სავარჯიშოები მედიტაციაში

1. ვარდი-გული

გთხოვთ, წარმოიდგინეთ ყვავილი თქვენი გულის შიგნით. ვთქვათ, თქვენ ვარდი გირჩევნიათ. წარმოიდგინეთ, რომ ვარდი ბოლომდე არ გაშლილა; ის ჯერ კიდევ კოკორია. მას შემდეგ, რაც იმედიტირეთ ორი ან სამი წუთის განმავლობაში, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ფურცელ-ფურცელ ყვავილი იფურჩქნება. დააკვირდით და იგრძენით ყვავილი, რომელიც ფურცელ-ფურცელ თქვენი გულის შიგნით იფურჩქნება. მერე, ხუთი წუთის შემდეგ, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ გული საერთოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ თქვენში მყოფი ყვავილი, რომელსაც “გულს” ვუწოდებთ. თქვენ არ გაქვთ გული, მხოლოდ ყვავილი. ყვავილი თქვენ გულად იქცა, ან თქვენი გული ყვავილად იქცა.

შვიდი-რვა წუთის შემდეგ, ირგძენით, რომ ამ ყვავილმა-გულმა თავისი თავით შეავსო მთელი თქვენი სხეული. თქვენი სხეული აქ აღარ არის; თავიდან ფეხებამდე შეგიძლიათ გრძნობდეთ ვარდის სურნელება. თუ თქვენს ტერფებს შეხედავთ, თქვენ დაუყოვნებლივ შეიგრძნობთ ვარდის სურნელებას. თუ მუხლზე დაიხედავთ, თქვენ ვარდის სურნელებას შეიგრძნობთ. თუ ხელზე დაიხედავთ, თქვენ ვარდის სურნელებას შეიგრძნობთ. ირგვლივ ვარდის სილამაზე, სურნელება და სისუფთავე გამსჭვალეს მთელი თქვენი სხეული. როდესაც თავიდან ფეხებამდე იგრძნობთ, რომ ვარდის სილამაზედ, სურნელებად, სისუფთავედ და აღტაცებად იქეცით, მაშინ თქვენ მზად ხართ საკუთარი თავი დადოთ თქვენი სატრფო უზენაესის ტერფებთან.

2. ცნობიერების მდინარე

როდესაც მედიტირებთ, შეეცადეთ შემოიტანოთ თქვენს გონებაში სამი რამ: სისუფთავე მთელს თქვენს არსებაში, მორჩილება მთელს თქვენს არსებაში და მადლიერება სხეულის ყოველ ნაწილში, ყოველ უჯრედში. როდესაც შეისუნთქავთ – ამოისუნთქავთ, იგრძენით, რომ ღვთიური ცნობიერების მდინარე მიედინება თქვენს გავლით ძალდატანებისა და ძალისხმევის გარეშე. იგრძენით, რომ ეს ღვთაებრივი ცნობიერების მდინარე ჩაედინება და გამოედინება დასაბამთან, უზენაესთან, მუდმივ ერთიანობაში.

3. შესთავაზეთ ეს ღმერთს

როდესაც შეისუნთქავთ, იგრძენით, რომ შეისუნთქავთ ღვთის უკვდავ თვისებებს, და როდესაც ამოისუნთქავთ, იგრძენით, რომ საკუთარ უვიცობას ღმერთს სთავაზობთ.

ახლა ჩვენ ვგრძნობთ, რომ უვიცობა – ჩვენი საკუთრებაა. თუმცა ვიძახით კიდევაც, რომ უვიცობა – ეს ძალიან ცუდია, ჩვენ არ გვსურს დავშორდეთ მას. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ უვიცობა არ წარმოადგენს ჩვენს ჭეშმარით საკუთრებას; ჩვენი ნამდვილი საკუთრებაა – სიმშვიდე, სინათლე და ნეტარებაა. მედიტაციის დროს შესთავაზეთ ღმერთს თქვენი ყალბი საკუთრება და მიიღეთ ღვთისაგან თქვენი ჭეშმარიტი საკუთრება. სთხოვეთ ღმერთს მიიღოს თქვენგან ის, რაც გაქვთ და რასაც წარმოადგენთ, და მოგცეთ ის, რაც მას გააჩნიადა და რასაც ის წარმოადგენს. ის, რაც გაქვთ, – ეს მისწრაფებაა, შინაგანი ვედრება გახდე ღვთაებრივი. ის, რასაც წარმოადგენთ, – ეს უვიცობაა. სთხოვეთ ღმერთს აიღოს როგორც თქვენი მისწრაფება, ისე თქვენი უვიცობა, და მოგცეთ თქვენ ის, რაც მას აქვს და რასაც ის წარმოადგენას: უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება.

4.ოქროს არსება

შეეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენ ღვთის, შინაგანი მესაჭის, გულში ხართ. თუმცა არ გინახიათ უზენაესი, უბრალოდ აზრობრივად წარმოიდგინეთ ადამიანი, აბსოლუტურად ოქროსფერი. წარმოიდგინეთ, რომ ის პირდაპირ თქვენს წინაა, თქვენ კი მის გულში ხართ, ან მის ჩახუტებაში ხართ, ან მის ტერფებთან ხართ. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ თვრამეტი, ან ორმოცი, ან სამოცი წლის ხართ. იფიქრეთ, რომ თქვენ დაბადებიდან ერთი თვის ხართ და თქვენ პირდაპირ უზენაესის გულში ხართ ან მის კალთაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში”

<<< უკან