სუფიზმი

"სუფიზმი ეს გულის რელიგიაა" -ჰაზრათ ინაიათ ხანი

სუფიზმი

მხოლოდ შენ არსებობ; მე არა, ო საყვარელო!
მხოლოდ შენ არსებობ, მე არა!
როგრც დანგრეული სახლის ჩრდილი
მე ვბრუნავ ჩემს გონებაში (ფიქრებში).
თუ ვლაპარაკობ, შენ მელაპარაკები:
თუ ვდუმვარ, შენ ჩემს გონებაში ხარ.
თუ მძინავს, შენც ჩემთან ერთან გზინავს:
თუ მივდივარ, შენც ჩემს გზაზე ხარ.
ოჰ, ბულეი! ნეფე ჩემ სახლში მოვიდა:
მე მას ვწირავ ჩემს ცხოვრებას.
მხოლოდ შენ არსებობ; მე არა, ო საყვარელო!

ბულეი შაჰი (სუფისტი პოეტი)

 

"სუფიზმის პრაქტიკა: სუფიზმის პრაქტიკა ჭეშმარიტებისკენ სვლაშია, სიყვარულისა და ერთგულების საშუალებით. ამას სვლას ტარიკატს უწოდებენ, სულიერ გზას ან გზას ღვთისკენ."

სუფიას განმარტება: სუფია ისაა, ვინც შეყვარებულია ჭეშმარიტებაზე, ვინც სიყვარულით და ერთგულებით მიემართება ჭეშმარიტებისკენ, სრულყოფილებისკენ, რომელსაც ყველა ეძებს, და ბუნებრივი სასიყვარულო მისწრაფებით ის ყველაფრისთვის უცხო ხდება, გარდა ღმერთისა.

სუფიზმში ნათქვამია:

"ის ვინც მარადი ცხოვრებისკენ მიისწრაფვის, ვერ აქცევს ყურადღებას წარმავალ ცხოვრებას. ასევე, როგორც მატერიალურ სამყაროში ჩაფლული ადამიანი, ვერ ზრუნავს მომავალზე. სუფიი კი სასიყვარულო მისწრაფების გამო ვერ ემსახურება ვერც ამ და ვერ იმ სამყაროს."

ამის შესახებ საუბრობს შიბლი:

"ის, ვინც მატერიალური სამყაროს სიყვარულით კვდება, თვალთმაქცია.
ის, ვინც საიქიო სამყაროს სიყვარულით კვდება, ასკეტია.
მაგრამ ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით კვდება, ის სუფიაა."

- ნიმატულაჰის ორდენის მასწავლებლის, დოქტორ ჯავად ნურბახშის ლექციიდან, სორბონის უნივერსიტეტი, პარიზი, 1963

 წყარო : რა არის სუფიზმი?

 

სუფიების ცეკვასუფიზმა
მასწავლა,
რომ გარეგან ცეკვას
აღტაცებაში მოჰყავს მაძიებელი,
შინაგანი ცეკვა კი აერთიანებს,
ამხელს და ავლენს
მიჯნურისა და სატრფოს
ღვთიურობას
იმწამსვე.

შრი ჩინმოი (წიგნიდან "ჩემი რელიგია")

 

ბმულები:

 

ავტორი და ფოტო: Tejvan (ფოტოზე: ოქსფორდის ისლამური ცენტრი)

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"