ინიციაცია და მასწავლებელი

სიტყვა ინიციაცია ერთდოულად ტკბილიცაა და ყველაზე მნიშვნელოვანი. ინდოეთში პირველი, რასაც ერთი მისწრაფებული ადამიანი ეკითხება მეორეს არის: "მიიღე თუ არა ინიციაცია?" შემდეგ კი ის ეკითხება: "ვინ არის შენი გურუ?" თუ ინიციაციას არ ჰქონდა ადგილი, მაშინ სხეულის, ვიტალის, გონების, გულის და სულის გასუფთავების პროცესი ძალიან ნელი იქნება. ადამიანმა უნდა მიიღოს ინიციაცია, იმისთვის რომ მოახდინოს უმაღლესი მიზნის რეალიზაცია.

კრიშნა და არჯუნაინიციაციის აღმნიშვნელი სანსკრიტული სიტყვა - დიქშაა (diksha). დიქშა ნიშნავს შეთავაზებას, საკუთარი თავის შეთავაზებას. გურუ აძლევს მოწაფეს თავისი სიცოცხლის სუნთქვის ნაწილს, მოწაფე კი მასწავლებელს - თავის გასულიერებულ დაპირებას, რომ ცხოვრების ბოლომდე ის იქნება მასწავლებლის სრულიად ერთგული და მოემსახურება მასწავლებელს უპირობოდ. ინიციაციის დროს მასწავლებელი შეგნებულად იღებს მოწაფის, რომელსაც ინიციაცია მისცა, მთელი ცხოვრების უვიცობას; მოწაფე კი - სთავაზობს მასწავლებელს მნიშვნელოვან დაპირებას რომ მას შემდეგ რაც განიწმინდება და გარდაიქმნება, იგი იქნება შეგნებული, ერთგული, მთლიანად ჩაბარებული მასწავლებლის ნებას ინსტრუმენტი. მასწავლებელი ინიციაციის დროს თავის მოწაფეს პირდება: "მე შენ მიგიყვან უმაღლესი ჭეშმარიტების რეალიზაციამდე, ღმერთამდე." მას შემდეგ მოწაფის სული მასწავლებელს სულიერ დაპირებას აძლევს: "მას შემდეგ, რაც მე მივაღწევ სულიერ სრულყოფას, მე გამოვავლენ შენ სინათლეს, უზენაესის სინათლეს, დედამიწაზე. შენ მე სრულყოფილს გამხდი ჩემს რეალიზაციაში, მე კი - შენ მოგიტან ასრულება შენს გამოვლენაში." ბოლოს მასწავლებელი იტყვის: "გამოავლენ ჩემ თავს თუ არა, ჩემი როლია - მიგიყვანო უმაღლესის რეალიზაციამდე."

თუ ღმერთს სურს, ის შეიძლბა გამოცხადდეს მოძიებლის წინაშე მაძიებლის მედტაციის დროს ან ხილვაში, ან სიზმარში. მას შეუძლია მიიღოს ბრწყინავი ადამიანური არსების ფორმა და უთხრას მაძიებელს, რომ ის ინიციაციას აძლევს მაძიებელს, ან მას შეუძლია მისცეს მაძიებელს მანტრა. ეს პირდაპირი ინიციაციაა, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ, ინიციაცია ცოცხალი მასწავლებლის მიერ უნდა შესრულდეს.

როდესაც ვმუშაობდი ინდოეთის საკონსულოში, The New York Times-ში წავიკითხე მოწაფეზე, რომელიც ინიციაციას აძლევდა ოც ან ოცდაათ მისწრაფებულებს გარკვეული სულიერი მასწავლებლის ხელშეწყობით. ის ხალხს ინიციაციას აძლევდა სიგარეტის წევის დროს. ასეთი სახის ინციაცია სხვა არა არის რა გარდა დანაშაულისა. შეუძლებელია ადამიანს მისცე სიცოცხლის სუნთქვა სიგარეტის წევის დროს და შეუძლებელია მისცე ინიციაცია მოადგილეების მეშვეობით. თუ მოწაფე რეალიზებული სულია, მაშინ რა თქმა უნდა მას შეუძლია ინიციაციის მიცემა. მაგრამ როდესაც მასწავლებელმა მშვენივრად იცის, რომ მოწაფე არ არის რეალიზებული და თვითონ მოწაფემაც კარგად იცის ეს, მაშინ თუ მასწავლებელი ეუბნევა თავის მოწაფეს წავიდეს სხვების ინიცირებისათვის - ეს საშინელი შეცდომაა. თუ მასწავლებელი ათასობით მილის დაშორებითაა მაძიებლისგან, მაშინ მასწავლებელმა უნდა მისცეს ინიციაცია პირდაპირ ოკულტურ პლანზე. თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ მას არა აქვს უფლება საკუთარ თავს სულიერ მასწავლებელს უწოდებდეს. ინიციაცია წარმომადგენლების მეშვეობით არასწორი და გამოუსადეგარია.

