აშრიტას ყველაზე დიდი ფეხსაცმელი

56 წლის ნიუ-იორკელმა აშრიტა ფურმანმა დაამყარა ახალი გინესის რეკორდი. მან გაიარა ყველზე მძიმე ფეხსაცმელით, კიდევ ერთი უნიკალური თვითგადალახვის რეკორდი, ადამიანისგან რომელმაც ყველაზე ბევრი რეკორდი (100-ზე მეტი!) დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნისათვის. რეკორდი იყო გინესის ყოველწლიური დღესასწაულის - გინესის მსოფლიო რეკორდების დღის - ნაწილი. მანამდე მან დაამყარა ასეთი რეკორდები, როგორებიცაა: როლიკებით საკმაოდ გულისამრევი 12 საათიანი სიარული, და ყველაზე გრძელ მანძილზე უწყვეტად სირბილი ბოთლის თავზე ბალანსირებით - 80 მილი.

ბოლო სტატიაში Wall Street Journal-ში, აშრიტა განმარტავს, რომ მისი შთაგონება, თვითგადალახვის საგმირო საქმეებისთვის, მოდის მედიტაციიდან და მისი სულიერი მასწავლებლისგან შრი ჩინმოისგან. თუმცა არასპორტული სკოლაში სწავლის დროს, აშრიტამ აღმოაჩინა აქტიურობის და ენერგიის ახალი წყარო, იოგის და მედიტაციის პრაქტიკის შემდეგ შრი ჩინმოის ხელმძღვანელობით.

"მინდა შთავაგონო ადამიანები - ამბობს ბატონი აშრიტა, რომელიც ყოველთვის სამი ან ოთხი რეკორდის მომზადების სტადიაშია, - თუ გაქვთ ოცნება თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ ოცნებას. მე ჩემს ოცნებაში ვცხოვრობ." - აშრიტას ინტერვიუდან Wall Street Journal-ში.

ნახეთ სრული ტექსტი და ვიდეო :)))

 აშრიტაზე  British Sun-ში

აშრიტას გინესის წიგნის რეკორდების ჩემპიონის ოფიციალური საიტი