პარამაჰანსა იოგანანდა

პარამაჰანსა იოგანანდა (Paramahansa Yogananda) მეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი სულიერი მოღვაწეა, და ერთერთი სულიერი მასწავლებელთაგანი, რომელმაც აღმოსავლური იოგა დასავლეთის მაძიებლებს მოუტანა.

იოგანანდა დაიბადა გორახპურში (Gorakhpur), ბენგალიაში 1893 წელს. ნამდვილი მისი სახელი მუკუნდა ლალ გჰოში (Mukunda Lal Ghosh) იყო. მან სახელი იოგანანდა მას შემდეგ მიიღო, რაც ინდოელი სვამის (ბერის) ინიციაცია გაიარა.

იოგანანდა “ღმერთთან ერთობის (იოგის შედეგან მოპოვებულის) ღვთიურ აღტაცებას ნიშნავს”. წოდება “პარამაჰანსა” მას მისმა გურუმ შრი იუკტეშვარმა მიანიჭა. პარამაჰანსა სიტყვასიტყვით “უზენაეს გედს” ნიშნავს. ეს სახელი იმ სვამებს ეძლეოდათ, რომლებიც მუდმივ კავშირს აღწევდნენ უფალთან.

ადრეული ასაკიდან იოგანანდა კურთხეული იყო წმინდანებთან და სულიერ მაძიებლებთან შეხვედრებით. მისი ავტობიოგრაფია ბევრ შთამბეჭდავ ისტორიას მოიცავს სხვადასხვა წმინდანებთან და სულიერ მოღვაწეებთან შეხვედრებიდან (მათ შორის მასწავლებელი მაჰასიაც იყო, რომელმაც ჩაწერა “რამაკრიშნას სახარება”). პატარა ბავშვობის ასაკშიც კი ბევრ საათს მედიტაციაში ატარებს, ის მიისწრაფვის ღვთის-ცნობიერების მისაღწევად.

17 წლის ასაკში ის შრი იუკტეშვარის (Sri Yukteswar) მოწაფე ხდება, რომელმაც გამოცდილად მას გაუძღვა მის სულიერ გზაზე. შრი იუკტეშვარი  ლაჰირი მაჰასიას (Lahiri Mahasaya) პირდაპირი მოწაფე იყო. ლაჰირი მაჰასია განდობილი იყო ხელახლა ემცნო კრია იოგის უძველე ხელოვნება თანამედროვე საზოგადოებისთვის. მკაცრი სულიერი პრაქტიკის რამოდენიმე წლის შემდეგ მისი მასწავლებლის ქოხში, იოგანანდა ამერიკაში მოგზაურობის შთაგონებას გაყვა. მისი გურუს შრი იუკტეშვარის კურთხევის შემდეგ, იოიგანანდა დასავლეთში გაემგზავრა, რათა გაეზიარებინა ინდოეთის სულიერი ტრადიცია და მისი საკუთარი შინაგანი რეალიზაცია.

ამერიკაში მან დააფუძნა თვითრეალიზაციის ძმობა (Self Realization Fellowship), რომელიც ემსახურებოდა მაძიებლებს, როგორც მის სწავლებაზე დაფუძნებული ორგანიზაცია. შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე იოგანანდას ასევე წაკითხული აქვს ბევრი ლექცია სულიერ თემებზე. იოგანანდა ასწავლიდა იმას რომ, რელიგიების გარეგანი წეს-ჩვეულებანი შეიძლება განსხვავებულნი იყოს, მაგრამ ძირითადი პრინციპები ერთი და იგივეა. ის ასევე ასწავლიდა, რომ ნებისმიერი რელიგიის და სულიერი პრაქტიკის დედაარსი ღვთისადმი სიყვარულია და ჩვენი ნამდვილი ღვთიური “მეს” შეცნობაა. იოგანანდამ ასევე ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ეჩვენებინა ძირითადი ერთობა ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის, ამგვარად მან შეძლო დაპირისპირება მოესპო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ნაკლებად ცნობილია იოგანანდას პოეზია. თუმცა ასეთი წიგნები, როგორებიცაა “სულის სიმღერები” (“Songs of the Soul”) და “ჩურჩულები მარადისობიდან” (“Whispers from Eternity”) დიდი სულიერი მასწავლებლის ხილვას ასახავენ.

მისი ცხოვრების დროს იოგანანდამ შეძლო შეხვედროდა ბევრ გამოჩენილ სულიერ, კულტურის და პოლიტიკურ მოღვაწეებთან. მაგალითად, მისი სკოლაში სწავლის პერიოდში ის შეხვდა ბენგალიელ ნობელის პრემიის ლაურეატს რაბინდრატ თაგორს. 1930-ს შუა წლებში ის შეხვდა მაჰათმა განდის მისივე აშრამში ვარდჰაში (Wardha). მისი ავტობიოგრაფია მოგვითხრობს ისეთ მშვენიერ შეხვედრებზე სულიერ გასხივოსნებულ ადამიანებთან, როგორებიც იყვნენ: შრი ანანდამაი მა და შრი რამანა მაჰარში. იოგანანდა ასევე პირველი სვამი იყო, ვინც აშშ-ეს პრეზიდენტს კულიჯს (C.Coolidge) შეხვდა 1927 წელს.

1952 წლის 7 მარტს პარამაჰანსა იოგანანდა მაჰასამადჰში შევიდა. მან დაგვიტოვა ღრმა სულიერი მემკვიდრებობა. მისი ნაწერები და ცხოვრება გრძელდება და უამრავ ჭეშმარიტების მაძიებელს და ღვთის მოყვარე ადამიანს შთაგონებას ჩუქნის.

ავტორი: Richard

 

ბმულები სხვა საიტებზე:

 

<<< გვერდზე “სულიერი მასწავლებლები”