ორშაბათს, 2011 წლის 10 იანვარს ნეპალში, ქალაქ ნაგარკოთში საზეიმოდ გაიხსნა შრი ჩინმოის ახალი ძეგლი.
შრი ჩინმოიმ მოინახულა ნეპალი 1994 და 1999 წლებში. 1994 წელს, მთა ლანგ თანგ ჰიმალი (Lang Tang Himal), რომელიც შრი ჩინმოის ძეგლთან ახლოს დგას, მიძღვნილი იყო როგორც შრი ჩინმოის მშვიდობის მთა.
“რას აკეთებს სიმშვიდე? სიმშვიდე ყვავის. კიდევ რას? სიმშვიდე ვრცელდება. კიდევ რას? სიმშვიდე ასხივოსნებს. კიდევ რას? სიმშვიდეს ასრულება მოაქვს.”
– შრი ჩინმოი
საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ შრი ჩინმოის ცენტრის წევრები 50 სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ნეპალიდან ადგილობრივი მაღალი ჩინოსნები პრემიერ მინისტრი სუჯუთა კოირალა (Sujata Koirala), და ყოფილი პრემიერ მინისტრები ქირთინიდჰი ბისთა (Kirtinidhi Bista) და ლოკენდრა ბაჰადურ ჩანდი (Lokendra Bahadur Chand).
ფოტოები: Prabhakar და Jowan