სამადჰი – ღვთიური ცნობიერების მწვერვალი

შრი ჩინმოი, ღიმილიკითხვა: რა არის სამადჰი?

შრი ჩინმოი: სამადჰი – ცნობიერების სულიერი მდგომარეობაა. არსებობს სამადჰის სხვადასხვა სახეობა. უმდაბლესი სამადჰის შორის სავიკალპა სამადჰი არის უმაღლესი ფორმა. სავიკალპა სამადჰის მოჰყვება ნირვიკალპა სამადჰი, მაგრამ მათ შორის უშველებელი უფსკრულია. ეს ორი სრულიად განსხვავებული სამადჰის ფორაა. გარდა ამისა არსებობს მდგომარეობა ნირვიკალპა სამადჰის ზღვარს მიღმა,  რასაც საჰაჯა სამადჰი ჰქვია.

სავიკალპა სამადჰიში ყოფნისას , მცირე დროის მონაკვეთით თქვენ მთლიანად კარგავთ ადამიანურ ცნობიერებას. ამ მდგომარეობაში დროსა და სივრცის ცნება სრულიად განსხვავებულია. ერთი-ორი საათის განმავლობაში თქვენ იმყოფებით სრულიად განსხვავებულ სამყაროში. იქ თქვენ ხედავთ, რომ თითქმის ყველაფერი გაკეთებულია. აქ, ამ სამყაროში, თქვენში და სხვებში ბევრი აუსრულებელი სურვილია. მილიონი სურვილი ჯერ არ ასრულდა. მილიონი საქმე განხორციელების მოლოდინშია. მაგრამ როდესაც თქვენ სავიკალპა სამადჰიში იმყოფებით, თქვენ ხედავთ, რომ ყველაფერი გაკეთებულია. თვენ არაფერი გაქვთ გასაკეთებელი. თქვენ მხოლოდ ინსტრუმენტი ხართ. თუ თქვენ გიყენებენ – შესანიშნავია; თუ არა – ესე იგი ყველაფერი უკვე გაკეთებულია. მაგრამ სავიკალპა სამადჰიდან ყველა ჩვეულებრივ ცნობიერებას უდა დაუბრუნდეს. სავიკალპა სამადჰიში არსებობს განსხვავებული დონეები. როგორც სკოლის ერთ კლასში არსებობს ბრწყინვალე და სუსტი მოსწავლეები, ასევე სავიკალპა სამადჰიში ზოგი მოსწავლე აღწევს უმაღლესს საფეხურს, ხოლო ნაკლებად მისწრაფებულები დაბალ საფეხურებზე რჩებიან, სადაც ყველაფერი ისეთივე ცოცხალი და ნათელი არ არის, როგორც უმაღლეს საფეხურებზე.

სავიკალპა სამადჰიში არსებობს სხვადასხვა ადგილიდან მოსული აზრები და იდეები, მაგრამ ისინი თქვენ არ გეხებიან. მედიტაციის დროს თქვენ უშფოთველი რჩებით, და თქვენი შინაგანი არსი მტკიცედ და დინამიურად მოქმედებს. მაგრამ, როდესაც თქვენ ამაღლდებით და სულთან გაერთიანდებით ნირვიკალპა სამადჰიში, საერთოდ არავითარი აზრები და იდეები არ გექნებათ. მე ვცდილობ სიტყვებით ავხსნა, მაგრამ ცნობიერება ნირვიკალპა სამადჰიში ადექვატურად ვერასოდეს აიხსნება და გამოიხატება. მე ვცდილობ რაც შეიძლება კარგად მოგითხროთ რამე ძალიან მაღალი ცნობიერების მდგომარეობიდან, მაგრამ ამაოდ, ამას მაინც ჩემი გონება გამოხატავს. ნირვიკალპა სამადჰიში გონება არ არის, მხოლოდ სიმშვიდე და ნეტარება სუფევს. იქ ჩერდება ბუნების ორომტრიალი და შემცნობი და შესაცნობი ერთიანდება. იქ თქვენ ტკბებით უმაღლესი ღვთიური, ყოვლისმომცველი, თვით-შეყვერებულობის ექსტაზით. თქვენ ხდებით სიამოვნების ობიექტი, თქვენ განიცდით სიამოვნებას და თავად სიამოვნებაც თქვენ ხდებით.

