ცხოვრებისეული პრობლემები და მათი გადაჭრა

ცხოვრებისეული პრობლემები და როგორ დავამარცხოთ ისინი

ჯარნა-კალაშრი ჩინმოი: პრობლემები ადამიანის უუნარობაზე არ მიუთითებენ. პრობლემები ადამიანის შეუსაბამობაზე არ მიუთითებენ. პრობლემები მეტყველებენ ადამიანის შეგნებულ თვითდაძლევაზე შინაგან სამყაროში, და მის შეგნებულ თვითდახელოვნების საჭიროებაზე გარე სამყაროში.

შენ პრობლემა გაქვს. მას პრობლემა აქვს. თქვენი პრობლემა იმაშია, რომ სამყარო თქვენ ტერფებთან არაა. მისი პრობლემა ისაა, რომ სამყაროს არ უყვარს ის. მისი პრობლემა კი ისაა, რომ ის გრძნობს, რომ ამ სამყაროში ღმერთს არასაკმარისად ახმერება. თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად, თქვენ თქვენი სიამაყე უნდა  დაამარცხოთ. მისი პრობლემების მოსაგვარებლად, მან თავისი სიხარბე უნდა დაამარცხოს. მისი პრობლემების მოსაგვარებლად, მან თავისი თვითმარქვია და განდიდებული სურვილებით სავსე ეგო უნდა დაამარცხოს.

თითოეული პრობლემა ძალაა. მაგრამ როდესაც პრობლემას ვხედავთ, ჩვენ ღრმად ჩვენში ვგრძნობთ უფრო დიდ ძალას. და როდესაც გაბედულად პრობლემას ვხვდებით, ჩვენ მას ვუმტკიცებთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ უდიდეს ძალას ვფლობთ, არამედ ჩვენ, ნამდვილად, უდიდესი ძალა ვართ დედამიწაზე.

პრობლემა იზრდება, როდესაც გული მერყეობს და გონება ანგარიშობს. პრობლემა მცირდება, როდესაც გული პრობლემას გაბედულად ხვდება, გონება კი გულს მხარს უჭერს. პრობლემა ქრება, როდესაც გონება თავის სინათლეს-ძებნას იყენებს, გული კი თავის სინათლეს-გასხოვოსნებას იყენებს.

თუ შიშია ჩვენი პრობლემა, მაშინ თავს ყოვლისშემძლე ღვთის რჩეულ ჯარისკაცებად უნდა ვგრძნობდეთ. თუკი ეჭვია ჩვენი პრობლემა, მაშინ ღრმად ჩვენში ღვთის სინათლის ზღვას უნდა ვგრძნობდეთ. თუ შურია ჩვენი პრობლემა, მაშინ ჩვენ ღვთის სინათლესთან და ჭეშმარიტებასთან ერთობას უნდა ვგრძნობდეთ. თუ დაუცველობაა ჩვენი პრობლემა, მაშინ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღმერთი სხვა არა არის რა, თუ არა მუდმივი და განუწყვეტელი დაპირება იმისა, რომ ის ჩვენ თავის ძალზედ ახლობლად გვთვლის.

თუ სხეულია პრობლემა, მაშინ ამ პრობლემის გადაწყვიტა ჩვენს მუდმივ სიფხიზლეს და ყურადღებას შეუძლია. თუ ვიტალია პრობლემა, მაშინ ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენს მონავარდე წარმოსახვას შეუძლია. თუ გონებაა პრობლემა, მაშინ ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენს გამასხივოსნებელ შთაგონებას შეუძლია. თუ გულია ჩვენი პრობლემა, მაშინ ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენს დახელოვნებად მისწრაფებას შეუძლია. თუ სიცოცხლეა პრობლემა, მაშინ ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩვენს ასრულების მომტან თვითაღმოჩენას შეუძლია.

პიროვნული პრობლემა წამოიჭრება მაშინ, როცა ჩვენ გვსურს უსასრულო კაცობრიობას ვფლობდეთ. საყოველთაო პრობლემა წამოიჭრება მაშინ, როცა უსასრულობას სურს ძერწოს, მოძღვრავდეს, ფორმა მისცეს, გარდაქმნას, ღვთაებრივად და უზენაესად ასრულება მოუტანოს სასრულს, სასრულს კი უსასრულობის კარნახის მოსმენა არ სურს.

პრობლემა არ არის დამარცხების ან წარუმატებლობის მაუწყებელი. პრობლემა შეიძლება გარდაქმნილი იქნას ღვთის მომხიბლავ ხელებად, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ ჩვენს განკუთვნილ მიზნამდე, მარად საკუთარი თავის გადამლახავ მიზნამდე, ყოვლის ასრულების მომტან მიზნამდე.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ზღვრებს მიღმა შინაგანში”