ისლამი

მექა, ისლამი

ის ერთადერთი ღმერთია, შემოქმედი, წესრიგის შემქმნელი, ქმნილებაზე უნაკლო ფორმის მიმცემი.
ყველაზე ლამაზი სახელები მისია.
მას ყველაფერი ადიდებს, რაც ზეცაში და დედამიწაზეა.
ის ყოვლისშემძლე და ყველაზე ბრძენია.

ყურანი 59:24

ისლამი დაიბადა არაბეთში და გამოვლენილი იქნა წინასწარმეტყველი მაჰამედის მიერ (მშვიდობა მას). ვინც ისლამს მისდევს მუსულმანებს უწოდებენ. მუსულმანებს სწამთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ალაჰს უწოდებენ.

მუსულმანებს სჯერათ, რომ ისლამი ის რელიგიაა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, და თანდათან გომოვლინდა კაცობრიობისთვის ადრინდელი წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როგორებიც აბრაამი და იესო იყვნენ. თუმცა რწმენა საბოლოოდ გამოავლინა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა (მშვიდობა მას) ჩვ.წ.-ით მე-7 საუკენეში.

წინასწარმეტყველი მუჰამედი

მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, საუდეთის არაბეთში. მექა ახლა მლოცვარეობის ადგილია, სადაც მუსულმაები წასვლას ცდილობენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

მუჰამედი ღრმად სულიერი ადამიანი იყო, და ხშირად ჰირას მთაზე მედიტაციებში ატარებდა დროს. ერთ ღამეს, 610 წელს, ის მთის ერთერთ გამოქვაბულში ლოცულობდა და მედიტირებდა, როდესაც მას გამოეცხადა ანგელოზი ჯიბრაელი და უბრძანა "წაეკითხა" ნაკარნახები, ეს "წაკითხვა" შემდგომში გახდა ცნობილი, როგორც წმინდა ყურანი, მუსულმანების ყველაზე მთავარი საღმრთო წერილი.

ისლამის მთავარი გზავნილი ასეთია: არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა. და მუსულმანი უნდა ცხოვრობდეს ალაჰის ნებისადმი სრულ მორჩილებაში/მინდობაში. შემდეგ, როდესაც ნაკარნახები გზავნილის ჭეშმარიტებაში დარწმუნდა, მუჰამედმა ქადაგება დაიწყო, ის ბევრ მიმდევარს იზიდავდა. მიუხედავად პოპულარობისა, ის მექიდან გააძევს, რადგანაც მისი მიმდევართა სიმრავლის ეშინოდათ. ამიტომაც 622 წელს, მას მედინაში მოუწია გამგზავრება. ისლამში ეს მლოცვარეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ისლამური კალენდრის დასაწყისია. და მაინც, 10 წლის განმავლობაში მუჰამედმა მოიპოვა მიმდევრების საკმარისი რიცხვი და შეძლო მექაში დაბრუნებულიყო და დაემარცხებინა ისინი, ვინც წასვლა აიძულეს.

მუჰამედმა თავის თემს გაუძღვა, როგორც სულიერეად, ისე საერო საქმეებში თავის სიკვდილამდე 632 წელს.

ავტორი: Tejvan  წყარო: BBC - Islam page

სუნიტი და შიიტი მუსულმანები

როგორც სუნიტი, ასევე შიიტი მუსულმანები მუჰამედი მიიღეს როგორც ბოლო წინასწარმეტყველი და ორივენი ყურანს ისლამის საღმრთო წერილად თვლიან. განსხვავება 2 ჯგუფს შორის დაკავშირებულია აზრთა სხვადასხვაობაზე, თუ ვინ უნდა გამხდარიყო მუჰამადის მემკვიდრე, როგორც რელიგიური ასევე არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული ისლამური სახელმწიფოს მასშტაბით.

სუნიტები (უმსხვილესი ჯგუფი) მუჰამედის თანამოღვაწეს აბუ ბაკრს უჭერდნენ მხარს, მათი თქმით ის უნდა გამხდარიყო ახალი ჰალიფი.

შიიტები (პატარა ჯრუფი )კი მუჰამადის სიძეს ალის უჭერდნენ მხარს. მათ სჯეროდათ, რომ ლიდერობა უნდა გადაცემულიყო მუჰამედის პირდაპირ შთამომავლებს.

 

ბმულები:

Islam - A Short Historty by Karen Armstrong

ჰაჯი - მუსულმანები მლოცვარეობა მექაში (ფოტოები)

 

სუფიზმი

სუფიზმს ხშირად უყურებენ, როგორც ისლამის მისტიურ განშტოებას. სუფიზმი დაფუძნებულია ყურანის ტექნიკებზე და ასწავლის, რომ სიყვარული ღვთაებრივის მიღწევის უსწრაფესი გზაა.

ზოგიერთი მუსულმანი სუფიზმს ცალკე რელიგიურ ტრადიციად თვლის.

 

ფოტოსურათზე მექაა

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"