მასწავლებელსა და მოწაფეს შორის ურთიერთობა

სულიერ ცხოვრებაში სულიერი მასწავლებელი აუცილებლობას წარმოადგენს; და სულიერი მოწაფე აუცილებლობას წარმოადგენს. მოდით ვილოცოთ ვედების ბრძნებთან ერთად:

მასწავლებლის-მოწაფის ურთიერთობაAUM.
Saha nav avatu,
Saha nau bhunaktu.
Saha viryam karavavahai.

აუმ.
დაე, ის გვფარველობდეს ორივეს (*მასწავლებელს და მოწაფეს).
დაე, ის გვასაზრდოებდეს ორივეს.
დაე, ერთად ვშრომობდეთ დაუოკებელი და უშრეტი ენერგიით.

თუ მოწაფეს შეუძლია დაამყაროს შეგნებული და მუდმივი ერთობა მასწავლებელთან, ის სწორად იქცევა, აბსოლუტურად სწორად. თუ მასწავლებელი ამყარებს შეგნებულ და მუდმივ ერთობას მოწაფესთან, მასწავლებელი აბსოლუტურად სწორად იქცევა. მაშინ, როდესაც მოწაფის ერთობა მასწავლებელთან სრულყოფილია, მოწაფეს შეუძლია იმუშაოს მასწავლებელთან. მხოლოდ მაშინ, როდესაც მასწავლბლის მუდმივი ერთობა მოწაფესთან სრულყოფილია, მასწავლებელს შეუძლია იმუშაოს მოწაფისთვის. როდესაც მოწაფე ერთგულად მუშაობს თავის მასწავლებელთან, იწყება უზენაესის მისია უზენაესისთვის. როდესაც მასწავლებელი მუშაობს მოწაფისთვის, უმაღლესი ტრანსცენდენტალური ჭეშმარიტება იწყებს მოწაფის გასხივოსნებას. როდესაც მოწაფე მუშაობს მასწავლებელთან, მან უნდა იმუშაოს ყველაზე წმინდა ერთგულებით. როდესაც მასწავლებელი მუშაობს მოწაფისთვის, მან უნდა იმუშაოს გასულდგმულებული და უსაზღვრო მზრუნველობით. მოწაფე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი მისი საკუთარი გულის სინათლეა. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს, რომ მოწაფე მისი საკუთარი ხელების ძალაა.

როდესაც მოწაფე გრძნობს, რომ მასწავლებელი მისი საკუთარი გულის სინათლეა, ის აუცილებლად იქნება ბედნიერი შიგნით და გარეთ. როდესაც მასწავლებელი გრძნობს, რომ მოწაფე მისი საკუთარი ხელების ძალაა, მის სიხარულს საძღვარი არ ექნება. და რა ხდება ამ ოქროს საათზე, რჩეულ საათზე, ღვთაებრივი საათზე? ღმერთი საუბრობს მოწაფესთან და მასწავლებელთან. მოწაფეს ის ეუბნევა: "შვილო ჩემო, შენ ჩემი უსუფთავესი სიამაყე ხარ." მასწავლებელს ის ეუბნევა: "შვილი ჩემო, შენ ჩემი ყველაზე საიმედო სიხარული ხარ. თქვენ ორივემ აღმასრულეთ მე ჩემს ხილვაში, ჩემს რეალობაში, ჩემს მისიასა და ჩემს გამოვლენაში დედამიწაზე."

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ჩემი სუროს ლიგის ფოთლები: ლექციები სულიერ ცხოვრებაზე"

რამდენად მნიშვნელოვანია გურუს რწმენა რომ გქონდეს?

ჩიტები, შრი ჩინმოიშრი ჩინმოი: რწმენა უმნიშვნელოვანესია. ადამიანს სჭირდება უსასრულო რწმენა მასწავლებლის მიმართ. ადამიანის გონებისათვის ზოგჯერ ძნელად დასაჯერებელი ხდება მასწავლებლის ხერხი, მაგრამ მისწრაფებული გული ყოველთვის ერთია მასწავლებლის გარე და შიდა ქმედებებთან. მისწრაფებული ყოველთვის უნდა რჩებოდეს გულში. იქონიო რწმენა შენი მასწავლებლის მიმართ, ნიშნავს გრძნობდე ღვთის ყოფნას აქ, იქ და ყველგან.

მოგზაურობის დასაწყისში, მასწავლებელი მენავე, ნავი და მდინარეა. მოგზაურობის დასასრულს, მასწავლებელი თვით მიზნად იქცევა. დამწყები მაძიებლისთვის მასწავლებელი ნავივითაა. როდესაც ის გონების ბარიერს მიღმა გადის, ის ხედავს მასწავლებელს როგორც მენავას. როდესაც ის დაამყარებს მასწავლებელთან მუდმივ ერთიანობა, ის მასწავლებელს ხედავს როგორც მდინარეს. და როდესაც ის იქცევა მასწავლებლის სრულყოფილ ინსტრუმენტად, ის მასაწავლებელს ხედავს როგორც თვით მიზანს. როდესაც მოწაფისათვის დარეკავს საათი, მოწაფემ ასევე მასწავლებლის როლი უნდა ითამაშოს, რათა სამყაროში გაგრძელდეს თვითგაცემის და ღმერთად-ქცევის პროგრესი.

