სიქხიზმი

სიქხიზმი დაარსებული იქნა პუნჯაბში გურუ ნანაკის მიერ და მონოთეისტურ რელიგიას წარმოადგენს.

“ამისთვის, თქვენ სტუმრობთ წმინდათა წმინდა ადგილებს და წმინდა მდინარეებს;
მაგრამ ეს შეუფასებელი განძი თქვენს საკუთარ გულშია.”

– გურუ გრანტ საჰიბ, სიქხების წმინდა წიგნი

დამახასიათებელი სიქხების რწმენისთვის წმინდა წიგნი – გურუ გრანტ სახიბია (Guru Granth Sahib). გურუ გრანტ სახიბი დაფუძნებულია გურუ ნანაკისა და ცხრა სიკხების გურუს სწავლებებზე, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ. ამ წიგნს უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან და რელიგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. სიქჰიზმი დაიბადა ინდუიზმსა და ისლამიდან, რომლებიც იმ დროს გავრცელებული რელიგიები იყვნენ. თუმცა ბევრი სიქხი უყურებს სიქხების სწავლებებს, როგორც ღვთის პირდაპირ გამოცხადებას და ამიტომაც, როგორც ცალკე არსებულს.

გურუ ნანაკი (1469-1539) იყო ყველა დროის ერთერთი უდიდესი რელიგიური ნოვატორი და სიქხების რელიგიის დამფუძნებელი.

გურუ ნანაკი

დაკრძალვის ცერემონიის დროს ატყდა დაპირისპირება მის მუსულმან და ინდუისტ მოწაფეებს შორის. იდუსები ამბობდნენ, რომ სხეული კრემირებული უნდა იქნას, მუსულმანები კი სხეულის დაკრზალვას მოითხოვდნენ. ორ მხარეს შორის კინარამ ბრძოლა ატყდა ცხედრის გამო. როდესაც ვირაცამ ნაჭერი აიღო, რომლითაც ცხედარი იყო დაფარული, ყველა გაოცებული დარჩა, როდგანაც ცხედარი გაქრა.

სიქხების ლოცვა

არის ერთი რეალობა,
გამოუვლენელი გამოვლენილობა
მარად-არსებული, ის ნაამია (ცნობიერი სული),
შემოქმედი, ყველაფრის გამსჭვალავი
შიშსა და მტრობის გარეშე;
დროის მიღმა არსებული, არაშობილი
და თვითარსებული,
ის თვითმყოფადია.
მისი ნამდვილი მსახურის წყალობით,
გურუს წყალობით,
ის შეიძლება შეცნობილ იქნას
ის იყო, როდესაც არაფერი არსებობდა;
ის იყო მანამდე, სანამ ყველა საუკუნე დაიწყებოდა,
ის ეხლაც არსებობს, ო ნანაკ,
და იარსებებს მარადიულად.

– ინდიელი მასწავლებელი, გურუ ნანაკი

ავტორი: Tejvan Pettinger

 

ბმულები:

შრი ჩინმოი მოთხრობები გურუ ნანაკის შესახებ (ინგლისურად):

 

<<< გვერდზე “რელიგიური ტრადიციები”