უბრალოება, გულწრფელობა, სისუფთავე, დარწმუნებულობა

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოიარის ბევრი სამედიტაციო სავარჯოშო, რომლების შესრულება შეიძლება სცადოს ახალბედამ. მაძიებლისათვის, რომელსაც სურს სულიერ ცხოვრებაში შესვლა, უბრალოება, გულწრფელობა, სისუფთავე და დარწმუნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ უბრალოება მოგცემთ თქვენ გონების სიმშვიდეს. სწორედ გულწრფელობა გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ღვთისგან ხართ და ღმერთი ყოველთვის თქვენთვისაა. სწორედ თქვენი სუფთა გული ყოველწამს გაგრძნობინებთ, რომ ღმერთი იზრდება, კაშკაშებს და ავლენს საკუთარ თავს თქვენში. სწორედ დარწმუნებულობა გაგრძნობინებთ, რომ მედიტაცია აბსოლუტურად ის არის, რაც გჭირდებათ.

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოიხმაამოუღებლად გონებაში შვიდჯერ გაიმეორეთ სიტყვა “უბრალოება” და კონცენტრაცია მოახდინეთთქვენი თავის გვირგვინზე. შემდეგ შვიდჯარ მთელი გულით და სულით გაიმეორეთ სიტყვა “გულწრფელობა” თქვენი გულის სიღრმეში და კონცენტრაცია მოახდინეთ გულზე. შემდეგ შვიდჯერ გაიმეორეთ სიტყვა “სისუფთავე” ჭიპის ცენტრის შიგნით ან მის არეში და კონცენტრაცია მოახდინეთ ჭიპის ცენტრზე. გთხოვთ, გააკეთოთ ეს ყველაფერი მდუმარედ და მთელი გულით. შემდეგ თქვენი ყურადღება გაამახვილეთ მესამე თვალზე, რომელიც წარბებზე ოდნავ მაღლაა, შუაშია, და შვიდჯერ გაიმეორეთ სიტყვა “დარწმუნებულობა”. ამის შემდეგ ხელი თავის გვირგვინზე დაიდეთ და სამჯერ თქვით: “მე უბრალო ვარ, მე უბრალო ვარ, მე უბრალო ვარ.” შემდეგ ხელი გულზე დადეთ და სამჯერ თქვით: “მე გულწრფელი ვარ, მე გულწრფელი ვარ, მე გულწრფელი ვარ.” შემდეგ ხელი ჭიპზე დაიდეთ და სამჯერ გაიმეორეთ: “მე სუფთა ვარ”, და მესამე თვალზე
გაიმეორეთ: “მე დარწმუნებული ვარ.”

შრი ჩინმოის წიგნიდან “მედიტაცია ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში”