რა განსხვავებაა იოგსა და ავატარს შორის?

Created Updated

შრი ჩინმოის ჩიტიები-სულებიშრი ჩინმოი: იოგი არის სრულიად რეალიზებული სული. რეალიზებულ სულზე უფრო მაღლა დგას  არასრული ავატარი, ანგშა ავატარი. არასრულ ავატარზე მაღლა დგას სრული ავატარი, პურნა ავატარი. იოგს შეუძლია იმუშაოს რამოდენიმე ადამიანთან, კაცობრიობის ნაწილთან; ავატარს შეუძლია საქმე ჰქონდეს მთელს მსოფლიოსთან. იოგი მოქმედებს მდუმარედ; ავატარი მოქმედებს დინამიურად და ლაპარაკობს თავდაჯერებულად. იოგი ნერგია; ავატარი უზარმაზარი, მაღალი ხეა.

ავატარი ღმერთის პირდაპირი ჩამოსვლაა; ნამდვილი სრულფასოვანი ღვთიურის ნაწილი, რომელიც მუდმივად მოქმედებს უმაღლესში და ასევე უმდაბლესში. ავატარს უზარმაზარი ზღვის ძალაა აქვს, ხოლო იოგს კი – მდინარის ან ტბის ძალა. როდესაც იოგებს სურთ აამაღლონ კაცობრიობის ცნობიერება, ისინი ზოგჯერ ექცევიან დედამიწის უვიცობის ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ ავატარი რჩება უმაღლესში და უმდაბლესში ერთდროულად, და თუნდაც უმდაბლესში ყოფნისას, მის მოქმედების უნარზე ვერაფერი ახდენს ზეგავლენას. ავატარს უსასრულოდ მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე იოგს, სრულიად გარდაქმნას კაცობრიობა.

მეორეს მხრივ, უმაღლესი დონის ავატარიც კი ვერ იმუშავებს ან ვერ შეძლებს ყოველთვის იმოქმედებას ცნობიერების უმაღლესი დონიდან მსოფლიოს უვიცობის, სიბნელის და არასრულყოფილობის გამო. დედამიწის ცნობიერება არ მიისწრაფვის, და ადამიანების უმრავლესობას არ სურს მისი სინათლე. შეხედეთ ქრისტეს. ვის ჭირდებოდა ის? ძალიან ცოტას! შეხედეთ შრი კრიშნას. ვინ მიიღო ის? ძალიან ცოტამ!

ინდური ფილოსოფიის და სულიერი სწავლებების მიხედვით, ავატარი უზენაესის პირდაპირი ჩამოსვლაა, და მას თავისი ნებით შეუძლია პირდაპირი დაკავშირება უზენაესთან. იოგების უმრავლესობას ამის გაკეთება არ შეუძლიათ. მათ ორი ან სამი საათი ჭირდებათ, რათა შევიდნენ უმაღლეს ცნობიერებაში ღმერთთან დასაკავშირებლად. მათ არა აქვთ ღმერთთან დაკავშირების უნარი თვალის დახამხამებაზე. მხოლოდ ავატარებს შეუძლიათ ღმერთთან ასეთი სახის ურთიერთობა.

ავატარი ადამიანია. ის ლაპარაკობს, ჭამს, სუნთქავს და აკეთებს დანარჩენ რამეებს, როგორც ადამიანი. მაგრამ ოდესღაც რომ შეგძლებოდათ მიგეღოთ მისი ცნობიერების გაელვება, როდესც ის შედის თავის უმაღლესში, თქვენ მთელს თქვენს ცხოვრებას სრული განდგომით მის ტერფებთან დადებდით. მაშინაც კი, თუ ის დაგარტყავდათ, და მოგისვრიდათ გვერდზე, თქვენ ძაღლივით მისი ერთგული დარჩებით, რადგანაც მასში თქვენ მოიპოვებთ უბადლო საგანძურს, რომელსაც დედამიწაზე ვერავინ მოგცემთ. ადამიანს უნდა ჰქონდეს მაღალი, ძალიან მაღალი სულიერი ცნობიერების დონე, რომ ყველაზე მცირე წარმოდგენა მიიღოს ავატარის სიმარლეზე. შეუძლებელია ავატარის ცნობიერების გამოიხატვა ან ახსნა.

შრი ჩინმოის ჩიტები-სულებიგყავდეს გურუ ავატარი – ეს უდიდესი კურთხევაა, რომელიც შეიძლება ერგოს წილად ადამიანს. შრი რამაკრიშნა ამბობდა: “თუ ღმერთი ძროხაა, მაშინ ცური, რომელიც რძეს გვაძლევს ავატარია.” დიდი მისწრაფებული იტყვის, რომ ღმერთი ავატარის სახით, უფრო შემბრალებელია, ვიდრე თავად ღმერთი”. მისწრაფებული ამბობს: “თუ რამე არასწორი ჩავიდინე, ღმერთს აქვს სასჯელი, კარმის კანონი. მაგრამ გურუსთან ყველაფერი სხვანაირადაა. მას მხოლოდ ღრმა სიყვარული აქვს თავისი უახლოესი მოწაფეების მიმართ. ასე რომ, როდესაც რეალური სასჯელი მოდის ჩემთან, გურუ მიიღებს სასჯელს.” თუ მაძიებელი ლოცულობს ღმერთზე და ღმერთს შესძახებს ძალიან გულწრფელად და ძლიერად, მაშინ ღმერთს შეუძლია აპატიოს მას, დასჯის სანაცვლოდ. მაგრამ როდესაც ადამიანს ყავს გურუ ავატარი, და თუ ის უახლოეს კავშირშია ავატართან, მაშინ ეს გურუ ფაქტიურად იღებს დასჯას მოწაფის მაგივრად.

ასევე, როდესაც დედამიწაზე ერთი ავატარია, ის განასახიერებს ყველა წინა ავატარების ცნობიერებას. შრი რამაკრიშნამ თქვა: “ის, ვინც არის რამა, ის, ვინც არს კრიშნა, ერთ ფორმაში რამაკრიშნაა.” დასავლეთში , სამწუხაროდ, თქვენ ცნობთ, როგორც ავატარს, მხოლოდ ქრისტეს. თქვენ ან მიიღებთ მას, ან უარყოფთ. თუ მიიღეთ ის , მაშინ თქვენთვის სხვა შეუძლებელია რომ იყოს. მაგრამ აქ თქვენ უშვებთ შეცდომას. ქრისტე, ბუდა, შრი კრიშნა და სხვანიც ყველა მოვიდნენ ერთსა და იმავე ოთახიდან. უზენაესი შედიოდა იმ ფორმაში, რომელსაც თქვენ ქრისტეს უწოდებთ; ის შედიოდა ფორმაში, რომელსაც თქვენ შრი კრიშნას უწოდებთ; ის შედიოდა ფორმაში, რომელსაც თქვენ შრი რამაკრიშნას უწოდებთ.

შრი ჩინმოის წიგნიდან: “ღმერთის ცხოვრების მწვერვალეები: სამადჰი და სიდჰი”