როდესაც თქვენ აღწევთ ნირვიკალპა სამადჰის, პირველი რასაც გრძნობთ,ის არის, რომ თქვენი გული მთელ სამყაროზე უფრო დიდია. ახლა ჩვენ ვხვედავთ სამყაროს ჩვენს ირგვლივ, და სამყარო უსასრულოდ დიდი გვეჩვენება, ვიდრე ჩვენ ვართ. მაგრამ ეს იმიტომაა, რომ სამყაროს აღვიქვამთ შეზღუდული გონებით. როდესაც ნირვიკალპა სამადჰიში ვიმყოფებით, ჩვენ ვხედავთ სამყაროს როგორც პაწაწინა წერტილს ჩვენს უსაზღვრო გულში.

ნირვიკალპა სამადჰიში უსასრულო ნეტარებაა. ნეტარება ბუნდოვანი მცნებაა ბევრი ჩვენთაგანისათვის. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს რამ, რასაც ნეტარებას უწოდებენ, და ზოგი იძახის, რომ განიცადა ის, მაგრამ უმრავლესობას წარმოდგენაც არა აქვს ამის შესახებ. როდესაც შედიხართ ნირვიკალპა სამადჰიში, თქვენ არა მხოლოდ განიცდით ნეტარებას, არამედ ამ ნეტარებად იქცევით.

მესამე რასაც თქვენ გრძნობთ ნირვიკალპა სამადჰიში – ძალაა. ყველა ოკულტისტის ერთად აღებული ძალა – არაფერია, იმ ძალასთან შედარებით, რომელსაც ფლობთ ნირვიკალპა სამადჰიში. მაგრამ ძალა, რომლის წამოღებაც შეიძლება სამადჰიდან დედამიწაზე გამოყენებისათვის, უსასრულოდ მცირეა მთლიანთან შედარებით.

მინდა ვთქვა მხოლოდ ერთი რამ, ის რომ რომელიმე სამადჰის დონის მიღწევა უსასრულოდ ადვილია, ვიდრე ადამიანური ცნობიერების გარდაქმნა
ღვთიურ ცნობიერებად. მე ვცდილობ ამის გაკეთებას, თქვენ ცდილობთ ამის გაკეთებას, უზენაესი ცდილობს ამის გაკეთებას. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ერთი რამის გაკეთებას, და ეს ადამიანური ბუნების გარდაქმნაა – ფიზიკურის, ვიტალურის, მენტალურის, ფსიქიკურის. როდესაც ეს მოხდება, სრულყოფილი სრულყოფილება გათენდება როგორც აქ დედამიწაზე, ასევე იქ ზეცაში.

როგორ შეიძლება ამ ტრანსფორმაციის მოხდენა? მისწრაფებით. მსოფლიოს უნდა ჰქონდეს მისწრაფება, ქმნილებას უნდა ჰქონდეს მისწრაფება, მხოლოდ მაშინ სულიერი მასწავლებლები შეძლებენ ზეცა ჩამოიტანონ დედამიწაზე. ზეცა, როგორც მას ვუწოდებთ, ცნობიერების მდგომარეობაა. სამადჰიში ყველაფერი ზეცაა, ყველაფერი ნეტარებაა, სინათლე, სიმშვიდეა. მაგრამ როდესაც დედამიწაზე ვეშვებით მსოფლიო ისევ ცარიელი ტანჯვაა, სიბნელეა, შიშია, შფოთვაა. როგორ შეიძლება შეგნებული კავშირი დამყარება ჩვენ სამყაროსა და უმაღლესი სამადჰის მდგომარეობას შორის? მუდმივი მისწრაფებით. სხვა წამალი არ არსებობს, მხოლოდ მუდმივი მისწრაფებით არა ერთი ან ორი დღით, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ ადამიანს ჰყავს რეალიზებული მასწავლებელი, მაშინ ღვთის რეალიზაციას ერთი ინკარნაცია, ან ორი, ან სამი თუ ოთხი ინკარნაცია დაჭირდება. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივ ადამიანს ჭირდება ბევრი, ბევრი ასობით ინკარნაცია, ეგრე წოდებულ მცირე რეალიზაციის უმაღლესი გამოცდილების მისაღწევად. მაგრამ რეალიზებულმა მასწავლებელმა იცის სულები და რჩება სულებში. რადგანაც მას შეუძლია ამის გაკეთება, მისთვის ადვილია საქმე ჰქონდეს მისწრაფებულ ადამიანთან მისი სულის მოთხოვნებიდან, მისი სულის განვითარებიდან და სულის ასრულებიდან გამომდინარე.

