აცდუნებდა, მან ეს გამოცდა ჩააბარა, იესომ უარი თქვა მიწიერ სიმდიდრეზე. იესოს სწავლება მოკლე, ძლიერი და გამომეტყველი გამოცხადებებით ხასიათდებოდა, რომლებიც მსმენელის წარმოსახვას იპყრობდა. მისი ყველაზე ცნობილი სწავლება მთაზე ქადაგებაა.

მთაზე ქადაგება:

მათე 5:3-11
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.

ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.

ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.

 

იესოს სწავლების ძირითადი დამახასიათებელი თვისება პატიება და უპირობა სიყვარულია. ეს სცილდებოდა ძველ წმინდა წერილებს, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავდნენ "თვალი თვალის წილ". იესო ასწავლიდა სიყვარულს მტრის მიმართ, მეორე ლოყის მიშვერას.

"ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას." - მათე 5:39

"თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის." - მათე 5:43-44

იესო ქრისტე ასევე ასწავლიდა, რომ ღვთის სასუფეველი შიგნითაა. ის ასწავლიდა, რომ ამის მისაღწევად (და ეს მნიშვნელოვანი იყო) ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ მიწიერ მიჯაჭვულობებზე და შეენარჩუნებინა თავმდაბლობა და უბრალოება - ყოფილიყვნენ, როგორც ბავშვები.

"და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში." - მათე 18:3

"ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია." ლუკა 17:20-21

ეს იყო მისი სწავლების ძირითადი არსი, და ეს ეჭვის ქვეშ აყენებდა ძველ ებრაულ რელიგიურ წყაროებს.

ასევე იესო ცნობილი გახდა, როგორც მკურნალი. სახარებებში ბევრი სასწაულია ჩამოთვლილი, სადაც იესო ავადმყოფებს კურნავდა, და ასევე მკვდარი ადამიანი გააცოცხლა (ლაზარე).

სიცოცხლის ბოლო თვეებში, ქრისტე შევიდა იერუსალიმში, მას ხალხი სიხარულით ესალმებოდა და შესძახოდა "ჰოსანას". შემდეგ იესო შევიდა მთავარ ტაძარში და დაუპირისპირდა გამყიდველებს და მეკერმეთა მაგიდები ააყირავა და უსაყვედურა, რომ წმინდა ადგილი ფულის გაკეთების ადგილად აქციეს, - და უთხრა მათ "თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი." მათე 21:13

იმავე კვირას მოგვიანებით ქრისტე ებრაულ პასექს აღნიშნავდა თავის 13 მოწაფესთან. მან იწინასწარმეტყველა, რომ ერთერთი მისივე მოწაფე მას უღალატებდა და გასცემდა.

ეს მოგვიანებით მოხდა. იუდამ ჩააბარა ქრისტე სინედრიონის პირებს. მას ამ სამსახურისთვის 30 ვერცხლი გადაუხადეს. მაგრამ, მოგვიანებით იუდა ნანობდა ამას, შენდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი.

ებრაელმა უხუცესებმა კითხეს, თუ იყო ის ძე ღვთისა. იესომ უპასუხა "შენ სთქვი". ებრაელებმა იესო რომაელთა ხელისუფლებას გადასცეს, ბრალს კი მკრეხელობაში სდებენ. პონტი პილატეს არ სურდა მისი სიკვდილით დასჯა, როდგანაც ვერ ხედავდა დანაშაულს რომაელების წინააღმდეგ. პილატეს ცოლს სიზმარი ჰქონდა, და ის გრძნობდა, რომ ქრისტე უდანაშაულო იყო. მეუღლე ცდილობდა დაერწმუნებინა პილატე გაეთავისუფლებინა იესო. პილატე იესოს გაწკეპლა უბრძანა, იმ იმედით, რომ ეს დაამშვიდებდა ებრაულ ხელისუფლებას. თუმცა ისინი მაინც ქრისტეს სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ტრადიციულად, პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომაელებს სურდათ ერთ-ერთი ბრალდებული გაეთავისუფლებინათ. ბრბომ არა იესო, არამედ ბარაბა აირჩია - დამნაშავე, რომელიც მისჯილი იყო იმისთვის, რომ კაცი მოკლა. პილატემ დაიბანა ხელები, და თქვა, რომ ეს მისი დანაშაული არ ყოფილა.

