განდჰარვა ლოკას კონცერტი დაკაში

Created Updated

10 და 11 თებერვალს, განდჰარვა ლოკას ორკესტრმა (Gandharva Loka Orchestra) კონცერტი გამართა დაკაში, ბანგლადეში, ბანგა ბჰანდუს დარბაზში. განდჰარვა ლოკამ შეასრულა მაესტრო შრი ჩინმოის და რაბინდრატ თაგორის სულიერი კომპოზიციები. დაკაში ჩატარებულ კონცერტს ცნობილი ბენგალიელი მომღერალი რეზვანა ჩოდჰური ბანია (Rezwana Chowdhury Bannya) შემოუერთდა.

განდჰარვა ლოკას კონცერთში მონაწილეობა მიიღეს შრი ჩინმოის ცენტრის წევრებმა მსოფლიოს 27 ქვეყნებიდან და ბანგლადეშელმა ბავშვებმა შურერ დჰარას (მუსიკის ნაკადი) მუსიკალური სკოლიდან. სცენას ამშვენებდა კომპოზიტორების, შრი ჩინმოის და რაბინდრატ თაგორის პორტრეტები და ასობით თეთრი გლადიოლუსი.

მეორე დღეს კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

 

კონცერტს 5000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

შრი ჩინმოი დაიბადა შაკპურაში, ჩიტაგონგში, აღმოსავლეთ ბენგალიაში. დასავლეთში 1964 წელს ჩამოსვლის შემდეგს, შრი ჩინმოიმ 15 000 სიმღერა შექმნა მშობლიურ ბენგალიურ ენაზე, და ასევე რამოდენიმე ათასი ინგლისურ ენაზე.

განდჰარვა ლოკას ბოლო ჩანაწერები გამოქვეყნებული შრი ჩინმოის რადიოს საიტზე >>>