შრი ჩინმოი

 

რას მოითხოვს გურუ მის მოწაფეებისაგან და რას უნდა მოელოდონ მოწაფეები გურუსაგან?

შრი ჩინმოი: ყოველი გურუ მოწაფეებისაგან მოითხოვს გულწრფელობას, სისუფთავეს, რეგულარულობას. თუ მოწაფეს გულწრფელობა, სისუფთავე ან რეგულარულობა არა აქვს, მას არ შეუძლია სწრაფი წინსვლა. მისწრაფება მოწაფეს უკვე აქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში ის გურუსთან ვერ დარჩებოდა.

ყოველი მასწავლებელი თავის მოთხოვნებს ქმნის. მაგრამ ტერმინი "მოთხოვნა" აბსოლუტურად მცდარია. გურუ უბრალოდ ეუბნება თავის მოწაფეებს რა არის მათთვის საუკეთესო. სულიერ ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი რამ, როგირც მოთხოვნა; მხოლოდ გურუ ცდილობს შეაგნებინის თავის მოწაფეებს თუ რა უნდა გააკეთონ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "თავდაუზოგავი სინათლე-მსახურება"

 

* * *

მასწავლებელი უპირველესყოვლისა

რამდასი და მისი მასწავლებელი მძიმე მწეველები იყვნენ და ხშირად გასათბობად დარიშხანს იღებდნენე. ერთხელ ღამე დევადასმა თავის მოწაფეებს სთხოვა წასულიყვნენ და ორი რუპიის დარიშხანი ეყიდათ, მაგრამ მათ ფული არ ჰქონდათ და ამ დროს მათ ქალაქში გასვლის ეშინოდათ. რამდასი დათანხმდა წასულიყო, მაგრამ მასაც არ ჰქონდა ფული. მასწავლებელმა თქვა: "ნუ წუხხარ. შენ უბრალოდ ქალაქში უნდა წახვიდე. იქ იქნება ის, ვინც ფულს მოგცემს".

რამდასმა დაუჯერა მასწავლებელს და უფულოდ გაემგზავრა. როდესაც მან ქალაქამდე მიაღწია, საკმაოდ გვიანი იყო და ბნელოდა. მან მხოლოდ ერთ სახლში შუქი დაინახა, ამიტომაც ის იქეთკენ გაემართა და კარზე დააკაკუნა. როდესაც სახლის პატრონმა კარი გააღო და სადჰუ დაინახა, მას ძალიან გაუხარდა. მან თქვა: "მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რომ ორი რუპია შემომეთავაზებინა სადჰუსთვის, და ახლა შენ მოხვედი. მე ძალიან მადლიერი ვარ. გთხოვ, გამომართვი ეს ორი რუპია."

რამდასმა გამოართვა ფული და ორი რუპიის დარიშხანი იყიდა. უკანა გზაზე აშრამში, მან გაიფიქრა, რომ რახან მას ამდენი დარიშხანი ჰქონდა, მას შეეძლო ძალიან მცირე ნაწილი თავისთვის აეღო, და მასწავლებელი ამას ვერ შენიშნავდა.

რამდასმა სიხარულით მოიტანა დარიშხანი და მასწავლებელს მისცა, მაგრამ დევადას მაჰარაჯი სევდიანი იყო. რამდასმა იკითხა: "ამ გვიან ღამეს მე წავედი ქალაქში და დარიშხანი მოგიტანე. როტომ ხარ მოწყენილი?"

"მე მოწყენილი ვარ, - უპასუხა მასწავლებელმა, - იმიტომ რომ შენთვის შენ ცხოვრებაში შენი თავი პირველ ადგილზეა და არა მე. შენ ყვალაფერი ჩემთვის უნდა მოგეცა, მაშინ რაღაცას შენც გიწილადებდი. ყოველთვის პირველ რიგში ჩემზე იფიქრე. მხოლოდ მაშინ ვიქნები შენით კმაყოფილი და მოგცემ არა მხოლოდ იმაზე მეტს, რაც გჭირდება, არამედ ბევრად იმაზე მეტს, რასაც იმსახურებს."

კომენტარი:
მასწავლებლის რწმენა მოწაფისადმი და მოწაფის რწმენა მასწავლებლისადმი თანაბრად მნიშვნელოვანია. მაგრამ ზოგჯერ მასწავლებელი არ უმხელს მოწაფეს ხის-რეალობის ყველა ასპექტს, რადგან ამან შეიძლება არიოს მაძიებლის უმწიფარი გონება. თუ მასწავლებელი არ ამხელს ყველა სიცოცხლის-რეალობის ისტორიას, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის ძუნწია ან დიდსულოვანი არაა. უბრალოდ მასწავლებელი გრძნობს, რომ მოწაფეს, როგორც ბავშვს, მხოლოდ თანდათან შეუძლია ყველაფრის ათვისება.

