სავარჯიშოები კონცენტრაციაში

1. წერტილი

თუ გსურთ განავითაროთ კონცენტრაციის ძალა, აი სავარჯიშო, რომლის გაკეთება შეგიძლიათ სცადოთ. პირველ რიგში კარგად დაიბანეთ ცივი წყლით სახე და თვალები. შემდეგ დასვით კედელზე შავი წერტილი თვალების სიმაღლეზე. დადექით სახით წერტილის პირისპირ დაახლოვებით 10 დიუიმის (25 სმ.) დაშორებით და კონცენტრაცია მოახდინეთ მასზე. რამოდენიმე წუთის შემდეგ შეეცადეთ იგრძნოთ, რომ, როდესაც შეისუნთქავთ, თქვენი სუნთქვა ნამდვილად გამოდის წერტილიდან, და რომ წერტილიც შეისუნთქავს, და თავის სუნთქვას თქვენგან იღებს. შეეცადეთ იგრძნოთ, რომ ორნი ხართ: თქვენ და შავი წერთილი. თქვენი სუნთქვა გამოდის წერტილიდან, მისი სუნთქვა კი გამოდის თქვენგან.

10 წუთის შემდეგ, თუ თქვენი კონცენტრაცია ძლიერი იყო, თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენმა სულმა დაგტოვათ და შევიდა შავ წერტილში კედელზე. ამ დროს შეეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენ და თქვენი სული ურთიერთობთ. თქვენ სულს გადაყავხართ სულის სამყაროში რეალიზაციისათვის, თქვენ კი მოგაქვთ სული ფიზიკურ სამყაროში გამოვლენისათვის. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად განავითაროთ თქვენი კონცენტრაციის ძალა. მაგრამ ამ მეთოდს პრაქტიკა ჭირდება. არის ბევრი რამ, რაც მარტივად მოდის პრაქტიკასთან ერთად, და მხოლოდ იმიტომ რომ არ მივყვებით პრაქტიკას, ჩევნ ვერ ვიღებთ შედეგს.

2. ხილვა და რეალობა

სხვა სავარჯიშო, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, შემდეგში მდგომარეობს. პირველ რიგში დახატეთ კედელზე თვალების სიმაღლეზე პატარა წრე, მის შიგნით კი დასვით პატარა შავი წერტილი. ის უნდა იყოს შავი, და არა ლურჯი, ან წითელი, ან სხვა რაიმე ფერის. შემდეგ დადექით სახით წერტილის პირისპირ დაახლოვებით სამნახევარი ფუტის (დაახლოვებით 1 მ.) დაშორებით და თქვე ყურადღების ფოკუსირება მოახდინეთ წრეზე. თქვენი თვალები მოდუნებული და ნახავრად ღია უნდა იყოს. ნება მიეცით თქვენი კონცენტრაციის ძალას მოდიოდეს მესამე თვალიდან. სამი-ოთხი წუთის შემდეგ ბოლომდე გაახილეთ თვალები და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ თავიდან ფეხებამდე თქვენ თვალები ხართ. მთელი თქვენი არსება ხდება სხვა არფერი, თუ არა ხილვა, და ეს ხილვა ფოკუსირებულია წრეში მყოფ წერტილზე. შემდეგ დაიწყეთ თქვენი კონცენტრაციის ობიექტის დაპატარევება. რამოდენიმე წამის შემდეგ შეეცადეთ იგრძნოთ, რომ მთელი თქვენი სხეული ისეთივე პატარა გახდა, როგორც წერტილი კედელზე. შეეცადეთ იგრძნოთ, რომ წერტილი - ეს თქვენი საკუთარი არსების სხვა ნაწილია. შემდეგ შედით წერტილში, გადით მასში და გადით მის მეორე მხარეს. წერტილის მეორე მხრიდან შემობრუნდით და შეხედეთ თქვენს საკუთარ სხეულს. თქვენი ფიზიკური სხეული - ერთ მხარესაა, მაგრამ თქვენი კონცენტრაციის ძალის მეშვეობით თქვენ გააგზავნეთ თქვენი ნატიფი ფიზიკური სხეული წერტილის მეორე მხარეს. თქვენი ნატიფი სხეულით თქვენ ხედავთ თქვენს ფიზიკურ სხეულს, და თქვენი ფიზიკური სხეულით თქვენ ხედავთ თავის ნატიფ სხეულს.

როდესაც დაიწყეთ კონცენტრირება, თქვენი ფიზიკური სხეული ხილვად იქცა. ამ დროს წერტილი თქვენ რეალობას წარმოადგენდა. როდესაც შეხვედით წერტილში, მაშინ ხილვა და რეალობა ერთი გახდა. თქვენ იყავით ხილვა, და ასევე რეალობაც იყავით. როდესაც შემობრუნდით და შეხედეთ საკუთარ თავს, პროცესი შექცევადი გახდა. ამ დროს თქვენ ხილვად იქეცით თქვენს გარეთ, ადგილი კი, რომლისკენაც შემობრუნდით - თქვენი სხეული - რეალობად იქცა. შემდეგ ხილვა და რეალობა ისევ ერთი გახდა. როდესაც შეგიძლიათ ასეთნაირად აღიქვათ ხილვა და რეალობა, თქვენი კონცენტრაცია აბსოლუუტურად სრულყოფილია. როდესაც თქვენი კონცენტრაციის ძალას შეუძლია გადაგიტანოთ თქვენ წერტილის მეორე მხარეს, რომელსაც რეალობა უწოდეთ, ამ დროს მთელი თქვენი არსება როგორც ხილვისა, ასევე რეალობის მიღმა იქნება. და როდესაც იმის შეგრძნებას შეძლებთ, რომ გადალახეთ როგორც თქვენი ხილვა, ასევე თქვენი რეალობა, თქვენ მიიღებთ უსაზღვრო ძალას.

