დაიწყეთ აქ და ახლა

იმისათვის, რომ გახდეთ ერთი მთლიანი ღმერთთან, თქვენ შეგნებულად უნდა დაიწყოთ თქვენი სულიერი მოგზაურობა. აქ და ახლა - ეს არის სულის დევიზი. აქამდე თუ არ დაგიწყიათ, მაშინ თქვენ სულს უნდა, რომ დაიწყოთ სულიერი მოგზაურობა წუსტად ამ წამიდან. თუ ღვთის არსებობაში ეჭვი გეპარებათ, არაუშავს. იეჭვიანეთ რამდენიც გინდათ. საბოლოოდ, თქვენ დაიღლებით ღმერთზე ეჭვებისაგან. თუ თქვენ სიმშვიდის და აღტაცების არსებობაში ეჭვი გეპარებათ, იეჭვიანეთ რამდენიც გინდათ. თუნდაც შინაგან ცხოვრებაში და ღვთის რეალობაში ეჭვი გქონდეთ, მაინც სჯობს დაიწყოთ თქვენი შინაგანი მოგზაურობა.

თუ ცნობისმოყვარეობის გამო გაინტერესებთ, რა არის სულიერება, შეგიძლიათ მიიღოთ სულიერება უდიდესი ცნობისმოყვარეობით. შეხედეთ, არის ის მხოლოდ ზედაპირულად მომხიბლელი, თუ ის უფრო ღრმა და უკიდეგანო რამაა, რასაც შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვნათ. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ცნობისმოყვარეობით, მაგრამ მალე თქვენი ცნობისმოყვარეობა გადაიქცევა რეალურ მისწრაფებად. თუ თქვენ სულიერ ცხოვრებაში შედიხართ იმიტომ, რომ სხვები ასე მოიქცნენ, ესეც კარგია. თუ ხედავთ, რომ ვინმეს ცხოვრება მშვიდი და ბედნიერი გახდა მას შემდეგ, რაც მან სულიერი ცხოვრება მიიღო, არაფერია ამაში ცუდი, რომ მიბაძოთ მას.

მინდა მოგიყვეთ დიდი სულიერი მასწავლებლის შრი რამაკრიშნას საყვარელი ისტორია. ერთხელ შუაღამისას ქურდი სახლში შემოიპარა და მიაყურა მეფისა და დედოფლის საუბარს. მეფემ დედოფალს უთხრა: „მე მსურს, რომ ჩვენი უმცროსი ქალიშვილი ცოლად წმინდანს გაყვეს და სიმშვიდე მოიპოვოს. ჩვენი ყველა დანარჩენი ქალიშვილი ცოლად მეფეებს და გენერლებს გაყვა, მაგრამ ისინი უბედურები არიან. წმინდანების ცხოვრება სიმშვიდითაა სავსე, და თუ ის ერთერთ მათგანს ცოლად გაყვება, მისი ცხოვრება სიმშვიდით აივსება. ხვალ დილით ადრე მე ჩემ მინისტრებს განგის ნაპირებთან გავაგზავნი, სადაც ბევრი წმინდანი მედიტირებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მათგანი თანახმა იქნება ჩვენი ქალიშვილი ცოლად შეირთოს.“

ქურდმა ამ საუბარს მიაყურა და გაიფიქრა: „ღმერთო ჩემო, პრინცესა წილად ერგება ღარიბ ბერს? მოდი იქ წავალ და ბერებთან ერთად ვიმედიტირებს. ვინ იცის, იქნებ მე ამომირჩიონ. ახლა ქურდობა მიწევს იმისთვის, რომ პატარა ფული ვიშოვო. მაგრამ თუ მოვეწონე პრინცესას, მაშინ ერთ დღეში გავმდიდრდები. ფულში ვიბანავებ.

შემდეგ დღეს დილით ადრე ქურდი წმინდანის სამოსში მივიდა განგთან და სხვა ბერებთან ერთად მედიტირება დაიწყო. მალე მეფის მინისტრებიც გამოჩნდნენ და ერთი ბერისგან მეორისკენ სიარული დაიწყეს, ეძებდნენ იმას, ვინც ცოლად პრინცესას შეირთავდა. ბერები განრისხდნენ: „ჩვენ უსასრულო სინათლეს, უსასრულო ჭეშმარიტებას, უსასრულო სიხარულს შევთხოვთ, თქვენ კი გინდათ ისევ ამ სამყაროს მიგვაჯაჭვოთ. ჩვენ არც მატერიალური ცხოვრება გვსურს და არც მატერიალური საკუთრება!“ - ხმამაღლა გაიძახოდნენ ისინი. საწყალ მინისტრებს ყველა ბერისგან ლანძღვა-გინება ხვდა წილად. ბერებს პრინცესა არ ადარდებდათ; ისინი მხოლოდ უმაღლეს ჭეშმარიტებაზე და შინაგან სიმდიდრეზე ზრუნავდნენ.

