თეოსოფია და სპირიტიზმი

კითხვა: რა აზრის ხართ თეაოსოფიასა და სპირიტიზმზე?

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოიშრი ჩინმოი: არაფერი მაქვს სათქმელი თეოსოფიის წინააღმდეგ, ის თავისებურად ეხმარება მაძიებლებს.ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ არის უფრო ღრმა რამ, რასაც თეოსოფია ვერ შეეხაბა. მადამ ბლავატსკაიას და ანი ბაზანტის თეოსოფია არ არის მცდარი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, ნადვილად ღვთის რეალიზაციის მქონე სულები თუ იყვნენ ისინი.

მადამ ბლავატსკაიას “საიდუმლო დოქტრინაში” და ანი ბეზანტის სხვა წიგნებში ასახულია ჭეშმარიტების ნაწილი. მაგრამ ას ჭეშმარიტება არ მოდის უშუალოდ ცნობიერების უმაღლესი სამეფოდან. ეს ჭეშმარიტება წარმოიშვა და გამოხატვა პოვა ვიტალურ სამყაროში. მე არაფერს ვამბობ მათ მიერ შემოტანილ წვლილზე. მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მიერ შემოთავეზებული ჭეშმარიტება, განსხვავდება იმ ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სულიერი მასწავლებლისგან მოდის, რომელიც შევიდა დონეზე, რომელსაც სად-ჩიტ-ანანდასარსებობა-ცნობიერება-ნეტარებას უწოდებენ. ეს დონე უსასრულოდ მაღლა დგას, ვიდრე დონე, რომელსაც თეოსოფია მიუახლოვდა ან მიაღწია.

არსებობს დიდი სხვაობა ნამდვილ სულიერებასა – იოგასა და სპირიტიზმს შორის. სპირიტიზმი მოითხოვს მედიუმების ჩარევას, ის ჩარევს სულებს ვიტალური სამყაროდან ან ვიტალურ არსებებს, რომლებიც სულთან და ჩვენს შიდა არსებასთან უშუალო კავშირში არ არიან. თუ ძალიან დაინტერესებულები ვართ სპირიტიზმით, ესე იგი ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არსებებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ ვიტალურ სამყაროში და სხვა არაგასხივოსნებულ სამყაროებში. ისინი მხოლოდ მტრობენ და ჩხუბობენ, გვემუქრებიან და გვაშინებენ. ისინი აკმაყოფილებენ ერთგვარ ცნობისმოყვარეობას და დამანგრეველ თვისებებს ადამიანის ბუნებაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ძალა შინაგანში”

 

<<< გვერდზე “ამოუცნობი და მისტიური”