ლოცვა და მედიტაცია

როდესაც ვლოცულობ, მე ვლაპარაკობ, ღმერთი კი მისმენს.
როდესაც ვმედიტირებ, ღმერთი ლაპარაკობს, მე კი ვუსმენ.

- შრი ჩინმოი

კითხვა: იმის გაგება მსურს, თუ რით განსხვავდება ლოცვა მედიტაციისაგან?

შრი ჩინმოი: განსხვავება ლოცვასა და მედიტაციას შორის შემდეგშია: ლოცვა - ეს აბსოლუტურად ინტენსიური და აღმავალი რამაა, მედიტაცია კი - ეს უსაზღვრო და უკიდეგანო რამაა, რომელიც საბოლოოდ აფართოვებს საკუთარ თავს უსასრულობაში. როდესაც ვლოცულობთ, ჩვენ ვგრძნობთ ვიბრაციას ფეხის ტერფებიდან თავის გვირგვინამდე. თვით ლოცვის ხასიათშია ღვთის მიღწევა აღმავლობის გზით. მთელი ჩვენი არსება ლოცულობს, უხმობს, მოუწოდებს; მთელი ჩვენი არსება აღმაფრენაშია, აღმავალი ცეცხლის მსგავსად; ის ხრირ შემთხვევაში არ ფართოვდება. მედიტაციაში კი სხვაგვარადაა. მედიტაციაში ჩვენ ვისვრით საკუთარ თავს ფართო სივრცეში, სიმშვიდის ზღვაში, აღტაცების ზღვაში, უსასრულობაში; ან მივესალმებით უსასრულო სივრცეს შემოვიდეს ჩვენში.

ლოცვაში ჩვენ ვგრძნობთ ერთისკენ დამიზნებულ აღმავალ და ლივლივა ალს. ლოცვის ბუნებაშია - ღვთის მიღწევა ზევით ასვლით. მთელი ჩვენი არსება ალივით ადის მაღლა. მაშინაც კი, თუ ღმერთს ვთხოვთ კაცობრიობისათვის, მთელი სამყაროსათვის, ჩვენ დავინახავთ რომ ლოცვისას ჩვენ მაღლა ავდივართ. ლოცვა ინტენსიური და მგზნებარეა. ჩვეულებრივ ის არ ფართოვდება. მაგრამ მედიტაცია ფართოვდება; სინამდვილეში მედიტაცია დაუყოვნებლივი გაფართოვება. მედიტაცია ჩიტის ფრთებივითაა, ის ყოველთვის ვრცელდება, ფართოვდება ჩიმშვიდეში, სინათლეში და აღტაჩებაში. რედესაც ვმედიტირებთ ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და გადავიქცებით სინათლის და აღტაცების სამყაროდ. როდესაც ვლოცულობთ, ამაში ყოველთვის არის ნატიფი სურვილი ან რაღაცისაკენ სწრაფვა. ჩვენ ვლოცულობთ, რომ გავხდეთ კარგები ან მოვიპოვოთ რამე ღვთაებრივი, რაც ჯერ არ გვაქვს, ან განვთავისუფლდეთ შიშისგან, საფრთხისგან, ეჭვისგან და ასე შემდეგ. ლოცვაში არსებობს გრძნობა, მოდით ასე ვთქვათ, რომ ღვთაებრივი მათხოვარი ხარ. ჩვენ ვლოცულობთ რადგან ჩვენ გვჭირდება რამე. მასინაც კი, როდესაც ვლოცულობთ სიმშვიდისათვის, სინათლისათვის და აღტაცებისათვის, მაინც არსებობს რაღაც მოთხოვნის გრძნობა. ზოგჯერ არსებობს პირადი განცდა "მე შენ, შენ კი მე" და ლოცვა იღებს ამ ფორმას: "მე ჩემ ლოცვას შენ გთავაზობ, უფალო. ასე რომ, შენც შეგიძლია ჩემთვის რამე გააკეთო. გეთაყვა, მიხსენი, დამეხმარე, აღასრულე ჩემი ცხოვრების მიზანი."

მაგრამ მედიტაციაში ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ჩვენ შეგნებულად ვაძლევთ საკუთარ თავს ნებას შევიდეთ სინათლის ნაკადში, ან მოვუხმობთ უნივერსალურ სინათლეს ჩვენი უვიცობის სიბრძნეში გარდასაქმნელად. მისწრაფებული ადამიანი, რომელმაც მიაღწია წინსვლას მედიტაციაში და შეუძლია უსასრულობის და მარადისობის უფრო ღრმა არეში შესვლა, არ ლოცულობს ისე როგორც ლოცულობენ ეკლესიებში, სინაგოგებში ან ტაძრებში. თავის მედიტაციაში ის შედის ღვთიურ ცნობიერებაში და ღვთის ხელებს ანდობს ყველაფერს. აქ ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტი მინდობის დამოკიდებულებას. მაძიებელი გრძნობს, რომ არ არის აუცილებელი რაიმე ვთხოვოთ უფალს, რადგან მისი ღვთიური მამა ზუსტად იცის რა ჭირდება მას და როდის მისცემს ამას. ის ღმერთს აძლევს საშუალებას აკეთოს ის რაც მისთვის არის საუკეთესო, რაც მისცემს მას საშუალებას გამოავლინოს ღმერთი ისე, როგორც ღმერთს სურს. უღრმეს მედიტაციაში მაძიებელი უბრალოდ შედის მის საკუთარ უსასრულო ასპექტში. ის ღრმად იძირება იმაში, რაც მას უკვე აქვს: განუყოფელი ერთობა მის უსასრულო მამასთან. მაშინ უკვე მამის საქმეა, გააკეთოს ის, რაც შვილისთვის უკეთესი იქნება ან მისცეს ის, რას მას ჭირდება.

ნამდვილი მაძიებლისათვის, მე უნდა ვთქვა, რომ მედიტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოცვა. მაგრამ ლოცვასაც ასევე მნიშვნელოვანია. მე არასოდეს არ ვიტყოდი, რომ ლოცვა საერთოდ არ არის საჭირო. ლოცვა საჭიროა, მაგრამ თუ ადამიანი მედიტირებს იმისთვის უფრო ადვილია უნივერსალური ცნობიერების ან უსაზღვრო ცნობიერების მიღწევა. როდესაც ადამიანი ლოცულობს, მას გონებაში აქვს გარკვეული მიზანი. მაგრამ როდესაც ადამიანი მედიტირებს, ის გარს ერტყმის და მოიცავს მთელ სამყაროს. ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა უნდა ცხოვრებისაგან. თუ მას სურს უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება - უსასრულო სიმშვიდე, სინათლე და ნეტარება - მაშინ მედიტაცია უფრო ძლიერია და უფრო სწრაფად დაგეხმარება.

შრი ჩინმოის წიგნიდან: "მედიტაცია კაცობრიობის რბოლა და ღვთიურობის მადლი"

<<< წინა "თეორია"    შემდეგი "ვიწყებთ მედიტაციას" >>>