3. ჩემი მეგობარი - გული

ასევე, როგორც თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ კონცენტრაცია თქვენი თითის წვერზე, ან სანთელზე, ან სხვა რაიმე მატერიალურ ობიექტზე, ასევე თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ კონცენტრაცია თქვენს გულზე. შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები ან უყუროთ კედელს, მაგრამ სულ იფიქროთ გულზე როგორც ძვირფას მეგობარზე. როდესაც ასეთი ფიქრი ყველაზე უფრო ინტენსიური ხდება, როდესაც ის მთლიანად მთელს თქვენს ყურადღებას იპყრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გასცდით ჩვეულებრივ ფიქრის ზღვარს და შეხვედით კონცენტრაციაში. ფიზიკურად თქვენ ვერ დაინახავთ გულს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ყურადღების ფოკუსირება მასზე. მაშინ თანდათან თქვენი კონცენტრაციის ძალა შედის გულში და მას მთლიანად გამოყავხართ გონების სამეფოდან.

თუ თქვენ უხვად არ გაქვთ სისუფთავე, თუ უთვალავი მიწიერი სურვილები იპყრობენ თქვენს გულს, მაშინ, სანამ გულზე კონცენტრაციას დაიწყებთ, თქვენ უნდა მოუხმოთ სისუფთავეს. სისუფთავე - ეს ცოცხალი საკურთხევლის შეგრძნებაა თქვენი გულის წმინდათა წმინდა სიღრმეებში. როდესაც თქვენ გრძნობთ შინაგანი საკურთხევლის ღვთიურ არსებობას, თქვენ ავტომატურად სუფთავდებით. ამ დროს თქვენი კონცენტრაცია გულზე ყველაზე ეფექტური იქნება.

4. სიცოცხლის პულსი

ზოგიერთ მაზიებელს მოწონს თავის გულისცემაზე კონცენტრირება. თუ გინდათ ამის კეთება, ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ გული გაჩერდება და თქვენ მოკვდებით. თუ გსურთ ნამდვილი გმირი იყოთ თქვენს სულიერ ცხოვრებაში, თქვენ შეგიძლიათ გულისცემაზე კონცენტრაციის პრაქტიკა. თქვენთვის ეს ოქროს შესაძლებლობაა უსასრულო სიცოცხლეში შესვლისა. ყოველთვის, როდესაც გრძნობთ თქვენი გულის ცემას, დაუყონებლივ იგრძენით მასში თქვენი უსასრულო, უკვდავი სიცოცხლე.

5. შინაგანი ყვავილი

ამ სავარჯიშოსათვით ყვავილი დაგჭირდებათ. ნახევრად დახუწული და ნახევრად გახელილი თვალებით რამოდენიმე წამი მთელ ყვავილს უყურეთ. კონცენტრაციის დროს, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენ - ეს ყვავილი ხართ. ამავე დროს შეეცადეთ იგრძნოთ, რომ ეს ყვავილი თქვენი გულის წმინდათა წმიდა სიღრმეში იზრდება. იგრძენით, რომ ყვავილი ხართ და იზრდებით თქვენი გულის შიგნით.

შემდეგ თანდეათან შეეცადეთ მოახდინოთ კონცენტრაცია ყვავილის რომელიმე ფურცელზე. იგრძენით, რომ ეს ყვავილი , რომელიც ამოირჩიეთ, წარმოადგენს თქვენი რეალობა-არსებობის ჩანასახობრივ ფორმას. რომოდენიმე წუთში ისევ მოახდინეთ კონცენტრაცია მთელ ყვავილზე და იგრძენით, რომ ეს უნივერსალური რეალობაა. ამ გზით გადადით აქეთ-იქით, ჯერ ფურცელზე მოახდინეთ კონცენტრაცია - თქვენი რეალობის ჩანასახობრივ ფორმაზე, შემნდეგ კი მთელ ყვავილზე - უნივერსალურ რეალობაზე. ამ სავარჯიშოს შესრულებისას, შეეცადეთ არ დაუშვათ არცერთი აზრის შემოსვლა თქვენს გონებაში. შეეცადეთ მოიყვანოთ თქვენი გონება სრული სიმშვიდის, მდუმარების და სიჩუმის მდგომარეობაში.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ დაინახოთ თქვენს გულში ყვავილი, რომელზედაც კონცენტრირდებოდით. შემდეგ, იგივე ნაირად, როგორც თქვენ კონცენტრაციას ახდენდით ფიზიკურ ყვავილზე, დახუჭული თვალებით კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენს გულში მყოფ ყვავილზე. 

 

შრი ჩინმოის წიგნიდან "ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში"

 

<<< უკან