სწავლება მდუმარედ

©Sri Chinmoy Centre, განთავსებულია შრი ჩინმოის ცენტრის ნებართვით


წინასიტყვაობა

სწავლება მდუმარედამ კრებულის დასახელება – „სწავლება მდუმარედ“ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაური, პარადოქსულიც კი. აზროვნებას, რომელიც შეჩვეულია განიხილოს სწავლება, როგორც მოძღვრება ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკული დემონსტრაცია, ძნელად წარმოუდგენია მსგავსი პროცესის წარმართვა მდუმარედ, სიტყვის გარეშე.

მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიტაციაზე, ვხვდებით იმ სამყაროში, სადაც ტრადიციულად ჭეშმარიტება გადაიცემა უშუალოდ სიჩუმეში, მზერით, ჟესტით ან შეხებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ბუდას „ქადაგება – ყვავილი“, როდესაც ის წარსდგა უამრავი ხალხის წინაშე, და მისი „ლექცია“ შედგებოდა იმისაგან რომ ეჩვენებინა ყვავილი! როგორც შრი ჩინმოი ამბობს „ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში“.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ როდესაც მასწავლებლები გამოიყენებენ სიტყვებს, მათი ხერხი ხდება პოეტური, პარადოქსული, ან მანტრიული (ე.ი. სიტვათა ჟღერადობა და რიტმი ფაქტიურად უხმობენ მათ მიერ აღნიშნულ თვისებას). კრებულის მიზანია, რომ გვერდზე გადავდოთ ანალიტიკური აზროვნება, და მივმართოთ ცოდნის უფრო ღრმა წყაროს, რომელსაც შრი ჩინმოი არქმევს – გულს.

ასეთი მასწავლებლის წიგნი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმძღვანელო, რომელშიც მედიტაცია დაყვანილია ტექნიკურ ილეთებამდე, თუმცა წიგნის მესამე ნაწილში იხილავთ პრაქტიკული რჩევების მთელ რიგს.

შრი ჩინმოის შემოთავაზებული ტექნიკები შთაგონებასთან შემოქმედებითი მუშაობის ტრამპლინების მსგავსია. ის რაც დღეს შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, მალე აღმოჩნდება რეალურად არსებული და დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება ამ რეალობაში შეზრდა.

ის წერს „…თქვენ ყოველთვის უნდა ქმნიდეთ, ეს შემოქმედება ზუსტად ის არის, რანიც ბოლოს გახდებით. საბოლოოდ თქვენ გაიგებთ, რომ თქვენი შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის გახსნა“.

შრი ჩინმოი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მედიტაცია ყოველთვის არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ტექნიკური ილეთები, თუნდაც სასარგებლო, და ეს „რაღაც უფრო მეტი“ არის მაძიებლის გულწრფელი მისწრაფება, „შიდა ვედრება“ უმაღლესზე.

„მისწრაფება – წერს ის – გულისხმიერი ვედრებაა, გული შესძახის და იწევს, როგორც ზემოთ მიმართული ანთებული ცეცხლი“. აქ ნათლად ჩანს მთავარი არსი მისი სწავლებისა, იხსნება დინამიზმი, რომელიც შეადგენს მისი ფილოსოფიის განუყოფელ ნაწილს. მედიტაცია – ეს არის, არა უბრალო პასიური პროცესი, სადაც გახსნილობა და ათვისების უნარი უთუოდ მნიშვნელოვანია. პოზიტიური შემოქმედებითი მიდგომა, უმაღლესისაკენ მისწრაფება – აი რა არის კიდევ საჭირო.

„მედიტაცია ჩვენ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება რაღაცისკენ მიისწრაფოდე და როგორ შეიძლება ამას მიაღწიო“.

მედიტაციის პრაქტიკული ილეთებისადმი მიძღვნილი ნაწილი წიგნის ბოლოშია მოთავსებული. წიგნის ასეთი სტრუქტურა და თხრობა, გადმოცემის ასეთი სვლა ბუნებრივადაა წარმოდგენილი: შთაგონების მომცემი ხილვიდან ფილოსოფიურ დასკვნამდე, შემდეგ კი პრაქტიკულ ცხოვრებისეულ სახელმძღვანელომდე. წიგნი მოიცავს შრი ჩინმოის საუკეთესო ნაწარმოებების ამონარიდებს. აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს მისი მიდგომა მანტრულ მეთოდთან. თავისი გამომხატველობით ეს ნაწყვეტები შეიძლება შევადაროთ წმინდა წერილებს და არ ტოვებს მკითხველში არავითარ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ისინი დაწერილი იყო (უფრო სწორად „წარმოთქმული“ ისე, როგორც ისინი მეტწილად გვხვდება შრი ჩინმოის ზეპირი გამონათქვამების ჩანაწერებში) პოეტისა და მედიტაციის ოსტატის მიერ; მათ მოაქვთ უტყუარობის ბეჭედი და გიწვევენ მდუმარებაში, სიტყვათა სამყაროს ფარგლებს გარეთ.

„მედიტაცია – ეს მდუმარებაა, ენერგიით შემავსებელი და აღსრულების მომტანი; მდუმარება – ეს მჭერმეტყველური გამოთქმაა გამოუთქმელისა“.

* * *
შრი ჩინმოი დაიბადა 1931 წელს ბენგალიაში, რეგიონში, რომელიც იმ დროს ინდოეთის ნაწილი იყო. ბავშვობისას მან გამოიარა ღრმა სულიერი გამოღვიძების გზა და მიაღწია იმ მდგომარეობას, რომელსაც ღვთის რეალიზაცია ეწოდება.

დაახლოებით ოცი წელი მან გაატარა აშრამში (სასულიერო საზოგადოებაში) და შემდეგ 1964 წელს ჩავიდა დასავლეთში. მან ევროპაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დააფუძნა მთელი რიგი ცენტრები, სადაც სულიერების მაძიებლებს სთავაზობდა სწავლებას ძალიან დაახლოებულს ინტეგრალურ იოგასთან, რომელიც აერთიანებს „აღმოსავლეთის სულიერებასა და დასავლეთის დინამიზმს“.

თუმცა შრი ჩინმოი აღიარებს, რომ „მედიტაციას წიგნებიდან ვერასოდეს შეისწავლი“, ამავე დროს იმ ადამიანის სიტყვები, რომელმაც შემეცნებას მიაღწია, შეიძლება იქცეს უზარმაზარი შთაგონების წყაროდ იმათთვის, ვინც იწყებს სულიერ მოგზაურობას. მედიტაცია არ არის რაღაც თეორიული პროცესი. რასაკვირველია მედიტაციაზე შეიძლება იფიქრო, დიახ, მასზე შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ საბოლოოდ მედიტაცია მეცადინეობას საჭიროებს.

„თეორია უნდა გადაამოწმო. ფაქტს პატივი უნდა სცე. ჭეშმარიტებით უნდა იცხოვრო“.

ალან სპენსი, ინგლისელი მწერალი

ალან სპენსის სტატია მედიტაციაზე BBC-ზე (ინგ.) >>>

შემდეგი “მედიტაცია-ხილვა” >>>