ძენ ბუდიზმი

ძენ ბუდიზმი, ბუდა

ძენის მასწავლებლები ასწავლიან, რომ სუფთა გონება მარადიული ბუდაა - ბუნებაა. იმისთვის რომ მიაღწიო გასხივოსნებას, და გაცნობიერებული იყო შენი საკუთარი ბუდის (ანუ ბუნების) შესახებ, აუცილებელია გახვიდე ჩვეულებრივი აზრების მიღმა. როდესაც თავისუფლები ვართ ჩვენი საკუთარი პროექციებისგან და იდეებისგან, ჩვენ შეგვიძლია გაცნობიერებულები ვიყოთ ბუდას რეალობის შესახებ, რომელიც ყველაფერს გამსჭვალავს.

აზრებით დაბნეულნი,
ჩვენ ორობითობას განვიცდით,
იდეებისგან თავისუფალნი, -
გასხივოსნება ერთ რეალობას ხედავს.

- ჰუ ნენგი

ძენის ციტატები თავისი ბუნებით ძალიან პარადოქსალურია, რადგანაც ძენის მიზანი სიტყვებით ადექვატურად ვერ აიხსნება. ძენის დიდი მასწავლებლები ხშირად, თითქოს, გამოცანებით საუბრობდნენ, როდესაც ცდილობდნენ მიემართად თავისი მოწაფეები მათივე ბუდას ბუნებისკენ. - ცნობიერება, რომელიც ყველაფერს გამსჭვალავს გვისხლტება ხელიდან.

ის ყველგან არსებობს.
არაფერია მას, რომ არ მოიცავდეს.
თუმცა მხოლოდ ისინი, ვინც ადრე
დათესეს თესლები-სიბრძნე, შეძლებენ
მუდმივად იხილონ ის.

- დოგენი

ვინ თქვა რომ ჩემი ლექსები ლექსებია?
ეს ლექსები ლექსები არაა.
მას შემდეგ ჩვენ შევძლებთ პოეზიაზე საუბრის დაწყებას,
როდესაც შეძლებთ ამის გაგებას.

- რიოკანი

ძენ-სწავლება ცნობილია თავისი კომპაქტური და მოკლე ხასიათით. ეს იმიტომა, რომ გასხივოსნების მიღწევა შეუძლებელია წმინდა წერილების შესწავლის გზით, გასხივოსნება მხოლოდ შინაგანი პრქტიკით მოდის.

"მე არცერთი, წარსულისა თუ აწმყოს, ბუდა მინახავს, რომელიც წმინდა ლოცვებით ან წმინდა წერილებით გასხივოსნდა."

- ბასუი

 

დაწერა: Tejvan Pettinger-მა

 

ბმულები:

ბუდიზმი (ჩვენს საიტზე)

ძენ პოეზია (წიგნები Amazon.com-ზე)

ძენ სწავლებები (Amazon.com-ზე)

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"