იესო გოლგოთას მთაზე ჯვარს უნდა ეცვათ. მას თან ჯვარი უნდა ეტარებინა და გზაში ერთხელ გონება დაკარგა და დავარდა - მაშინ იესოს სიმონ კირენელმა უშველა.

სამი კანონიკური სახარება ამბობს, რომ იესო ჯვარზე გარდაიცვალა. რომაელმა ჯარისკაცმა შუბით განგმირა მისი გვერდი, რათა
მის სიკვდილში დარწმუნებულიყო.


იესო ქრისტეს ბუნება

ადრეული ქრისტიანობის ისტორიაში ბევრს კამათობდნენ ქრისტეს ბუნების შესახებ. ზოგიერთი გრძნობდა, რომ ქრისტე ღვთის პირდაპირი განსახიერება იყო, სხვები კი გრძნობდნენ, რომ ის როგორც ღვთიური, ასევე ადამიანური ბუნების იყო. ქრისტიანობის სხვადასხვა განშტოებები ხაზს უსვამდენ სხვადასხვა ასპექტებს. მაგალითისთვის, გნოსტიკები ხაზს უსვამდენ ღვთის იმანენტურობას - ღვთის შინაგან ასპექტს; და მიმდევრებსთვის - ღმერთთან პირდაპირი კავშირის უნარს.

325 წელს, ნიკეის კრებაზე განისაზღვრა ქრისტიანული ეკლესიის სწავლება იესოს შესახებ. ამათმა მიიღეს 4 სახარება, როგორც კანონიკური, და  ბევრი სხვა სახარაბა კი უარყვეს. ასევე ნიკეის კრება დიდი ყურადღებას ანიჭებდა წმინდა პავლეს წერილებს. წმინდა პავლე ხაზს უსვამდა ქრისტეს ღვთიურ ბუნებას, ჯვრისცმის მნიშვნელობას და აღდგომას.


შეხედულებები ქრისტეზე

განმანათლებლური შეხედულება
ძალიან ბევრი რენესანსის წარმომადგენელი გრძნობდა ქრისტეში მორალური და რელიგიური იდეალების უზენაეს მასწავლებელს, მაგრამ უარყოფდენ საღვთისმეტყველო მოთხოვნებს ღვთიურობაზე და ზოგიერთ სასწაულზე, როგორიც იყო უმანკო ჩასახვა.
მაგალითად, თომას ჯეფერსონმა დაწერა "იესო ქრისტეს ცხოვრება და მორალი", შემდგომში ის ცნობილი გახდა, როგორც ჯეფერსონის ბიბლია. (Thomas Jefferson 'Life and Morals of Jesus Christ'). ბენჯამენ ფრანკლინი (Benjamin Franklin) ასევე იესო ქრისტეს უდიდესი მორალური მასწავლებლად მიიჩნევდა , მაგრამ არ მიიღო ქრისტიანული ეკლესიის ყველა სწავლება.

ინდუიზმი
ინდურ ტრადიციაში იესო ქრისტეში ხედავენ რეალიზებულ სულიერ მასწავლებელს. ადამიანმა, რომელმაც მიაღწია თვითრეალიზაციას, ღვთისრეალიზაციას. იესო ქრისტეს ასევე, როგორ ავატარს უყურებენ - როგორც რეალიზებულ სულს, რომელიც განსაკუთრებული მისიით მოვიდა დედამიწაზე, რათა აემაღლებინა უამრავი სული. ბევრი ინდოელი სულიერი მასწავლებელი ხედავს იესოში ღმერთის განასახიერებას. მაგრამ არ ღებულობენ იმას, რომ იესო ქრისტე ერთადერთი იყო, ვინც მიაღწია ამ რეალიზაციას.

მაჰმადიანურ ტრადიციაში, იესო ქრისტეს უყურებენ, როგორც ღვთის მნიშვნელოვან წინასწარმეტყველს.

ერთერთი ვერსიით ქრისტე, იმ წლებში, რომლებიც ბიბლიაში არაა აღწერილი, აღმოსავლეთში მოგზაურობდა, ბევრ მასწავლებელს ეწვია. მაგრამ ინიციაცია მხოლოდ იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო. ქრისტე დასაფლავებულია ქაშმირში, ინდოეთში.

ქრისტეს საფლავი 

 

საინტერესო ბმულები:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"