სიმშვიდე

ძვირფასო დებო და ძმებო, ძვირფასო საბოლოო ჭეშმარიტების მაძიებლებო, მინდა გაგესაუბროთ სიმშვიდეზე.

სიმშვიდე ძალიან ჩვეულებრივი სიტყვაა. ყოველმა მაძიებელმა იცის რა არის სიმშვიდე მისი ათვისების უნარიდან. მე მაძიებელი ვარ. მინდა გაგიზიაროთ სიმშვიდე, რომელიც მე განვიცადე. ჩემი გამოცდილების შემოთავაზებით, მინდა განუყოფლად ერთი გავხდე თქენი მისწრაფების და თავდადების ცხოვრებასთან.

რა არის სიმშვიდე? სიმშვიდე - ეს ჩვენი განთავისუფლებაა მონობისაგან. რა არის განთავისუფლება? განთავისუფლება - ეს ჩვენი უნივერსალური ერთიანობაა ღმერთთან-ერთობასთან და ღმერთთან-სიმრავლესთან. რა არის მონობა? მონობა - ეს ჩვენი ბნელი ეგოს ცეკვაა. რა არის ეგო? ეგო - ეს არარეალურია ჩვენში. და რა არის რეალური ჩვენში? რეალური ჩვენში - ჭეშმარიტებაა; რეალური ჩვენში - ღმერთია. ღმერთი და ჭეშმარიტება განუყოფელია, როგორც მონეტის წინა და უკანა მხარე.

რა არის სიმშვიდე? სიმშვიდე ჩვენი კმაყოფილებაა. რა არის კმაყოფილება? კმაყოფილება -ეს ჩვენი შეგნებული და მუდმივი ერთიანობაა უზენაესი პილოტის ნაბასთან. სად იმყოფება ეს კმაყოფილება? ის ჩვენს თვით-გაცემაში და ღმერთად-გახდომაშია.

სიმშვიდე ჭირდება მსოფლიოს. ჩვენ ყველას გვჭირდება სიმშვიდე. მაგრამ როდესაც სიმშვიდეზე ვფიქრობთ, ჩვენ ვცდილობთ ის აღმოვაცინოთ ჩვენს გონებაში. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს "გონების სიმშვიდე". ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიმშვიდის პოვნა მხოლოდ გონებაშია შესაძლებელი, და თუ ერთხელ მაინც შევძლებთ სიმშვიდის აღმოჩენას გონებაში, მაშინ ჩვენი პრობლემები გადაიჭრება სამუდამოდ. თუმცა ამ შემთხვევეში, მინდა ვთქვა, რომ გონებას, რომელსაც მივმართავთ - ეს ფიზიკური გონებაა. ეს გონება ეჭვიანი გონებაა, და ამ ეჭვიან გონებაში ჩვენ ვერასოდეს ვიგრძნობთ სიმშვიდის ყოფნას. ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ სიმშვიდე მხოლოდ მოსიყვარულე გულში. ეჭვიან გონებას მივყავართ იმედგაცრუებამდე. მოსიყვარულე გულს მივყავართ სრულ კმაყოფილებამდე. ჩვენ ვეჭვობთ,და შემდეგ ვგრძნობთ უნაყოფო უდაბნოს ჩვენში. ჩვენ გვიყვარს, და შემდეგ ვგრძნობთ რეალობის და ღვთაებრივობის ზღვას ჩვენში.

სიმშვიდე არ მოიპოვება გარეგანი ცოდნით. გარეგანი ცოდნის დიდი ნაწილი ეფუძნება ინფორმაციას, და ინფორმაციას არ შეუძლია ჩვენ მოგვცეს რაიმე უცვლელი კმაყოფილება. სიმშვიდე არ მოიპოვება გარე საქმიანობით. სიმშვიდე მოიპოვება თვითდახელოვნებით.

