გონების გასუფთავება

გონება ყოველთვის უსუფთაოა და ყოველთვის უმიზანსწრაფვო აზრების მომტანია. მაშინაც კი როცა ის ამას არ აკეთებს, გონება მაინც ეჭვის, შურის, პირმოთნეობის, შიშის და სხვა არაღვთიური თვისების მსხვერპლი რჩება. ყველაფერი უარყოფითი პირველრიგში გონებას თავს ესხმის. გონებას შეუძლია უარყოს იგი ერთი წუთით, მაგრამ ის მაინც გონების კარზე აკაკუნებს. ასეთია გონების ბუნება. გული ბევრად, ბევრად უფრო სუფთაა. სინაზე, სიყვარული, ერთგულება, მინდობა და სხვა ღვთიური თვისებები გულში უკვე იმყოფება. აი ამიტომაც გული გონებაზე ბევრად უფრო სუფთაა. მაშინაც კი როდესაც თქვენს გულში შიშია ან შური, გულის კარგი თვისებები მაინც გომოვლენ წინა პლანზე.

მაგრამ ამავე დროს, გულს არ შეუძლია სრულიად სუფთა იყოს, რადგან გულის მახლობლად იმყოფება ვიტალური არსება. უმდაბლესი ვიტალი, რომელიც ჭიპის მახლობლად იმყოფება, ცდილობს მარლა აიწიოს და შეეხოს გულის ცენტრს. თავისი ზეგავლენით და სიახლოვით ის გულს უსუფთაის ხდის, მაგრამ, გული მაინც გონებასავით არ არის, რომელიც განზრახ უხსნის თავის კარს უსუფთაო იდეებს. გული გონებაზე ბევრად უკეთესია. და ყველაზე საუკეთესო სულია. სული თავად სისუფთავეა, სინათლეა, ნეტარებაა და ღვთაებრიობაა.

1. გახდი სული.

იმისათვის რომ გაწმინდოთ თქვენი გონება, უმჭობესია ყოველდღე მედიტაციის დროს რომოდენიმე წუთით იგრძნოთ, რომ გონება არ გაქვთ.  უთხარით საკუთარ თავს: “მე გონება არ მაქვს, მე გონება არ მაქვს. ის რაც მაქვს – ეს გულია.” შემდეგ, რამოდენიმე ხანში, იგრძენით: “მე გული არ მაქვს. ის რაც მაქვს, – ეს სულია.” როდესაც იტყვით “მე მაქვს სული”, იმ დროს თქვენ სისუფთავით იქნებით სავსე. მაგრამ თქვენ კვლავ უფრო ღრმად და უფრო შორს უნდა წახვიდეთ, და თქვათ არა მხოლოდ “მე მაქვს სული”, არამედ ასევე “მე ვარ სული”. ამ დროს წარმიდგინეთ წარმოიდგინეთ ულამაზესი ბავშვი, რომელიც ოდესღაც გინახავთ, და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სული უსასრულოდ უფრო მშვენიერია, ვიდრე ეს ბავშვი.

იმ დროს, როდესაც შეძლებთ თქვათ და იგრძნოთ: “მე ვარ სული” და იმედიტიროთ ამ ჭეშმარიტებაზე, თქვენი სულის უსასრულო სისუფთავე შემოვა თქვენს გულში. შემდეგ, გულიდან, უსასრულო სისუფთავე შევა თქვენს გონებაში. როდესაც შეძლებთ ნამდვილად იგრძნოთ, რომ თქვენ მხოლოდ სული ხართ, სული გაასუფთავებს თქვენს გონებას.

2. შინაგანი ალი.

სანამ მედიტაციას დაიწყებდეთ, შეეცადეთ წარმოიდგინოთ ალი თქვენი გულის შიგნით. ახლა ალი შეიძლება პაწაწინა და მოციმციმეა; ის
შეიძლება არ იყოს ძლიერი ალი. მაგრამ ერთ დღეს ის აუცილებლად გახდება ყველაზე ძლიერი და ყველზე გამასხივოსნებელი. შეეცადეთ
წარმოიდგინოთ, რომ ეს ალი ასხივოსნებს თქვენს გონებას. თავიდანვე, თქვენ, შეიძლება, არ გქონდეთ ისეთი კონცენტრაციის უნარი, რომ დამაკმაყოფილოთ, რადგანაც გონება არ არის ფოკუსირებული. გონება გამუდმებით ფიქრობს ბევრრამეზე. ის ბევრი დაუპატიჟებელი აზრების მსხვერპლი გახდა. გონებას არ აქვს სათანადო სინათლე, ასე რომ წარმოიდგინეთ მშვენიერი ალი თქვენი გულის შიგნით, ის რომელიც გასხივოსნებთ. შემოიტანეთ ეს გამასხივოსნებელი ალი თქვენს გონებაში. შემდეგ თანდათან დაინახავთ სინათლის ზოლს თქვენი გონების შიგნით. როდესაც თქვენი გონება დაიწყებს გასხივოსნებას, ძალიან, ძალიან ადვილი იქნება კონცენტრირება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, და ასევე კონცენტრირება უფრო ღრმად.

