შრი ჩინმოის მშვიდობის სახლის-ერთობის (Oneness-Home Peace Run) და მსოფლიო ჰარმონიის გარბენის (World Harmony Run) 25-ე წლისთავის აღსანისნავად, ეს ვიდეო ასახავს ესტაფეტის ზოგიერთ მთავარ მომენტს.
ამ ვიდეოში: გარბენის აღმასრულებელი დირექტორი შამბჰუ ვინებერგი, საუბრობს გარბენის წინა დღეებზე და მხარდაჭერას სთხოვს თავის ცნობილ მეგობრებს… შოთაჰოტას, ნარადას, მაშიგანს “მე ვუთხარი მათ, თქვენ ყველანი მჭირდებაით… ეს დიდი რამააა. ყველანი მჭირდებით, რომ შეიკრიბოთ ჩვენს ირგვლივ.
ეს დაიწყო 1986 წლის მაისში, როდესაც შრი ჩინმოიმ მკითხა, ჩვენ მაშინ გაერთიანებული ერების დარბაზებში ვსეირნობდით, თუ შევძლებდი გლობალური მშვიდობის გარბენის ორგანიზებას.
გაერთიანებულმა ერებმა 1986 წელი მშვიდობის საერთაშორისო წლად გამოაცხადეს, და შრი ჩინმოის სურვილი გაუჩნდა შემოეთავაზებინა გულითადი და გულწრფელი მშვიდობის გამოხატვა მსოფლიო მაშტაბით. მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა დააყენა უკანა ფონის დეკორაცია გახსნის ცერემონიისთვის, რომელიც პირდაპირ ეთერში NBC-TV-იმ გაუშვა დღის შოუში (The Today Show)… 27 აპრილს, 1987 წელს, გლობალური ტელევიზიის დროის 5 წუთი მიუძღვნეს შრი ჩინმოის მშვიდობის სახლის-ერთობის გარბენას (Oneness-Home Peace Run). გრემის ჯილდოს გამარჯვებულმა ნარადა მაიკლ უოლდენმა (Narada Michael Walden) დაწერა მუსიკალური თემა “Oneness-Home Peace Run”-ისთვის, ლეიტმოტივმა დაიჭირა და გააჯღერა ამ ინიციატივის სული და ნაჩვენები იყო ბევრი ტელე გადაცემაში მშვიდობის გარბენის შესახებ.
გახსნის დღეს, გარბენის შესახებ სიტყვები ფართოდ გავრცელდა. ჩვენ ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუსგან (Desmond Tutu), გაეროს გენერალური მდივნისგან, სახელგანთქმული კარლ ლიუისგან (Carl Lewis), კლარენს კლემონსისგან (Clarence Clemons) და ნარადა მაიკლ ვოლდენისგან (Narada Michael Walden), და ათასობით ოფიციალურ პირებისაგან, რომლებიც მიესალმებოდნენ შრი ჩინმოის ხილვას გარბენასთან დაკავშირებით. იმ წელს მორბენლებმა დაფარეს 27,000 მილი და 44 ქვეყანა. ჩვენ გვაჩვენეს PBS-TV-ის ეროვნულ ეთერში, განსაკუთრებით აშშ-ში, ერთი საათი MTV special-ში, და უთვალავ საგაზეთო სტატიებში.
შრი ჩინმოი: “მე ოცნება მქონდა, და ეს ოცნება მშვიდობის გარბენაა. ზოგი ოცნება ყვავილებს გამოიღებს და ყვავილობს, როდესაც ზოგი ოცნება გამოუვლენელი რჩება… ეს მშვიდობის გარბენა, რომელსაც ახლა ჰარმონიის გარბენას ვუწოდებთ… მარადყვავილოვანი ოცნებაა.”
WHR-ის ლეიტმოტივის შრი ჩინმოის მუსიკა და სიტყვები ასეთია:
“Run, Run, Run Run, Run Run, World Harmony Run. We are the Oneness and Fullness of tomorrow’s sun.”
“გარბენა, გარბენა, გარბენა, გარბენა, გარბენა, გარბენა, მსოფლიო ჰარმონიის გარბენა. ჩვენ ერთობა და ასრულება ვართ ხვალინდელი მზისა.”