თუ გვინდა სიმშვიდის მიღწევა ჩვენს შიდა და გარე ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის მიღების და არა ურთიერთ განსაკუთრებულობის აუცილებლობა. მიწა და ზეცა უნდა გაერთიანდეს. ზეცას სულის მდუმარება აქვს. მიწას სიცოხლის ჯღერა აქვს. სულის მდუმარებას მივყავართ ჩვენი საწყისთან, უმაღლეს რეალობასთან; და სიცოცხლის ჟღერა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ის, რაც ამ უმაღლეს რეალობაშია. მიწასა და ზეცის მიღებაში ჩვენ შეგვიძლია სიმშვიდის მიღწევა.

სიმშვიდე - ეს ერთადერთი ძალაუფლებაა ჩვენს ასვლის და ჩამოსვლის ცხოვრებაში. როდესაც ავდივართ, ჩვენ ვსწავლობთ ერთიანობის სიმღერას სიმრავლეში. როდესაც ჩამოვდივართ, ჩვენ ვსწავლობთ სიმრავლის სიმღერას ერთიანიბაში.

ყველანი აქ მაძიებლები ვართ. ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ. ჩვენ ვითარდებით ჩვენი შინაგანი ინტენსიურობის და სულის საჭორიების შესაბამისად. მსოფლიო ოჯახის თიტოეულ წევრს აქვს სიმშვიდის მისაღწევი განსაკუთრებული გზა. ბავშვი გრზნობს, რომ მას შეუძლია სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ ხმაურში შექმნაში. ის ხედავს სიმშვიდეს ხმაურში. მოზარდი პოულობს სიმშვიდეს მხოლოდ მუდმივ საქმიანიაში. ახალგაზრდა პოულობს სიმშვიდეს მხოლოდ ახალ მსოფლიო შექმნაში ან ძველი სამყაროს განადგურებაში. მოხუცი პოულობს სიმშვიდეს ყველაფრის დავიწყებაში, რაც მან ისწავლა უვიცი მსოფლიოსაგან. როდესაც ის ივიწყებს,ის გრძნობს მნიშვნელოვან სიმშვიდეს. ის ასევე აღწევს სიმშვიდეს საკუთარი თავის უზენაესი პილოტის ტერფებთან განთავსებით.

სიმშვიდე ჩვენი შინაგანი სიმდიდრეა. ამ შინაგანი სიმშვიდის წინა პლანზე გამოტანა შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც არაფერს მოველით გარე სამყაროსაგან და მოველით ყველაფრს ჩვენში მყოფ უზენაესი პილოტისაგან, ღვთის მიერ არჩეულ საათს.

ხშირად, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოსათვის და ვემსახურებით მსოფლიოს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს მსოფლიოს ვალდებულია შემოგვთავაზოს მადლიერება ან აღიაროს ჩვენი მსახურება. როდესაც ჩვენ რამეს მოველით მსოფლიოსაგან, ჩვენ აუცილებლად იმედგაცრუებულები დავრჩებით. მაგრამ როდესაც ჩვენ მოველით შიდა პილოტისაგან, ის მოგვიტანს ასრულებას რომელიც ჩვენი წარმოსახვის მოლოდინს გადააჭარბებს. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ეს არის ის, რომ ღმერთს აქვს თავისი საკუთარი საათი.

ჩვენი მოვალეობაა ვილოცოთ სიმშვიდეზე, ვიმედიტიროთ სიმშვიდეზე, კონცენტრაცია მოვახდინოთ სიმშვიდეზე და ვჭრეტდეთ სიმშვიდეს. ღვთის მოვალეობაა - აგვავსოს ჩვენ თავისი სიმშვიდით. როდესაც ვფლობთ განდგომის ხელოვნება, ჩვენში მყოფი სიმშვიდის სამეფო განუყოფელია ჩვენი ცხოვრების რეალობისაგან. ეს ჩვენი შიდა განდგომა, უპირობო განდგომა შინაგან პილოტის წინაშე აჩქარებს ჩვენს მოგზაურობას ყოვლის გამასხივოსნებელი და ყოვლის ასრულების მომტანი სიმშვიდის აღმოსაჩენისაკენ.

შრი ჩინმოის წიგნიდ "50 თავისუფლების ნავი ერთი ექროს ნაპირისაკენ"

Excerpt from Fifty Freedom-Boats To One Golden Shore, Part 2 by Sri Chinmoy