რამანა მაჰარში

რამანა მაჰარში (Ramana Maharshi), მე-20 საუკუნის ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებელი იყო, ის დაიბადა 1879 წელს მადურასთან (Madura) ახლოს, სამხრეთ ინდოეთში. ცხოვრების პირველი 16 წელი რამანა ნორმალური ბავშვი იყო, ის ცოცხალ ინტერესს იჩენდა სწავლისა და სპორტის მიმართ. ადრეულ ასაკში მას ღრმა გამოცდილება ჰქონდა; რაღაც მომენტში იგი უჩვეულომ და დაუძლეველმა სიკვდილის შიშმა შეიპყრო. თავის ოთახში მწოლიარემ, ის მწვავედ განიცდიდა სიკვდილის გარდაუვალობას და თავისი სხეულის მოკვდავობას. თუმცა ეს პარალიზებადი შიში დროებითი აღმოჩნდა. მაგრამ ამან მაჰარში ღრმა გაცნობიერებამდე მიიყვანა – მან შეიცნო “მე არ ვარ სხეული”, ჭეშმარიტი “მე” მეტერიის მიღმაა. ის არ არის სხეული, არამედ სულია. ეს ძალიან უბრალო აღმოჩნდა, უბრალოდ მანამდე ის იგნორირებას უკეთებდა ამ “მე”-ს, ანუ შინაგან “მე”-ს.

ამ უმაღლესი, უკვდავი ცნობიერებიდან გადმოხედვის შემდეგ, მაჰარშიმ დაკარგა ინტერესი მიწიერი ცხოვრების მიმართ, ის ინტენსიურ მედიტაციების პერიოდში შედის “ვინ ვარ მე?”-ს შესახებ. ჩაძირული უმაღლესი ცნობიერების ჭვრეტაში, რამანა ვეღარ გრძნობს თავის მშობლიურ ქალაქში დარჩენის მიზეზს. ამის ნაცვლად, მას მაგნიტივით იზიდავს არუნჩალანას წმინდა მთა, რომლის მხოლოდ სახელი მანტრიული მოწედებასავით იმოქმედა რამანა მაჰარშიზე. არუნჩალანა რამანა მაჰარშისთვისსახლი უნდა გამხდარიყო მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, მთა კი უდრეკად დაკავშირებული უნდა გამხდარიყო მის სადჰანასთან.

არუნჩალანას მთა
არუნჩალანას მთა შორიდან

რამოდენიმე წლის განმავლობაში ის ნამდვილ მდუმარებას ინარჩუნებდა, რადგანაც ძლიერად ჩაძირული იყო თავის შინაგან მედიტაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უბრალო ცხოვრებას მიჰყვებოდა და თითქმის არავისთან ურთიერთობდა, ახალგაზრდა ბრძენის მისტიური აურა იზიდავდა ერთგულ მაძიებელთა ჯგუფს. ამგვარად მის ირგვლის არუნჩალანას მთისწინეთში თანდათან აშრამი გაშენდა, და რამანა მაჰარშიმ იმათი სწავლება დაიწყო, ვინც მასთან მოდიოდა, თუმცა ის არასოდეს აცხადებდა თავს რომელიმეს გურუდ. 2 წლის შემდეგ დედამისი ესტუმრა, და ცრემლებით ევედრებოდა მას სახლში დაბრუნებულიყო. მიუხედავად ამისა, რამანა უძრავად იყო და ინარჩუნებდა მშვიდ მედიტატიურ განწყობას. ბოლოს მან უპასუხა, რომ ზოგჯერ უფრო მაღალი ძალა განაგებს ადამიანების ბადისწერას, და მისი <დედის> სიტყვები ვერ შეცვლის მის ბედისწერას. (მას შემდეგ, რაც რამოდენიმე წლის შემდეგ მოკვდებიან დანარჩენი მისი შვილები, დედამისი დაბრუნდება აშრამში და საბოლოოდ თავისი შვილის ერთგული მოწაფე გახდება, და თავისი ცხოვრების ბოლო 6 წელიწადს არუნჩალანაში გაატარებს.

რამანა მაჰარშის ფორმალურად არ ქონდა იოგაში წრთვნა. ის მთლიანად თვითნასწავლია, ის წინამძღოლობას იღებდა მხოლოდ შინაგანი მესაჭისგან. მაგრამ მისი სწავლებები ისეთი უნიკალური და ძლიერი იყო, რომ სწავლული ადამიანები, წმინდა წერილებში კარგად გათვითცნობიერებულები რამანა მაჰარშის მოწაფეები გახდნენ. რამანა მაჰარში ასწავლიდა თვითშეკითხვის უბრალო გზას – “ვინ ვარ მე?”-ს შეკითხვის გზას. ასაწყისსი ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ბოლოს ეგოს ძალა შემცირდება გულის ძალის წყალობით. ის წვრთნიდა თავის სადჰაკებს (sadhak)  გონების გაჩუმებაში და მათი აზრების წყაროს გაცნობიერებაში – მათი საკუთარი შინაგანი “მე”-სი. ამის გამო რამანა მაჰარშის განიხილავენ როგორც ჯნანის (ცოდნის ადამიანს), თუმცა მას ასევე ძლიერი ერთგულების ასპექტი ჰქონდა, რომელიც აშკარად ჩანს ზოგიერთ მის ლექსში.

