ღვთის რეალიზაცია

შრი ჩინმოი "ჯარნა-კალა"

ღვთის რეალიზაცია, ანუ სიდჰი (siddhi) თვით-აღმოჩენას ნიშნავს ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით. ადამიანი შეგნებულად აცნობიერებს თავის ერთობას ღმერთთან. სანამ მაძიებელი უვიცობაში რჩება, ის გრძნობს, რომ ღმერთი ვინმე სხვაა, ვისაც უსასრულო ძალა აქვს, ის კი, მაძიებელი, უმნიშვნელო არსებაა დედამიწაზე. იმ წამს როცა ის ღმერთს შეიცნობს, მას ეცოდინება, რომ ის და ღმერთი აბსოლუტურად ერთიანნი არიან როგორც შიდა, ასევე გარე ცხოვრებაში. ღვთის რეალიზაცია ადამიანის გაიგივებას ნიშნავს მის უმაღლეს "მე"-სთან. როცა ადამიანი თავის უმაღლეს "მე"-სთან გაიგივებასა და ამ მდგომარეობაში სამუდამოდ დარჩენას შეძლებს, მაშინ ის შეძლებს მის სხვებისთვის გახსნას და მის გამოვლენას თავისი საკუთარი ნებით, ეს არის ღვთის რეალიზაცია.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ღვთის ცხოვრების მწვერვალნი: სამადჰი და სიდჰი"

 

სამადჰი და ღვთის რეალიზაცია

სამადჰი ცნობიერების სამეფოა. ბევრი ადამიანი შესულა სამადჰში, მაგრამ რეალიზაცია მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ერთნი ვხდებით უმაღლეს აბსოლუტთან. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ზოგ სამადჰში უმაღლესის შეცნობის გარეშე.

სამადჰში შესვლა ანბანის ცოდნასავითაა, რეალიზაცია კი დოქტორის წოდების მსგავსია. შედარებაც არაა სამადჰსა და რეალიზაციას შორის. სამადჰი ცნობიერების მდგომარეობაა, რომელშიც შეგიძლიათ იმყოფებოდეთ რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. ოცდაერთი დღის შემდეგ სხეული ჩვეულებრივ აღარ ფუნქციონირებს. მაგრამ როდესაც ადამიანი რეალიზაციას აღწევს, ის სამარადისოდ გრძელდება. ადამიანის მთელი ცნობიერება განუყოფლად და სამარადისოდ ერთიანი ხდება ღმერთთან.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ღვთის ცხოვრების მწვერვალნი: სამადჰი და სიდჰი"

 

კითხვა: თუ წარმოადგენს ღვთის რეალიზაცია ფართოდ გავრცელებულ გამოცდილებას რომელიმე კოცობრიობის ერთი თაობისათვის? ინდოეთში, მაგალითად, ბევრი რეალიზებული მასწავლებელია?

შრი ჩინმოი: დედამიწაზე მილიონობით და მილიარდობით ადამიანია, მაგრამ ძალიან ცოტამ ნამდვილად მიაღწია რეალიზაციას. თუ გრძნობთ, რომ დედამიწაზე ასობით ადამიანია, რომლებსაც სულიერი რეალიზაციისთვის მიუღწევია, მაშინ თქვენ ცდებით. სამყარო საკმაოდ დიდია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ნამდვილად რეალიზებულ ადამიანებზე, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ახლა ისინი მხოლოდ ათნი თუ თორმეტნი არიან დედამიწაზე. (*წიგნი 1974 წელს გამოვიდა) არსებობენ ზოგი სვამები და მასწავლებლები, რომლების მედიტირებენ და გულწრფელად იოგის პრაქტიკას ეწევიან ათი - თხუთმეტი წლის განმავლობაში, და რომლებიც თავის მოწაფეებზე ბევრად მაღლა დგანან, მაგრამ სინამდვილეში ისინი არ არიან ღვთის რეალიზაციის მქონე სულები. იმისთვის რომ დამწყებები ასწავლო, არაა აუცილებელი უმაღლესის მიღწევა, როგორც არაა საჭირო სამეცნიერო წოდება გქონდეს საბავშო ბაღშე სამუშაოდ. თქვენთან ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ეს ეგრეთ წოდებული მასწავლებლები არ არიან ეჭვებს, უსუფთაობას და სხვა არაღვთიურ რამეებს მოკლებულნი. მაგრამ ისინი, ვინც ნამდვილად შეიცნეს უმაღლესი ჭეშმარიტება, ასეთ რამეებზე უსასრულოდ მაღლა არიან.

არიან გულწრფელი და არაგულწრფელი მასწავლებლები. ბევრი არაგულწრფელი მასწავლებელი ჩამოდის დასავლეთში და ხალხ იყენებს. ინდოეთშიც ასევე ცრუმასწავლებლები ასევე ექსპლუატაციას უწევენ მაძიებლებს. მაგრამ ღმერთი არ დაუშვებს, რომ გულწრფელ მაძიებელს მუდამ ატყუებდნენ. მაძიებლის შინაგანი ვედრება მას მიიყვანს ნამდვილ მასწავლებელთან. თუ ღვთის ნება იქნება, მაძიებელმა შეიძლება მიიღოს ნამდვილად მაღალი რანგის მასწავლებელი, რომელიც თავიდანვე მას წაიყვანს უმაღლესისკენ. სხვა შემთხვევაში ის მიიღებს მასწავლებელს, რომელიც საბავშვო ბაღის დამთავრებაში დაეხმარება, შემდეგ მას სხვა მასწავლებლის მოძებნა მოუწევს.

 

შრი ჩინმოის წიგნიდან "ღვთის ცხოვრების მწვერვალნი: სამადჰი და სიდჰი"

 

<<< წინა "სამადჰი"