კარმა იოგა

ჩიტი, ყვავილი, შრი ჩინმოიკარმა იოგა ეს უანგარო მსახურების იოგაა. ყველამ ვიცით თუ რა არის ეგოიზმი: ჩაკეტვა საკუთარ თავში და საკუთარი პატარა “მე”-ს დაკმაყოფილება. უანგარობა -ეს შეგნებული უარის თქმაა დიდ წარმოდგენზე საკუთარ თავზე, რათა განვიცადოთ სიხარული საკუთარი თავის განთავისუფლებისაგან ყოვლის უსასრულაბაში. ეს პროცესი უფრო იკრებს ძალას, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ სხვა ადამიანების ცხოვრეის გაუმჯობესების ინტერესებიდან გამომდინარე. შრი ჩინმოი ვერ პოულობს შეუთავსებლობას პასუხისმგებლობასა და იოგაში ძალისხმევას შორის: “ნება მომეცით ვთქვა რამოდენიმე სიტყვა მათთვის, ვინც დაქორწინებულია და ვისზეც დევს დიდი ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა? თქვენს სრულ გასაოცად, ყველა ასეთი პასუხისმგებლობა გარდაიქმნება ოქროს შესაძლებლობებად იმ დროს, როდესაც თქვენ ეცდებით დაინახოთ ღმერთი თქვენს შვილებში; იმ დროს, როდესაც თქვენ გაიგებთ, რომ თქვენ ემსახურებით ღმერთს თქვენ თვითშეწირვაში. თავის უნარით ასრულება მოუტანოს ქმარს, ღვთიურად გაამყაროს მისი მდგომარეობა მატერიის უსასრულო სივრცეში, აამაღლოს მისი ცნობიერება სამშვინველის სასუფევლამდე ცოლის დაუღალავ და სპონტანურ თავგანწირვას ბადალი არ ჰყავს. თავის უნარით აავსოს ცოლის სული უსაზღვრო სიმშვიდით, მიმართოს მისი გული მარად მოკაშკაშე უსასრულობის მზისაკენ, გარდაქმნას მისი ცხოვრება უკვდავების სიმღერად ქმრის დაპირებას ბადალი არ ყავს. ხოლო ისინი ვინც მარტოხელაა, შეუძლია დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი რჩეულები არიან, იმისათვის რომ ყველაზე სწრაფად გაიქცნენ სულიერ გზაზე. განუყოფელია მათი მისწრაფება და ღვთის შთაგონება.”

ამ იოგის ტრადიციაშია მოხუცებზე ზრუნვა, მშივრების კვება, ტანსაცმლის და თავშესაფრის შემოთავაზება გაჭირვებულთათვის. ეს მსახურება შეუზღუდავია იმათ მიმართ, ვინც ტკივილსა და გაჭირვებას განიცდის. ეს თვითგანწირვა შეიძლება მოიცავდეს უანგარო მსახურებას შემოქმედებით, სიბრძნით, ცოდნით, სიყვარულით, მადლიერებით და კაცობრიობასთან ერთიანობის განცდით. ეს შიეძლება გაკეთდეს ხელოვნებით,სწავლებით, საზოგადოებრივი მუშაობით და თავდაუზოგავი მედიტაციით. თავდაუზოგავი მედიტაცია არის ინტენსიური, ღრმა ცნობიერების მდგომარეობაა, რომელშიც შევდივართ ჩვენი სიცოცხლის სუნთქვით კაცობრიობაში, რადგან ჩვენ მოვედით ჭეშმარიტი თვითგაცემის უსასრულო აღტაცების გასაცნობიერებლად . კარმა იოგაში ჩვენ ვემსახურებით ღმერთს ყველაფერში. კარმა იოგა იწვევს მაძიებელს იმაზე, რომ ის ყურადღებით იყოს საკუთარ თავთან მიმართებაში, რათა მოქმედებას არ ქონდეს ეგოისტური მოტივი. ამ გზით “მე” გზას უთმობს “ერთიანობას”. ბევრ რამეში კარმა იოგა არის შესანიშნავი გზა სულიერი წინსვლისა და ამავე დროს საზოგადოების ნაწილი იყო. ჩვენი ცხოვრება სავსეა აქტივობით. თუ ჩვენ შეგვიძლია მივუძღვნათ ეს აქტივობა ღმერთს, ჩვენ სწრაფი და საიმედო წინსვლა გვექნება.

თითოეული ჩვენი ქმედებებიდან შეიძლება დაკავშირებული იქნას ქრისტეს ლოცვასთან: “იყავნ ნება შენი”. ეს მარტივი გამონათქვამი საშუალებას მოგვცემს ყოვლის შემოქმედს შევთავაზოთ ჩვენი მოქმედების ნაყოფი. მოლოდინისაგან განთავისუფლებით ჩვენ უნდა განვიცადოთ ერთიანობა ღმერთთან. ჩვენ ხშირად ვპოულობთ შეუთავსებლობას შინაგანი ცხოვრების ძიებასა და აქტიურ გარე ცხოვრებას შორის. მოდით ნუ გავჩერდებით ამის გამო. შრი ჩინმოი: “მოქმედება და უმოქმედობა. გიტას მიხედვით, ჩვენ უნდა ვხდავდეთ მოქმედებას უმოქმედობაში და უმოქმეობას მოქმედებაში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებისას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ჩვენს შეგნით სიმშვიდის და უშფოთველობის ზღვას. უმოქმედობისას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ჩვენს შეგნით შემოქმედებითი ენერგიის დინამოს. მოდით ნუ ვიფიქრებთ ქმედებაზე, როგორც ჩვენს საკუთარზე. თუ შევძლებთ ამის გაკეთებას, ჩვენი ქმედებები იქნება უფრო რეალური და უფრო ეფექტური. როდესაც მოსამსახურე საჭმელს ამზადებს ბატონისათვის, ის აკეთებს ამას თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის შესაბამისად. რატომ? იმისთვის, რომ მიიღოს ბატონისაგან მადლიერება და კეთილგანწყობილება. ამგვარად, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი სულის, შინაგანი პილოტის, გასახარებლად, ჩვენ შევძლებთ ქმედებას ყველაზე ერთგულად და ყველაზე წარმატებულად.”


<<< გვერდზე “იოგა”