3. სუნთქვის გაწმენდა.

სანამ მედიტაციას დაიწყებდეთ, გაიმეორე “უზენაესი” (“Supreme”) დაახლოვებით 20 ჯერ, რაც შეიძლება სწრაფად, რათა გაასუფთავოთ თქვენი სუნთქვა. იგრძენით, რომ თქვენ ნამდვილად იქცევით თვით ღვთის სუნთქვად. მანამ, სანამ სუნთქვა არ არის გასუფთავებული, გონება ვერ იქნება ერთმიმართულებიანი.

4. მე ვჭირდები ღმერთს, მე მჭირდება ღმერთი.

მოახდინეთ ყურადრების ფოკუსირება გამოსახულებაზე. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ თქვენი მასწავლებლის პორტრეტს, ან შეგიძლიათ შეხედოგთ სუკუთარ ანარეკლს სარკეში. თუ თქვენ კონცენტრირდებით საკუტარ ანარეკლზე, იგრძენით, რომ თქვენ მთლიანად ერთი ხართ ფიზიკურ არსებასთან, რომელსაც ხედავთ. შემდეგ შეეცადეთ შეხვიდეთ გამოსახულებაში, რომელსაც ხედავთ. იქიდან შეეცადეთ გაიზარდოთ ერთ აზრთან ერთად: თქვენ ჭირდებით ღმერთს და თქვენ გჭირდებათ ღმერთი. იმეორეთ: “მე ვჭირდები ღმერთს, მე მჭირდება ღმერთი. მე ვჭირდები ღმერთს, მე მჭირდება ღმერთი.” მასინ თქვენ დაინახავთ , რომ ნელნელა, თანდათან და მტკიცედ ეს ღვთიური აზრი შედის თქვენში და ავსებს თქვენ შიდა და გარე არსებობას, გაწვდით თქვენ თქვენი გონების, ვიტალის და სხეულის სისუფთავეს.

5. განაცხადი გონების კონტროლზე.

თქვენ შეგიძლიათ თქვენს გონებას უთხრათ: “მე არ მოგცემ თვითნებურად მოგცევის უფლებას. ახლა ღმერთზე მსურს ფიქრი.” გაიმეორეთ შინაგანად ან ხმამაღლა ღვთის სახელი. შემდეგ თქვით: “მე მინდა, რომ მთელს ჩემს არსებაში იყოს სისუფთავე. შშემდეგ გაიმეორეთ: “სისუფთავე, სისუფთავე, სისუფთავე.” ამ დროს გონებას ნუ მისცემტ უფლებას იფიქროს უსუფთაობაზე ან სხვა ნებისმიერ რამეზე. ნუ მისცემთ თქვენს გონებას ხეტიალის შანს; უბრალოდ გამოიყენეთ გონება თქვენი საკუთარი მიზნებისათვის. თქვენ მილიონი რამ გაქვთ გასაკეთებელი გონებაში და გონების მეშვეობით. მაგრამ გონება იმდენად დაუმორჩილებელი და მავნეა, თუ თქვენ მას არ გამოიყენებთ, ის გამოგიყენებთ თქვენ.

6. ამოაგდეთ ისინი.

ყოველთვის, როგორც კი არაღვთიური აზრი შემოდის თქვენს გონებაში, ამოაგდეთ ის თქვენი გონებიდან. ის უცხო ელემენტის მსგავსია, ქურდივითაა, რომელიც თქვენ ოთახში შემოიპარა. რატომ უნდა მისცეთ ქურდს თქვენს ოთახში შეგნებულად დარჩენის უფლება, როდესაც შეგიძლიათ კინწისკვრით გამოაგდოთ? როდესაც თქვენს გონებაში არაღვთიური აზრი შემოდის, უბრალოდ ხელი ჩაავლეთ მას და ჩააგდეთ ის თქვენი შინაგანი მისწრაფების ნათელ ალში.

7. ცუდი აზრების ჩახშობა.

როდესაც ჩნდება აზრი, რომელიც არც სუფთა, არც კარგი და არც ღვთიურია, დაუყოვნებლივ იმეორეთ ძალიან სწრაფად სიტყვა “Supreme” (“უზენაესი”). უზენაესი – ეს ჩემი გურუა, თქვენი გურუა, ყოვლის გურუა. იმეორეთ “უზენაესი” ძალიან სწრაფად, და ყოველ გამეორებაზე, როდესაც წარმოთქვამთ სიტყვას “უზენაესი”, იგრძენით, რომ თქვენ ქმნით გველს, რომელიც არაღვთიური აზრის ირგვლივ ეხვევა და ახრჩობს მას.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში”

<<< უკან