მოწაფის დამოკიდებულება მასწავლებლისადმი სხვანაირი უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რა აქვს მოწაფეს და რას წარმოადგენს იგი, ეს არ არევს მასწავლებლის გასხივოსნებულ გონებას. მასწავლებელი აძლევს მოწაფეს შეზღუდული ათვისების უნარის და მცირე შესაძლებლობის შესაბამისად. მაგრამ თუ მოწაფეს სურს შესთავაზოს მასწავლებელს, მას შეუძლია ძალიან შეუძღუდავად აკეთოს ეს, რადგან მასწავლებლის ათვისების უნარი და შესაძლებლობები უსაზღვროა. იმ შემთხვევაში თუ მოწაფე არ აძლევს მთელ თავის არსებობას მასწავლებელს, მასწავლებელი არაფერს კარგავს, შორს ამისგან. ამიტომ მოწაფე მხოლოდ ასუსტებს თავის შესაძლებლობას
და ზღუდავს თავის ხილვას მასწავლებლისა და ეცემა მასწავლებლის რეალობის-ერთობის სიმაღლიდან. საბოლოოდ, არაგულწრფელობა-ურჩხული და უმადურობა-მწერი ემუქრებიან მის მისწრაფების ცხოვრებვას.

ამიტომაც უსაზღვროდ მიეცით მასწავლებელ ის, რაც გაქვთ და ის, რაც ხართ. მასწავლებელი მოგცემთ თქვენი საჭიროების და ღვთის საჭიროების შესაბამისად. თქვენი საჭიროების ასრულება მთლიანად ღვთის ნებაზეა დამოკიდებული.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ინდოეთი და მისი სასწაული-ნადიმი: ტრადიციული ინდური ისტორიები სულიერ მასწავლებლებზე"

 

ჩემი გურუ ყველაზე მაღალია

ერთხელ ნიგამანანდა კუმბჰამელაზე გაემგზავრა - ინდოეთის ყველაზე ცნობილ დღესასწაულზე, რომელსაც, გადაჭარბების გარეშე, უამრავი ადამიანი ესწრება. ის აღფრთოვანებული იყო იმით, რომ იქ თავისი გურუ სვამი სათჩითანანდა იხილა. ყოველდღე ახალი სულიერი მასწავლებელი თავჯდომარეობდა, და იმ დღეს თავჯდომარეობდა უდიდესი სულიერი მასწავლებელი შანკარაჩარია - სათჩითანანდას გურუ. ყველა დიდ თაყვან სცემდა შანკარაჩარიას, რომელიც სათჩითანანდას გვერდის იჯდა.

როდესაც ნიგამანანდა მივიდა, ის ჯერ თავის მასაწავლებლის წინ ქედი მოხარა, შემდეგ კი შანკარაცარიას წინ. ყველა შოკში იყო. რანაირად მან ჯერ სათჩითანანდას წინ ქედი მოხარა, როდესაც პირდაპირ მის წინ შანკარაჩარია იჯდა? "სულელო! - ხალხი ეუბნებოდა ნიგამანანდას. - ნუთუ მასწავლებლებს ვერ განასხვავებ?"

- მე კი განვასხვავებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანისთვის შეუძლებელია ვინმე მის საკუთარ მასწავლებელზე მაღალი იყოს. ჩემი გურუ ჩემთვის ყველაზე მაღალია და ყოველთვის უმაღლესი იქნება. ამოტიმაც მე სწორად მოვიქეცი, რომ ჯერ მის წინ ქედი მოვხარე.

ამის გამგონემ, შანკარაჩარიამ ფართო ღიმილი აჩუქა ნიგამანანდას და უთხრა: "მართალი ხარ, შვილო ჩემო." შემდეგ მან ნიგამანანდას რომოდენიმე სულიერი კითხვა დაუსვა, რომლებზედაც ნიგამაამდამ სრულყოფილად უპასუხა. მაშინ შანკარაჩარიამ უთხრა სათჩითანანდას: "რას შვები? რატომ არ ეტყვი ამ მოწაფეს თავისი მოწაფეები აიყვანოს და დაეხმაროს კაცობრიობას გასხივოსნებაში? მე ნათლად ვხედავ, რომ ის ამსთვის მზადაა."

მაშინ შანკარაჩარიას და ყველა მაძიებლის თვალწინ, რომლებიც იქ იყვნენ, სათჩითანანდამ განაცხადა: "ჩემა სულიერმა შვილმა ნიგამანანდამ შეიცნო ღმერთი. ამ დღიდან ის მოწაფეების აყვანას დაიწყებს, გაასხივოსნებს მათ გონებას და ასრულებას მოუტანს მათ გულებს."

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ინდოეთი და მისი სასწაული-ნადიმი: ტრადიციული ინდური ისტორიები სულიერ მასწავლებლებზე"

 

<<< წინა "ინიციაცია და მასწავლებელი"    ვიდეო მედიტაციები >>>