ერთი მეორეს შემდეგ ბერები უარს ამბობდნენ. ბოლოს მინისტრები ქურდთან მივიდნენ, და ის დათანხმდა ცოლად პრინცესა მოეყვანა. ისინი მეფესთან დაბრუნდნენ და მთელი ისტორია უამბეს. მეფეს ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ ერთმა ბერმა ინტერესი გამოიჩინა მისი ქალიშვილისადმი. „ხვალ ჩემს ქალიშვილს წავიყვან განგის ნაპირებთან, სადაც წმინდანები ლოცულობენ და მედიტირებენ“, - თქვა მან.

ღამე ღვთაებრივი აზრი შემოვიდა ქურდის გონებაში. მან თავისთვის გაიფიქრა: „მე მხოლოდ თავს წმინდანად მოვაჩვენებ. და უბრალოდ თავის მოჩვენებით პრინცესას ვიგდებ ხელში და დიდი სიმდიდრეს და მატერიალურ კეთილდღეობას. მაგრამ თუ ნამდვილად გულწრფელად გავხდები ბერი, დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთისგან მივიღებ უსასრულო ძალას, უსასრულო სინათლეს, უსასრულო ნეტარებას, უსასრულო სიმშვიდეს - როგორც ის ბერები. როტომ (უნდა) მივეჯაჭვო ამ მატერიალურ სიმდიდრეს, როდესაც მაქვს შესაძლებლობა მივიღო უსასრულო სინათლე, აღტაცება და ძალა ღმერთის უსასრულო სამფლობელოებისგან?“

ასე და ამგვარად ღამით ქურდმა გადაიფიქრა, და როდესაც მომდევნო დღეს მეფე მივიდა მასთან, მას არავითარი პატივივისცემა გამოუხატავს მეფის მიმართ. ის განრისხდა და თქვა: „ო მეფევ, ნუ მიმაჯაჭვებ ამ მატერიალურ სამყაროს. მე ღმერთი მსურს და მხოლოდ ღმერთი. მე შენი ქალიშვილი არ მჭირდება.“ საბრალო მეფე დაბრუნდა სასახლეში, ქურდი კი ნამდვილად გულწრფელი წმინდა ადამიანი გახდა.“

ეს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი სულიერი მოგზაურობა. ქურდმა მიბაძვით დაიწყო. მაგრამ, როდესაც მან იხილა ნამდვილი წმინდა ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურდათ ღმერთი და მხოლოდ ღმერთი, მას შთაგონება ეწვია. შთაგონებიდან კი ის მისწრაფებაში გადავიდა (შეაბიჯა). მას აღარ აკმაყოფილებდა სწრაფვა ფულსა და მატერიალური კეთილდღეობისკენ, იმიტომ რომ იგრძნო, რომ არის ბევრად უფრო ასრულების მიმნიჭებელი რამ, რისი მიღწევაც ღირს.

თუ თქვენში ჯერ კიდევ ეჭვი და ცნობისმოყვარეობაა, მაშინ დაიწყეთ ეჭვით, დაიწყეთ ცნობისმოყვარეობით. მაგრამ დაიწყეთ! თანდათან, თქვენ შეძლებთ გაილაშქროთ თქვენი მიზნისაკენ. ღმერთი უკვე მზადაა მიგიღოთ თქვენ. შეიძლება თქვენ არ გსურთ მიიღოთ ღმერთი, მაგრამ ღმერთი - მარადიული მამა, ღმერთი - მარადიული დედა, თქვენ გიხმობთ. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ღმერთი გსურთ. და თუ ნამდვილად ღმერთი გსურთ, დაიწყეთ იქიდან სადაც ხართ: აქ და ახლა. და მიზანი - შგნებული ერთიანობა ღმერთთან-უსასრულო სინათლესთან და ღმერთთან-უსასრულო ჭეშმარიტებასთან,- თქვენი იქნება.

ჩემი გულის მისწრაფების-ვედრების
მარად აღმავალი ალი
ჩემი ცხოვრების მარად-მზარდი სიხარულის და აღტაცების
დასაბამია.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიხარულის ფრთები"