ნირვიკალპა სამადჰი – ეს უმაღლესი სამადჰის მდგომარეობაა, რომელსაც აღწევენ უფრო რეალიზებული სულიერი მასწავლებლები. ეს გრძელდება რამოდემი საათს თუ დღეს, მერე ადამიანი უნდა დაბრუნდეს. რა ემართება დაბრუნების შემდეგ? ძალიან ხშირად მას ავიწყდება საკუთარი სახელი და ასაკი და არ შეუძლია ნორმალურად ფიქრი და საუბარი. მაგრან ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, თანდათანობით ადამიანი უნარს იძენს დაბრუნდეს ნირვიკალპა სამადჰიდან და უცებ იმოქმედოს ნორმალურად.

ჩვეულებრივად, როდესაც ადამიანი შედის ნირვიკალპა სამადჰიში, მას არ სურს კვლავ დაბრუნება ამ სამყაროში. თუ ის რჩება მანდ თვრამეტი ან ოცდაერთი დღე-ღამის განმავლობაში, შესაძლებელია სულმა დატოვოს სხეული სამუდამოდ. შორეულ წარსულში იყვნენ სულიერი მასწავლებლები, რომლებიც აღწევდნენ ნირვიკალპა სამადჰის და უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ისინი აღწევდნენ საკუთარ უმაღლეს სამადჰის მდგომარეობას, მაგრამ შეუძლებლად მიიჩნევდნენ კვლავ დაუბრუნდნენ მიწიერ ატმოსფეროს და ემუშავათ, როგორ ჩვეულებრივ ადამიანებს. ადამიანს არ შეუძლია იმოქმედოს მიწიერში როდესაც ის ესეთ ცნობიერების მდგომარეობაშია; ეს უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ღვთის განგება. თუ უზენაესის ნებაა იმისა, რომ კონკრეტულმა სულმა იმუშაოს აქ დედამიწაზე, ოცდაერთი ან ოცდაორი დღის შემდეგადაც, უზენაესს შეუძლია აიყვანოს ეს ინდივიდუალობა სხვა დინამიური, ღვთაებრივი ცნობიერიეობის ახრხში და დააბრუნოს ის მიწიერ პლანზე მოქმედებისათვის.

სახაჯა სამადჰი – ეს სამადჰის უმაღლესი სახეობაა. ამ სამადჰიში ადამიანი იმყოფება უმაღლეს ცნობიერებაში, მაგრამ ამავე დროს მას შეუძლია მუშაობა უხეშ ფიზიკურ სამყაროში. ადამიანი ინარჩუნებს ნირვიკალპა სამადჰის გამოცდილებას და ამავდროულად შემოდის მიწიერ საქმიანობაში. ადამიანი იქცა სულად და ამავე დროს იყენებს სხეულს, როგორც სრულყოფილ ინსტრუმენტს. საჰაჯა სამადჰიში ადამიანი დადის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ადამიანი ჭამს. ადამიანი აკეთებს ჩვეულ რაღაცეებს, როგორ ჩვეულებრივი ადამიანი. მაგრამ გულის ფარულ სიღრმეებში ის გადავსებულია ღვთის გასხივოსნებით. როდესაც ადამიანი მიაღწევს საჰაჯა სამადჰის, ის ხდება მბრძანებელი და რეალობის ოსტატი. მას შეუძლია, მისი საკუთარი ტკბილი ნებით ავიდეს უმაღლესისაკენ და შემდეგ ჩამოვიდეს დედამიწის ცნობიერებაში გამოვლენისათვის.

უმაღლესი რეალიზაციის სახეობის მიღწევის შემდეგ, ძალზედ იშვიათ შემთხვევაში ადამიანზე გადმოდის საჰაჯა სამადხის მადლი. ძალიან ცოტა სულიერ მასწავლებლებს მიუღწევია ამ მდგომარეობისათვის. საჰაჯა სამადჰისათვის საჭიროა ღვთის უსასრულო წყალობა. საჰაჯა სამადჰი მოდის მაშინ, როდესაც ადამიანი აღწევს უზენაესთან განუყოფელ ერთიანობას, ან მას სურს დაანახოს, იშვიათ შემთხვევაში, რომ ის თავად უზენაესია. ის ვინც აღწევს ამ სამადჰის და რჩება ამ სამადჰიში , შეგნებულად და სრულყოფილად ავლენს ღმერთს ყოველ წამს, და ამიტომაც წარმოადგენს ტრანსცენდენტალური უზენაესის სიამაყეს.

შრი ჩინმოის წიგნიდან: “ღვთიური ცნობიერების მწვერვალი: სამადჰი და სიდჰი”

<<< წინა “ვიდეო მედიტაციები შრი ჩინმოითან”

შემდეგი “ღვთის რეალიზაცია” >>>

 

შრი ჩინმოი ყვება სამადჰის მდგომარეობებზე, შემდეგ კი გვიჩვენებს მათ.