ვსწავლობთ პოზიტიურად აზროვნებას
ახალი ათასწლეულის ფილოსოფია
ახალი ათასწლეულის ფილოსოფია ასეთი იქნება: ნუ შეამჩნევთ ნაკლს სხვა ადამიანების ცხოვრებაში, ნუ შეამჩნევთ ნაკლს საკუთარ ცხოვრებაში. აიძულეთ თქვენი თავი ხედავდეთ იმ სიკეთეს, რაც თქვენ გააკეთეთ, იმ სიკეთეს, რის გაკეთებას აპირებთ და იმ სიკეთეს, რაც სხვებმა გააკეთეს. სინათლის ნახვა საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებში - ეს იქნება მომავალი ათასწლეულის ფილოსოფიის მიზანი. მხოლოდ მაშინ თქვენ შეძლებთ დედამიწაზე სიმშვიდის და ერთიანობის დამყარების დაჩქარებას.
შრი ჩინმოის აფორიზმები 21-ე საუკუნეზე ინგლისურად:
პოზიტიური აზროვნების მეთოდი:
ჩვენი გონება სავსეა როგორც დადებითი ასევე უარყოფიტი აზრებით. უარყოფითი აზრები არადადებითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენ ვხდებით დაღონებულები, მშფოთვარენი; ჩვენ სიმშვიდეს, წონასწორობას, სიხარულს ვკარგავთ. ამის გამოსასწორებლად ჩვენი ყურადღება დადებითზე უნდა გადავიტანოთ. მაგალითისთვის, პოზიტიურად აზროვნების სწავლების შესანიშნავი საშუალებაა - შრი ჩინმოის აფორიზმების კითხვა და კონცენტრაცია. თქვენ ცხოვრებას უფრო მაღალი საფეხურიდან გადახედავთ, უფრო ბედნიერი თვალებით და სიხარულით სავსე გულით. ეს მოკლე აფორიზმები სპონტანურობით, ენთუზიაზმით და სიბრძნით არიან სავსენი. რა არის ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება თუ არა კეთილი ნების, კეთილი აზრების და სიხარულის შეთავაზება, ღვთიური გამოვლინების დანახვა ჩვენს ირგვლივ და საკუთარ თავში და საბოლოო ჯამში უფრო ბედნიერ ადამიანად დადგომა. სცადეთ...
|
თითოეული კეთილი აზრით,
შრი ჩინმოის წიგნიდან |
შრი ჩინმოის სხვა აფორიზმები ჩვენს საიტზე - ყოველ ორშაბათს ახალი აფორიზმი. სხვა აფორიზმების ნახვა აქ შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ მათი გამოწერა და RSS-ით ან SMS-ით მიღება >>>
შრი ჩინმოის აფრიზმები, ლექსები და გამონათქვამები
ლექსების და აფორიზმების წერა დიდ ადგილს იკავებდა შრი ჩინმოის შემოქმედებით ცხოვრებაში. ამ მოკლე და ლაკონური აფორიზმების კითხვისას, თქვენ აღმოაჩენთ ღრმა ხედვას ძველ და თანამედროვე სულიერებაზე. ავტორის მანტრიული ხმა ღრმა და ძლიერი შეგრძნების მომტანია. შრი ჩინმოი კითულობს აფორიზმებს ბენგალიურ ენაზე და მათ ლიტერატურულ თარგმანს ინგლისურ ენაზე. ვიდეოს ყურება >>>
შრი ჩინმოი კითხხულობს ლექსებს და აფორზმებს გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, 2001 წელი. ვიდეოს ყურება>>>
შრი ჩინმოის აფორიზმების და პოეზიის უფრო მეტი ვიდეო www.srichinmoy.tv -ზე >>>
ვიდეოს ყურებისათვის შეიძლება დაგჭირდეთ: Quicktime 7 FREE ან Quicktime Player.