შინაგანი ცხოვრების მიზანი - ცხოვრება სიხარულში

თავასთავად იბადება ჭეშმარიტი შინაგანი სიხარული,
ის არ არის დამოკიდებული გარე ვითარებებზე.
თქვენში და თქვენ გავლით მიედინება მდინარე, სიხარულის გზავნილით.
ეს ღვთიური სიხარული - ცხოვრების ერთადერთი მიზანია.
- შრი ჩინმოი

ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, სინთლეს და სიხარულს, გავხდეთ განუყოფელნი ჩვენი საწყისისა და ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც  ჭეშმარიტად დაგვაკმაყოფილებს.

ცხოვრება სიხარულში - ნიშნავს ცხოვრებას შინაგანი ცხოვრებით. ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც მივყავართ თვით შემეცნებამდე. საკუთარი თავის შეცნობა - ეს ღმერთის შეცნობაა, რადგან ღმერთი არის ჩვენში ღრმად მყოფი ღვთიურობა, რომელიც ელოდება მის აღმოჩენას და გახსნას. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ღვთისადმი მიმართვა, როგორც შინაგან მესაჭესადმი ან უზენაესისადმი.

გარეგან ცხოვრებას აქვს რეალური აზრი, მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვასაზრდოვებთ შინაგან ცხოვრებას. სამჯერ დღეში ჩვენ აუცილებლად ვიკვებებით. მაგრამ უფრო ღრმად ჩვენში იმყოფება ღვთიური ბავშვი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ჩვენს სულს; და ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს ვკვებოთ ის. სული შეგნებული წარმომადგენელია ღვთის ჩვენში. სანამ არ ასრულდება ბავშვი-სულის დანიშნულება, ჩვენ აროსოდეს ვპოვებთ დაკმაყოფილებას გარეგან ცხოვრებაში.

მაგრამ როგორ გავაერთიანოდ შინაგანი ცხოვრება გარეგანთან? თუკი ჩვენ ვფლობთ მედიტაციის ღვთიურ ხელოვნებას, მაშინ ადვილად და შეგნებულად შეგვიძლია გავაერთიანოდ ეს ორი სამყარო. და თუ ჩვენ ვმედიტირებთ, თითოეული წამი ხდება ოქროს შესაძლებლობა მოვისროლოთ დეპრესია, იმედგაცრუება, მრისხანება, შიში და სხვა ნეგატიური თვისებები და გამოვამჟღავნოთ შინაგანი სამყაროს თვისებები: სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და სინათლე.

 სულიერი ადამანი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, ჯანსაღი ადამიანი. ღმერთის მისაღწევად, სულიერი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს ღვთიურად პრაქტიკული. თუ ჩვენ ღვთიურად პრაქტიკულები ვართ, ჩვენ ვუწილადებთ ჩვენ შინაგან სიმდიდრეს.  ჩვენ ვგრძნობთ ღვთიურ მოტივს ყოველ მოქმედებაში და სხვებს შედეგს ვუზიარებთ. სულიერება არ უარყოფს გარეგან ცხოვრებას. გარეგანი ცხოვრება შინაგანი ცხოვრრების გამოვლინებად უნდა იქცეს.


შრი ჩინმოის წიგნიდან "სიხარულის ფრთები"

 

"მედიტაციის მდუმარების" ვიდეო ეპიზოდი - "ვკვებავთ შინაგან ცხოვრებას":

 

 

ზევით >>>
მთავარ გვერდზე >>>