თუ მოწაფეს სურს მიიღოს შეგნებული ინიციაცია, პირველი რასაც მოელოდებიან მისგან არის თავმდაბლობა, უკიდურესი თავმდაბლობა. ნება მომეცით მოგიყვეთ ისტორია; ერთხელ მაძიებელი მივიდა სულერ მასწავლებელთან და უთხრა: "გთხოვ, მომეცი ინიციაცია." ის დიდი მაძიებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, საკმაოდ ამაყი. მასწავლეელმა უთხრა: "მე მზად ვარ ხვალ მოგცე ინიციაცია, მაგრამ შენ უნდა მომიტანო ან მომიყვანო ის, რაც შენზე ქვემდგომია."

მაძიებელი ბედნიერი იყო. მას ეგონა, რომ ეს ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა, რადგან თვლიდა, რომ ბევრი ადამიანი და ბევრი საგანი მასზე უსასრულოდ ქვემდგომი იქნებოდა. მეორე დღეს , მან ბალახის ღერო მიიტანა მასწავლებელთან და უთხრა: "აი ბალახის ღერო. დარწმუნებული ვარ, რომ მე უკეთესი ვარ ამ ბალახის ღეროზე."

მასწავლებელმა უთხრა: "შენ სულელო, შეხედე ამ ბალახის ღეროს; რამდენად ფართეა ამ ბალახის ღეროს გული! შენ ვინმეს ნებას მისცემ, გაიაროს შენ მკერდზე? შენ განრისხდები. მაგრამ ეს ბალახის ღერო საშუალებას გაძლევს გაიარო მის გულზე! ეს ბალახის ღერო უსასრულოდ უკეთესია შენზე. კიდევ რამე მომიტანე." მაძიებელი გაოგნებული დარჩა. ის ფიქრობდა: " შენ მე გამაბრიყვე. ახლა კი მეც სამგიეროს გადაგიხდი." მეორე დღეს მან მასწავლებელთან მიიტანა ღამის განავალი და უთხრა: "უთუოდ ეს ჩემზე ქვემდგომია."

მაგრამ მედიტაციაში მასწავლებელი ჩაწვდა მის არსს. განავლის სიწყისი - მშვენიერი ვაშლი აღმოჩნდა. ვაშლი საუბრობდა მასწავლებლის მეშვეობით: "რა უმადური ახალგაზრდა ხარ! როდესაც მე ასეთი მშვენიერი, ასეთი მომხიბვლელი, ასეთი გემრიელი ვიყავი, შენ აიღე და ხარბად შემჭამე. ეხლა უყურე ჩემი ცხოვრების გარდაქმნას: რა მშვენიერი ვაყავი და რა უშნო გავხდი. ვინ აგაბს პასუხს? შენ! ვინ მოგცა შენ ჩემი შთანთქმის ნება? მე მოგეცი, რადგანაც თანაგრძნობას, მზრუნველობასა და სიყვარულს განვიცდიდი შენს მიმართ. ასე რომ შენ არ ხარ ჩემზე უკეთესი."

ამ დროს მაძიებელმა გააცნობიერა, რომ არავინ და არაფერი დედამიწაზე, სინამდვილეში, არ შეიძლება მასზე ქვემდგომი იყოს. ის დაეცა მასწავლებლი ტარფებთან და თქვა: "მასწავლებელო, აქ მხოლოდ ერთია, ვინც ნამდვილად ქვემდგომია. არავინ არის დედამიწაზე ჩემსავით უღირსი, მაგრამ გთხოვ მიმიღე მოწაფედ."  