მოსმენა აქ შეგიძლიათ https://www.worldharmonyrun.org/song
შოთაჰოთა კარლ ლიუისი (9-ჯერადი ოლიმპიური ოქროს მედალოსანი): “უკან გახედვისას, ეხლა ვფიქრომ, რომ გურუ თავიდანვე ხედავდა ბავშვებს. რადგან ეს ის სურათებია, რომლებიც ისახებიან. ბავშვები, რომლებსაც ჩარაღდანი უწირავთ. ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ნიშნავს. რაღაც აიღო და შემოიტანო ბავშთა სამყაროში, და ხელი შეახებინო რამეს, რაზეც ისინი როგორც რაღაც განსაკუთრებულზე ფიქრობენ, და შთააგონო ისინი. და მე ვფიქრობ გურუ ამას თავიდანვე ხედავდა. ის ხედავდე რატომაც ჩირაღდანი მნიშვნელოვანი იყო, და ცეცხლი მნიშვნელოვანი იყო და ბავშვები მნიშვნელოვანი იყო. ბევრი ბავშვი რომელიც მაშინ 9, 10, 11 წლის იყო, ახლა უკვე 30-ის და მეტი წლისაა. ისინი ეუბნებიან თავის შვილებს, მოდი, წავიდეთ ჩირაღდანს შევხედოთ.”
ფაედრა როსარიო (Phaedra Rosario), მშვიდობის გარბენის მორბენალი: “როდესაც მირბიხართ, ხალხი კი საყვირებით გისიგნალებს და ფანჯრებიდან გაჩვენებენ სიმშვიდის ნიშანს…ეს იგივეა თითქოს… მთის მწვერვალზე დგახარ.”
ზამბიელი სტუდენტები: “ერი თანამშრომლობის გარეშე განწირულია. არცერთი ადამიანი არაა კუნძული. ერთად ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევა. ჩვენ ერთობა და ასრულება ვართ ხვალინდელი მზისა. ჰარმონიის მიღწევა შეუძლებელია ტყვიებით, არამედ საარჩევნო ბიულეტენებით. მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია იარაღის ძალით.
დრო დადგა იმისთვის რომ დავამყაროთ მშვიდობა და თანამშრომლობა. მე ჩემ თავს ვეკითხები: “ვინ მომიტანს სიმშვიდეს?” – ნელსონ მანდელა? (ყოფილი ჩრდილოეთ აფრიკის პრეზიდენტი)… არა! – ბარაკ ობამა? (აშშ-ეს პრეზიდენტი)… – არა!. – ბან-კი-მუნი? (გაეროს გენერალური მდივანი) -არა! ძმებო და დებო, დრო დადგა, ჰარმონია ჩემით იწყება, ჰარმონია თქვენით იწყება!”
შრი ჩინმოი საუბრობს გარბენაზე: ” ეს მშვიდობის გარბენა მხოლოდ დასაწყისია რაღაც უსასრულოდ უფრო დიდისა იმაზე, რის წარმოდგენასაც ოდესღაც შევძლებთ. ის არა მხოლოდ უნიკალურია, არამედ უპრეცედენტოა. ეს მშვიდობის გარბენა მხოლოდ, მხოლოდ დასაწყისია იმისი, რასაც კაცობრიობა სამუდამოდ დააფასებს. იმისი, რასაც დედამიწა სამუდამოდ და სამუდამოდ დააფასებს.”
ამ გლობალურ კლიპში ნაჩვენებია იუნესკოს (UNESCO) კონფერენციის გენერალური პრეზიდენტის დევიდ ჰეპბერნის (2009-2011) “მსოფლიოს-ერთობისაკენ” გზავნილი, სადაც ის საუბრობს შრი ჩინმოიზე და მის გარბენაზე:
2012 წელს მსოფლიოს ჰარმონიის საზეიმო ფინიში კაზახსტანის დედაქალაქში, ასტანაში, გაიმართება. სადაც გარბენის დასავლეთის და აღმოსავლეთის შტოს შეხვდებიან ერთმანეთს.
ბმულები: