სპორტი

შრი ჩინმოი: კარგი ფიზიკური ფორმა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს სხეული, და ჩვენ გვაქვს სული. სულიერი ადამიანი ერთგვარ ყურადღებას უნდა ანიჭებდეს როგორც სულს, ასევე სხეულს. თუ ის მთელ ყურადღებას სხეულს დაუთმობს, თუ ის ფიზიურად ძლიერი გახდება, მაგრამ სულიერად სუსტი, მაშინ ის ვერ მოიპოვებს ვერც გონების სიმშვიდეს და ვერც შინაგან ბედნიერებას. მეორეს მხრივ, თუ ის მთელ ყურადებას დაუთმობს ლოცვას და მედიტაციას, და არად ჩააგდებს სხეულს, მაშინ მისი სხეული ვერ იქნება ღვთის გახსნის და გამოვლენის კარგი ინსტრუმენტი. ის დილით ლოცვას შეეცდება, მაგრამ  გაჩერება მოუწევს, რადგანაც თავი ატკივდება, მოეშლება კუჭი და ასე შემდეგ.

თუ ადამიანი საერთოდ არ ივარჯიშებს, მაშინ ფიზიკური დარჩება ბნელი, დამჭკნარი და ხელის შემშლელი მისწრაფებულისათვის. თუ ფიზუკურ ცნობიერებაში არ იქნება მისწრაფება, ის სულისაგან განცალკევებულად იარსებებს. მაშინ დარწმუნებული იყავით – თქვენ ვერასდროს მიაღწევთ სრულყოფილებას. სხეულიც უნდა მიისწრაფვოდეს, რომ გააძლიეროს სინათლის შენარჩუნების უნარი. მაშინ ფიზიკური დაეხმარება სულიერს…

შრი ჩინმოის წიგნიდან “გარეგანი სირბილი და შინაგანი სირბილი”


გარბენი მსოფლიო ჰარმონიისათვის – “World Harmony Run”-ი აერთიანებს 70 ქვყანას. ჩირაღდანი ინთება გაეროს შტაბ-ბინასთან ნიუ-იორკში და მერე გადაეცემა ხელიდან ხელში მსოფლიოს ირგვლივ. ჩირაღდანი ეჭირათ ესეთ ცნობილ ხალხს, როგორებიცაა: რომის პაპი იოანე პავლე II, ელიზაბეტ II, იური ლუჟკოვი, არნოლდ შვარცენეიგერი, სტინგი,დედა ტერეზა, მუხამედ ალი, დალაი ლამა და სხვა… 


სტუტიშილ ოლეგ ლებედევის ბლოგი 3100-მილიან გარბენაზე, ნიუ-იორკი, აშშ.

www.ashrita.com/ გინესისი რეკორდსმენის აშრიტა ფურმანის საიტი


  წიგნები სირბილზე

  • “ირბინე სწრაფად და ტრავმების გარეშე”
    ავტორი: ჰორდონ პირი. იუმორით დაწერილი და ადვილად წასაკითხი წიგნი.
  • ისწავლე მოძრაობით ტკბობა: ფსიქორეგულაციის გამოყენება ფიზიკური ვარჭიშების დროს
    ავტორი: ნიკიფოროვი ი.ბ.
  • სირბილი სიცოცხლისათვის
    ავტორი: გ.გილმორი
  • სირბილი ლიდიარდთან ერთად
    ავტორი: ა.ლიდიარდი, გ.გილმორი
  • წიგნი “Ци-Бег” ავტორი: დენი დრეიერი და კეტრინ დრეიერი
  • ტაბატა -ს ვარჯიშების სისტემა