შრი ჩინმოის წიგნიდან "ქირომანტია, რეინკარნაცია და სიზმრის სამეფო"

 

  * * *

ლაჰირის ინიციაცია

ერთხელ საღამოს, შიამა ჩარან ლაჰირი, თავისი ხანმოკლე ჰიმალაებში მოგზაურობის დროს, სეირნობდა იმ ადგილებში, როდესაც მან ხმა გაიგო: "შიამა ჩარან, შიამა ჩარან". გაკვირვებულმა, მან ახლოს სადჰუ დაინახა, რომელიც მას ეძახდა. სადჰუ მივიდა მასთან და თქვა: "ვერ მცნობ, შვილო ჩემო?" და მან ჩამოუთვალა შიამას ბაბუის და მამის სახელები. მაშინაც შიამამ ვერ იცნო ის. სადჰუ მის მიმართ დიდ სიყვარულს ავლენდა, მან შემოიყვანა შიამა გამოქვაბულში და სამკაპი, ნაკურთხი წყლისთვის ჭურჭელი, ლომის ტყავი, ვეფხვის ტყავი და კრიალოსანი აჩვენა.

- ხომ არ გეცნობა? ეს ყველაფერი შენია.

მაგრამ შიამა ჩარანმა ვერაფერი იცნო. მაშინ სადჰუმ ხერხემალზე ხელი დაადო. იმ წამსვე შიამა ჩარანს გაახსენდა, რომ ეს ყველაფერი მას ეკუთნოდა.

- ჩემი სახელი ბაბაჯია, შვილო ჩემო, - უთხრა სადჰუმ - წინა ინკარნაციაში შენ ჩემი ახლო მოწაფე იყავი. შენ დატოვე სხეული სულიერი განვითარების ძალიან მაღალ სტადიაზე. მე მსურს, რომ შენ ამ ინკარნაციაში დაასრულო შენი სულიერი მოგზაურობა.

შიამა ჩარანი ქედი დახარა მასწავლებლის წინაშე და ატირდა. მან უთხრა, რომ არ სურს ცოლთან და ოჯახთან დაბრუნება, მაგრამ ბაბაჯიმ უთხრა: "არა, შენ მათთან უნდა დაბრუნდე. ღმერთს სურს, რომ ოჯახურ ცხოვრებით იცხოვრო და ამავე დროს რჩებოდე ცნობირების უმაღლეს მდგომარეობაში, რათა მეოჯახე ხალხს მაგალითი უჩვენო, თუ როგორ იცხოვრონ უკეთესი და სუფთა ცხოვრებით. მე რამოდენიმე დღეში ინიციაციას მოგცემ. და სანამ აქ ახლოს ხარ, ჰიმალაებში, ყოველდღე მოდი ჩემს სანახავად."

შიამა ჩარანი სიხარულით გადავსებული იყო იმის გამო, რომ მასთვის ინიციაციის მიცემას აპირებდა. ის წავიდა მადლიერებით და აღტაცებით სავსე გულით.

რამოდენიმე დრის შმდეგ ლაჰირი მასწავლებელთან მოვიდა. ბაბაჯიმ უთხრა: "შენი ინიციაციის დრო მოვიდა, მაგრამ ჯერ ეს სითხე უნდა დალიო."

შიამამ დალია დიდი რაოდენობით ზეთოვანი სითხე თიხის დოქიდან. სითხემ ღებინება გამოიწვია, და მას ბევრჯერ აღებინებდა. შემდეგ ბაბაჯიმ თქვა: "ეხლა შენ განიწმინდე, შვილო ჩემო. მე პურის, ჰალვას და სხვა ტკბილეულს გაძლევ. მიირთვი რამდენიც გინდა." შიამა ჩარანი გაუმაძღრად ჭამდა. შემდეგ მასწავლებელმა სიბრალულით, უსიტყვოდ და უპირობოთ მისცა ინიციაცია.

კომენტარი:
იმის თქმა, რომ სული მხოლოდ ერთი ინკარნაციითაა კურთხეული, ნიშნავს ჰიმალაების სიდიდის შეცდომის ჩადენა. ყოველი სული გადის ბევრ, ბევრ ინკარნაციას, სანამ განახორციელებს, გახსნის და გამოავლენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ჩვენ საწყისი წერტილიდან ვიწყებთ და ბოლოს მოდის დრო, როდესაც მიზანს ვაღწევთ. ყოველი ინკარნაცია ეხმარება სულს წინ იაროს განკუთვნილი მიზნისკენ. თუ ამ ინკარნაციაში რაღაცას ვიწყებთ და ვერ ვამთავრებთ, მაშინ ჩვენ უნდა დავასრულოთ ის შემდეგ ინკარნაციაში, და სანამ ამას არ დავასრულებთ, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მუდმივ კმაყოფილებას. ყოველი ინკარნაცია რომოდენიმე ნაბიჯია მარადისობის გზაზე. თუ ჩვენ ვაგრძელებთ სვლას და სირბილს, ყოველი ინკარნაციაა, უდავოდ, წინსვლაა უფრო გამასხივოსნებელი და ასრულების მომტანი რეალობისკენ.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ინდოეთი და მისი სასწაული-ნადიმი: ტრადიციული ინდური ისტორიები სულიერ მასწავლებლებზე

 

დედამიწის-რეალობისა და ზეცის-რეალობის ერთობლივი ენიციაცია

ერთ დღეს საშუალო ასაკის მამაკაცი და მისი მეუღლე მივიდნენ გამბჰირანანდასთან და სთხოვეს ინიციაცია. მასწავლებელმა უპასუხა: "დღეს არა, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ მოგცემთ ინიციაციას.

მოხდა ის, რომ ცოლი მალევე მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. კაცი ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ ის მაინც არ კარგავდა იმედს გამბჰირანანდას ნამდვილი მოწაფე გამხდარიყო. ის მივიდა მასწავლებელთან და კვლავ სთხოვა ინიციაცია. მასწავლებელი დათანხმდა და დღეც დანიშნა.

ინიციაციის დღეს კაცმა შეეხვეწა მასწავლებელს, რომ მას ასევე გარდაცვლილი ცოლისთვისაც მიეცა ინიციაცია.

- ამას როგორ ვიზამ? ის მკვდარია, ის შენთან აღააა.

- არა, მისი სული არ მომკვდარა. შენ დაგვპირდი, რომ ირივეს მოგვცემდი ინიციაციას. თუ ინიციაციას მომცემ, შენ ასევი შეგიძლია მასაც რომ მისცე ინიციაცია. გთხოვ, იყავი მოწყალე, - ეხვეწებოდა კაცი და ბოლოს მასწავლებელი დათანხმდა.

გამბჰირანანდამ ორი ბალიში გვერდიგვერდ მოათავსა. კაცი ერთერთზე დაჯდა, მეორე კი თავისუფალი რჩებოდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ ხალხმა დაინახა, რომ ბალიში ამოძრავდა, და ყველამ აშკარად იგრძნო მაძიებლის ცოლის დასწრება. ასე და ამგვარად გამბჰირანანდამ ორივეს მისცა ინიციაცია.

კომენტარი:
ნამდვილი ინიციაციის პროცეში ძირითადად სულში ხდება, და არა სხეულის ცნობიერებაში. ინიციაციის დროს მასწავლებელი პირველ რიგში ეხმარება მაძიებელს გაიხსენოს დაპირება, რომელმაც მისმა სულმა მისცა აბსოლუტურ უზენაესს სანამ მსოფლიოს არენაზე მოვიდოდა. როდესაც მასწავლებელი აძლევს ინიციაციას მაძიებლის ფიზიკურს, ის ასუფთავებს მის გარე არსებობას, მის ფიზიკურ რელობაზე შეხებით. როდესაც ის მაძიებლის სულიერს აძლევს ინიციაციას, ის გადმოღვრის მასზე გამასხივოსნებელი სინათლის ნიაღვარს. ფიზიკური ინიციაცია სულიერ მოვალეობას გვახსენებს. სულიერი ინიციაცია ჩვენი ცნობიერების-სინათლის უკვდავებას გვახსენებს.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ინდოეთი და მისი სასწაული-ნადიმი: ტრადიციული ინდური ისტორიები სულიერ მასწავლებლებზე"

 

<<< წინა "მედიტაცია მასწავლებელზე"    შემდეგი "მასწავლებელსა და მოწაფეს შორის ურთიერთობა" >>>