რამანა მაჰარში შებრალებისა და შეწყალების განსახიერება იყო. ისტორია გვიყვება რომ, ერთხელ აშრამში ქურდები მოვიდნენ. ისინი იმდენად გაბრაზდნენ, როდესაც მოსაპარი ვერაფერი ნახეს, რომ მაჰარსის ცემა დაუწყეს. მიუხედავად ამისა დიდმა ბრძენმა არავითარი გაბრაზება გამოამჯღავნა, საჭმელიც კი შესთავაზა მძარცველებს, სანამ წავიდოდნენ. (ერთი წლის შემდეგ ისინი დაიჭირეს ანალოგიურ დანაშაულებაზე და ციხეში გააგზავნეს) რამანა მხოლოდ წუხდა მათი უვიცობის მდგომარეობის გამო.

რამანა მაჰარშის ასევე მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა ცხოველებთან. ბევრი გარეული ცხოველი ისეთი, როგორც ვეფხვი და გველი, დახეტიალობდა მთასთან, მაგრამ მაჰარში არასოდეს ავლენდა რაიმე შიშის ნიშნებს და ხშირად იმ ცხოველებთან მეგობრობდა, ვინც მასთან კონტაქტში შემოდიოდა. ერთმა მოწაფემ ჩაწერა, რომ ერთხელ შავი კობრა შემოცოცდა ქოხში, სადაც მაჰარში იმყოფებოდა, გველი გაჩერდა და შეხედა რამანას თვალებში, შემდეგ გველმა უკან დაიხია. რეალიზებული სული ინარჩუნებს ერთობას მთელს ღვთის ქმნილებასთან და მისი შებრალება შეიძლება ცხოველებმაც იგრძნონ. ცხოველებთან მეგობრობის უნარი გარკვეულწილად ასევე ფრანცისკ ასიზელს და სერაფიმ საროველს ჰქონდა.

შრი აურობინდომ თქვა, რომ რამანა მაჰარშის ტაპასია (tapasya, სულიერი პრაქტიკა) ინდოეთის კაშკაშა სინათლე იყო. ბევრმა მაძიებელმა ისარგებლა მისი  სიმშვიდის სულიერი აურით, ის ეხმარებოდა სადჰაკებს (sadhak – ვინც სულიერ პრაქტიკას ეწევა) უფრო მაღალი ცნობიერების მიღწევაში. დილიპ კუმარ როიმ (Dilip Kumar Roy), შრი აურობინდოს მოწაფემ, 5 დღე გაატარა არუნჩალანასთან და მაჰარშისთან შეხვედრის და მედიტაციის საშუალება ჰქონდა:

“მე ვნახე ადამიანი რომელის გარეგნულად არაფრით გამოირჩეოდა, არც ლამაზი და არც მომხიბვლავი იყო, და მაინც, … ისეთი მტკიცე, ისეთი განმაირაღებელი…და მერე რა სიმშვიდე ვიგრძენი!”

შრი რამანა მაჰარში თვითშეკითხვის გზას ასწავლიდა იდეაზე “ვინ ვარ მე?”. ის ათავისუფლებს რთული მეტაფიზიკური კითხვებისგან და აბრაზებს იმათ, ვისაც უნდა სამყაროს პრობლემების გადაწყვეტა.

“ჩემო მეგობარო, როდესაც უძირო უვიცობაში ხარ, ასეთი ძირითადი რეალობის შესახებ, როგორიც შენი საკუთარი “მე”-ა, როტომ კარგავ დროს ასეთ მონუმენტურ მატაფიზიკურ კითხვებზე?”

ერთხელ პოლ ბრენტონმა კითხა:

“თუ გამოხატავს მაჰარში თავის აზრს მომავალი სამყაროს შესახებ?”

“რატომ წუხხართ თავის მომავალზე? თქვენ აწმყოს შესახებაც არ იცით! იზრუნეთ აწმყოზე, მომავალი კი თვითონ იზრუნებს თავის თავზე.”

მშვიდად პოლ ბრენტონი განაგრძობდა:

“თუ შევა სამყარო ახალ მეგობრულობის და ურთიერთ დახმარების ერაში , თუ ის ქაოსს და ომს დაუბრუნდება?”

რამანა მაჰარშიმ ამ სიტყვებს უპასუხა:

“არსებობს ის ვინც განაგებს სამყაროს, და ეს მისი ამოცანაა სამყაროსთვის თვალის დევნება. ის ვინ სამყაროს სიცოცხლე აჩუქა, ასევე იცის როგორ შეინარჩუნოს ის. ის არის, ვინც სამყაროს ტვირთს ატარებს, და არა შენ.”

ცხოვრების ბოლო 2 წელი მაჰარში კიბოსგან წვალობდა და დიდ ფიზიკურ ტკივილებს განიცდიდა, მაგრამ ბოლოსკენაც ის ინარჩუნებდა იმავე მშვიდ წონასწორობას და იმავე მოკაშკაშე ღიმილს. როდესაც ის ხელში კიბოსგან წვალობდა, მოწაფე ტირილით გაიქცა, რადგანაც მასწავლებლის ტკივილის ყურებას ვერ უძლებდა.

“დურასვამი ტირის, რადგანაც ფიქრობს, რომ მე ძლიერი ტკივილისგან ვწვალობ! ჩემი სხეული იტანჯება, მაგრამ მე არ ვწვალობ. როდის გაიგებს, რომ მე არ ვარ ეს სხეული?”

რამაკრიშნა წავიდა 1950 წელს 70 წლის ასაკში. აშრამი არუნჩალანასტან შენარჩუნებულია, მისი სწავლებები გავრცელდა დედამიწის ირგვლივ. ამჟამად ის ფართოდაა ცნობილი ინდოეთში, როგორც წარსული საუკუნის მოწინავე წმინდანი.

 

 ავტორი: Tejvan Pettinger

ბმულები:

 

<<< გვერდზე “სულიერი მასწავლებლები”