თვითაღმოჩენა – ეს უმაღლესი გასხივოსნებაა

თვითაღმოჩენა – ეს უმაღლესი გასხივოსნებაა. ის მოდის მაშინ, როცა ჩვენ ვგრძნობთ უმაღლესი, უღრმესი და ყოვლისგარდამქმნელი რეალობის საჭიროებას ჩვენში. ყოვლისგარდამქმნელი რეალობა უფალი-სიბრძნე, უფალი-შებრალება და უფალი-მზრუნველობაა. თუ ჩვენ ღრმად ჩავიძირებით, უფრო ღრმად, ყველაზე ღრმად ჩვენი გულის ფარულ კუთხეებში, ჩვენ ვიხილავთ ღმერთს მარადიულ მზრუნველობას, და მის მზრუნველობაში ჩვენ დავინახავთ უფლის უსაზღვრო შებრალებას. მისი მზრუნველობა და მისი შებრალება განუყოფელია.

რა არის დამაკავშირებელი ჯაჭვი ჩვენს არსებობასა და ღმრთის არსებობას შორის? დამაკავშირებელი ჯაჭვი ჩვენი მედიტაციაა. როდესაც ჩვენ ღმერთზე ვმედიტირებთ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ეს ერთადერთი ენაა უფალთან სასაუბროდ. შემდეგ ჩვენდა გასაოცად, შევამჩნევთ უფალი იმავე ენაზე საუბრობს.მისი ენა ჩვენისგან არაფრით განსხვავდება. ის ისევე, ამავე ენაზე მეტყველებს, – მედიტაციის ენაზე. როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ, ჩვენ ვესაუბრემის მას. როდესაც ის მედიტირებს, რასაც ის ყოველთვის აკეთებს, ის ჩვენ გვესაუბრება. მედიტაცია – ეს ადამიანის და ღმერთის საერთო ენაა.

ჩვენი გასხივოსნება იწყება იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვგრძნობთ მუდმივი მედიტაციის აუცილებლობას. არა მხოლოდ ყოველდღიურად, არამედ მუდვივად. შინაგანი მედიტაცია ყოველწამს უნდა ხდებოდეს. რა არის შინაგანი მედიტაცია? ეს შინაგანი შეწირვაა. როდესაც ჩვენ შინაგანად ვმედიტირებთ, ჩვენ რაღაცის შეწირვას ვცდილობთ. რა არი ეს რაღაც? ეს ჩვენში მყოფი არასრულყოფილებაა, რომლის წყარო უვიცობაა. როდესაც ჩვენ მზად ვართ შევწიროთ ჩვენი არასრულყოფილება და უვიცობა, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ჭურჭელი ბოლომდე დაცარიელდა. ახლა ის ხელახლა უნდა აივსოს. უვიცობა შეიცვლება ცოდნით, არასრულყოფილება – სრულყოფილებით. ვინ იზამს ამას? უფალი.

აქ ყველანი მაძიებლები ვართ, უსასრულო ჭეშმარიტების მაძიებლები. მოდით აქ  და ახლა ვცადოთ რეალობაში ჩაძირვა, ჭეშმარიტების სწორად გაგებით. ჭეშმარიტება გვეუბნება: “დაიწყე იქიდან, სადაც ხარ! თუ შენ აქვს სურვილი, შენი სურვილით დაიწყე. თუ შენ გაქვს მისწრაფება, შენი მისწრაფებით დაიწყე. ოღონდ დაიწყე! ნუ დაელოდები! საათმა დარეკა; ეხლა შენზეა  დამოკიდებული წახვალ, გაიქცევი თუ გაფრინდები.” ღმერთი მზადაა. ახლა ჩვენც უნდა მოვემზადოთ.

ყველაფერი თანაზიარია. ღმერთი უხვად გვაძლევს იმას, რასაც ჩვენ უმცირესი რაოდენობით გავცემთ. თუ ჩვენ იოტის ოდენა სიყვარულს გავცემთ, ის უხვად გვიბოძებს თავის უსასრულო სიყვარულს. ამავედროს, როდესაც ჩვენ მივდივართ ღრმად შიგნით, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი ძალიან შორს არის თანაზიარი დამოკიდებულებისაგან. ის ყველაფერს აკეთებს ჩვენში და ჩვენთვის პირობების წაყენების გარეშე. მან იცის რომ ჩვენ უმწეონი ვართ ან უიმედონი. მან იცის რომ თავადაა მოღვაწე, თავადაა  მოქმედება და ის თავად ამის ნაყოფია. ის მოთამაშეა, ის თამაშია, ის შედეგია. მაგრამ თუ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ მისი უნივერსალური ნების წინაშე, ჩვენ მის გაცნობიერებულ “ხელსაწყოებად” ვიქცევით. ახლა ჩვენ მის საკუთრებას წარმოვადგენთ, მაგრამ თუ ჩვენ მივაღწევთ ერთობას მასთან, ჩვენ თვითონ გავხდებით მესაკუთრენი. ეს არის ის რასაც ვგულისხმობთ უმაღლეს გასხივოსნებაში: როდესაც მფლობელი და საკუთრება ხდება სრულიად და განუყოფლადერთიანი.

შრი ჩინმოის წიგნიდან “მედიტაცია: ღმრთის კურთხევა-დარწმუნება”

 

ბმულები: