ღმერთი

ღმერთს ცოცხალი სუნთქვა აქვს,
და ამ სუნთქვის სახელი ადამიანია.
ადამიანს ცოცხალი მიზანი აქვს,
და ამ მიზნის სახელი ღმერთია.

- შრი ჩინმოი

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოის ფერწერა

ღმერთი

ღმერთი ფორმის მქონეა; ღმერთი ფორმის არმქონეა. ის ატრიბუტების მქონეა; ის ატრიბუტების არმქონეა. თუ ადამიანს სურს იხილოს ღმერთი, როგორც სინათლის და აღტაცების უსასრულო სივრცე, ღმერთი მოვა ამ ადამიანთან, როგორც სინათლის და აღტაცების უსასრულო სივრცე. მაგრამ თუ მას სურს იხილოს ღმერთი როგორც ბრწყინავი, ყველაზე მანათობელი არსება, მაშინ ღმერთი მის წინაშე ასეთი წარსდგება. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ, რომ ღმერთი იღებს მანათობელი არსების ფორმას, მე ძალიან ვამცირებ რეალობას. ის უბრალოდ მანათობელი არაა; ის ისეთია, რომ მისი აღწერა არ შემიძლია ადამიანური სიტყვებით.

ჩემს შემთხვევაში, მე ვიხილე ღმერთი ორივე სახით - ფორმის მქონე და ფორმის არმქონე. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ ღმერთზე, მე ვლაპარაკობ მასზე, როგორც არსებაზე, იმიტომ რომ ეს იდეა ადამიანური გონებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელია. როდესაც ამბობთ, რომ არის ფორმა, სახე, ადამიანებისთვის ეს უფრო გასაგებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი მხოლოდ ბუნდოვანი იდეაა. თუ ვიტყვი, რომ ღმერთი აღტაცებაა, მაძიებელს კი არ გამოუცდია აღტაცება, მაშინ ის უიმედოდ დაიბნევა. მაგრამ თუ ვეტყვი მაძიებელს, რომ ღმერთი პიროვნებასავითაა, ყოვლისშემძლე მამაა, რომელსაც რამის თქმა შეუძლია და რაღაცის გაკეთება, ის შეძლებს ამის აღქმას და დაჯერებას.

როდესაც ადამიანი ფიქრობს რაღაც არსებაზე, მასზე უფრო დიდ არსებაზე, მაშინვე ის ფიქრიბს ადამიანის მსგავს ღმერთზე. ბევრად უფრო ადვილია ღმერთის იდეის აღქმა ფორმის მეშვეობით. მაგრამ მე არასოდეს ვიტყვი , რომ ცდებიან ისინი, რომლებსაც სურთ იხილონ ფორმის არმქონე ღმერთი, როგორც სინათლის, აღტაცების, ენერგიის ან ცნობიერების უსასრულო სივრცე. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ სხვა ხერხი უფრო ადვილია.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ღმერთის ცხოვრების მწვერვალნი: სამადჰი და სიდჰი"

ვინ არის ღმერთი?

შრი ჩინმოი: ღმერთი მთლიანად სიყვარულია. ღმერთი მთლიანად სინათლეა. ღმერთი მთლიანად სილამაზეა. ღმერთი ყველაფერია: ჭეშმარიტება, სიმშვიდე, სინათლე, ნეტარება უსასრულო რაოდენობით. მას ფორმა აქვს; ის ფორმის არმქონეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიმშვიდეს, მაშინ თქვენ იტყვით ღმერთი სიმშვიდეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სინათლეს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სინათლეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიყვალს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია.

ვინაიდან ჩვენ ადამიანური არსებები ვართ, ჩვენი შეზღუდული გაგების თანახმად, ჩვენ ვამბობთ ღმერთი ეს არის, ღმერთი ის არის. მაგრამ ღმერთი ნამდვილად ყველაფერია. თუ ჩვენ გვსურს მისი განცდა, როგორ ფორმის არმქონე უსასრულო გაფორთოებსა, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. და კვლავ, თუ ჩვენ გვსურს მისი განცდა პირადულ ასპექტში, როგორც ჩვენს თვალწინ ყველაზე მანათობელი არსესაბისა, მაშინ ის ასეთნაირად წარსდგება.

როდესაც თქვენ ეხებით ხეს-ღმერთს, თქვენ შეიძლება მიიღოთ სიმშვიდის გამოცდილება, იმ დროს როდესაც სხვა ადამიანი მიიღებს ნეტარების გამოცდილებას. ასე რომ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი მთლიანად სიმშვიდეა ის კი იტყვის, რომ ღმერთი მთლიანად ნეტარებაა. მაგრამ ეს იგივე ღმერთია, იგივე მიზანია. მიზნის მიღწევის პროცესის დროს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ის სხვადასხვანაირად, მაგრამ თუ ერთხელ ნამდვილად მივაღწევთ მას, ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას, რომ ის ყველაფერშია. მაშინ თუ ჩვენ მოგვიწევს მისი აღწერა, მისი განმარტება, ჩვენ აღვწერთ ხეს-ღმერთს იმ ასპექტში, რომელიც ჩვენ უფრო მოგვწონს. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილებით შევიცნოთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აღწერაში, ჩვენს გამოცხადებაში, ჩვენ გამოვავლენთ იმ ასპექტს, რომელიც ყველაზე უფრო მოგვწონს.

 

ღმერთი და კაცობრიობა

ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ტრანსცენდენტალური რეალიზაციისათვის, ღმერთს კი სჭირდება ადამიანი აბსოლუტური მიწიერი გამოვლენისათვის. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ჭეშმარიტების შეცნობისათვის, მისი უმაღლესი არსებობის შეცნობისათვის. ღმერთს სჭირდება ადამიანი მისი გამოვლენისათვის აქ, დედამიწაზე, სრულიად, ღვთიურად და უზენაესად.

ჩვენ ვგრძნბთ, რომ ღმერთი უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ღმერთს, მაგრამ ეს არასწორია. ღმერთს ერთნაირად ვჭირდებით, მეტიც კი. რატომ? მან იცის ჩვენი პოტენციალი და შესაძლებლობები უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიცით. ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ როგორც უვარგისზე, უიმედოზე, უმწეოზე, მაგრამ ღმერთის თვალში ჩვენ ნამდვილად მის ღვთიურ ინსტრუმენტებს წარმოვადგენეთ. მას ჩვენი გამოყენება უსასრულო გზებით სურს. ეს მისი ოცნებაა, რომლის რეალობად გარდაქმნა სურს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ უსასრულონი, არამედ მარადი და უკვდავნი. მან იცის, რომ ჩვენ ამის უნარი გვაქვს, რადგან მან მოგვცა უნარი. ეხლა მას სურს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ უნარი.

შრი ჩინმოის წიგნიდან : "ღმერთი არის..."