შრი იუკტეშვარი

შრი იუკტეშვარი

შრი იუკტეშვარი (Sri Yukteswar) (1855-1936) სულიერი მასწავლებელი ინდოეთიდან იყო, მას საერო სახელი პრია ნათ კარარი (Priya Nath Karar) იყო. შრი იუკტეშვარმა მიიღო თავისი სამონასტრო სახელი როდესაც გირის ორდენის (Giri order) სვამი გახდა. შრი იუკტეშვარი ასევე პარამაჰანსა იოგანანდას გურუ იყო. იოგანანდა შრი იუკტეშვარს ჯნანავატარს, ანუ “სიბრძნის განსახიერებას” უწოდებდა.

შრი იუკტეშვარი შედარებით მდიდარ ინდურ ოჯახში დაიბადა. მან მემკვიდრეობით მიიღო გარკვეული ქონება, რომელმაც მას მოგვიანებით საშუალება მისცა შეეძინა საკუთარი განდეგილების საცხოვრებლები. შრი იუკტეშვარმა მოიყვანა ცოლი და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მისი ცოლი ადრე გარდაიცვალა. თუმცა თავისი გურუს ლაჰირი მაჰასიას (Lahiri Mahasaya) შეხვედრის შემდეგ, შრი იუკტეშვარმა დაიწყო ინტენსიური სულიერი პრაქტიკა. ლიჰირი მაჰასიამ კრია იოგის ინიციაცია მისცა დამოგვიანებით მას სხვებისთვის ინიციაციის უფლება მისცა. კრია იოგის გულწრფელი პრაქტიკის შედეგად, მან შეძლო სულიერი რეალიზაციის ღრმა მდგომარეობისთვის მიეღწია.

შრი იუკტეშვარი დიდი გულწრფელობის სულიერი მასწავლებელი იყო და ცდილობდა თავის მოწაფეებს მკაცრი დისციპლინით გაძროლოდა. იოგანანდა თავის გურუზე ამბობდა, რომ მას ბევრად უფრო მეტი მოწაფე ეყოლებოდა ასეთი გულწრფელობით რომ არ ელაპარაკა. (იოგანანდას უფრო მიმტევებელი დამოკიდებულება ჰყონდა, “იოგანანდა” “ღვთიური სიყვარულის განსახიერებას” ნიშნავს.)

ბაბაჯიმ (Babaji) შრი იუკტეშვარს სთხოვა დაეწერა წიგნი, რომელიც ანახებდა ძირითად მსგავსებებს ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის. წიგნის სახელწოდება “წმინდა მეცნიერებაა” და ღრმა ხედვას წარმოადგენს ძირითად ჰარმონიაზე ბიბლიასა და ინდუსურ წმინდა წერილებს შორის. იძახიან, რომ შრი იუკტეშვარმა დაწარა ძალიან გამჭრიახე კომენტარი ბიბლიაზე, მაგგრამ ის გადაეცა ფრანგ ჯენტლემენს, რომელმაც ის აღარ დააბრუნა.

შრი იუკტეშვარი ასევე ღრმად შეისწავლიდა ასტროლოგიას და დაწერა იუგის სხვადასხვა ციკლებზე. შრი იუკტეშვარის სხვა ცნობილი მოწაფეები იყვნენ შრი სატიანანდა (Sri Satyananda) და პარამაჰანსა ჰარიჰარანანდა (Paramahansa Hariharananda). შრი იუკტეშვარი მახასამადჰში (იოგის გაცნობიერებული წასვლა სხეულიდან) შევიდა 81 წლის ასაკში.

ბევრი რამ, რაც ჩვენ ვიცით შრი იუკტეშვარზე მოდის პარამაჰანსა იოგანანდას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია”. იოგანანდა წერს დიდი თაყვანისცემით, სიყვარულითა და მადლიერებით თავისი მასწავლებლის მიმართ.

 

ავტორი: R.Pettinger

 ბმულები:

 

<<< გვერდზე “სულიერი მასწავლებლები”