სუნთქვითი ვარჯიშები

შესუნთქვა მიმართული გულის ცენტრში.

გთხოვთ, შეისუნთქეთ, რამოდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა და იგრძენით, რომ თქვენ სუნთქვას იკავებთ, რომელიც სასიცოცხლო ენერგიაა, თქვენს გულის ცენტრში. ეს დაგეხმარებათ მედიტაციის შინაგანი უნარის განვითარებაში.

სუნთქვა თვლაზე ერთი-ოთხი-ორი

როდესაც შეისუნთქავთ, ერთხელ გაიმეორეთ ღვთის სახელი, ქრისტეს სახელი, ან იმის, ვისაც თაყვანს სცემთ. ან თუ თქვენმა მასწავლებელმა გადმოგცათ თქვენ მანტრა, შეგიძლიათ იმეოროთ ის. ეს შესუნთქვა არ უნდა იყოს ხანგრძლივი ან ღრმა. შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა და გაიმეორეთ იგივე სახელი ოთხჯერ. და როდესაც ამოისუნთქავთ, ორჯერ გაიმეორეთ სახელი ან მანტრა, რომელიც ამოირჩიეთ. თქვენ შეისუმთქავთ ერთ თვლაზე, სუნთქვას იკავებთ ოთხ თვლაზე, და ამოისუნთქავთ ორ თვლაზე გულში წმინდა სიტყვის გამეორებით. თუ უბრალოდ იმეორებთ თვლას ერთი-ოთხი-ორი, თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ ვიბრაციებს ან შინაგან განცდას. მაგრამ როდესაც ღვთის სახელს იმეორებთ, დაუყოვნებლივ ღვთის ღვთიური თვისებები შემოდიან თქვენში. შემდეგ, როდესაც სუნთქვას იკავებთ, ეს ღვთიური თვისებები, ცირკულირებს თქვენში, აღწევს მთელს თქვენს სიბნელეში, არასრულყოფილებაში, შეზღუდულობაში და უსუფთაობაში. და როდესაც ამოისუნთქავთ, იგივე ღვთიურს თვისებებს მიაქვთ თვენი არაღვთიური, უარყოფითი და დამანგრეველი თვისებები.

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ერთი-ოთხი-ორ თვლაზე. როდესაც გარკვეულ გამოცდილებას შეიძენთ ამ სუნთქვით სავარჯოშოში, თქვენ შეძლებთ მის შესრულებას ოთხი-თექვსმეტი-რვა თვლაზე: შესუნთქვა ოთხ თვლაზე, სუნთქვის შეკავება თექვსმეტ თვლაზე და ამოსუნთქვა რვა თვლაზე. მაგამ ამაზე გადასვლა ძალიან ნელა უნდა მოხდეს. ზოგიერთი ამ სავარჯიშოს ასრულებს რვა-ოცდათორმეტი-თექვსმეტ თვლაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან გაწაფულთათვისაა.

ცვლადი სუნთქვა

სხვა ტექნიკა, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, - ეს ცვლადი სუნთქვაა. ამისთვის გადაკეტეთ მარჯვენა ნესტო დიდი თიითით და მარცხენა ნესტოთი ხანგრძლივად შეისუნთქეთ. შესუნთქვისას ერთხელ გაიმეორეთ ღვთის სახელი. შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა ოთხ თვლაზე, და ღვთის სახელი ოთხჯერ გაიმეორეთ. და ბოლოს, გაანთავისუფლეთ მარჯვენა ნესტო, გადაკეტეთ არათითით მარცხენა ნესტო და ამოისუნთქეთ ორ თვლაზე, ანუ ღვთის სახელის ორჯერ გამეორებაზე. შემდეგ შეასრულეთ ეს სავარჯიშო პირიქით, დაიწყეთ მარცხენა ნესტოს გადაკეტვით. ამ ტექნიკის დროს, როდესაც შეისუნთქავთ, არ არის აუცილებელი ეს ჩუმად ხდებოდეს. მაშინაც კი, თუ თქვენ ხმაურს წარმომნით, საშიში არაფერია. რა თქმა უნდა, ამ სავარჯიშოების გაკეთება არ უნდა ხდებოდეს სხვა ადამიანების წინაშე ან იქ, სადაც სხვები ცდილობენ მდუმარებაში იმედიტირონ.

სუნთქვას თვლაზე ერთი-ოთხი-ორი არ უნდა აკეთებდეთ ოთხ ან ხუთ წუთზე მეტხანს, ცვლადი სუნთქვა კი არ უნდა გააკეთოთ რომოდენიმე ჯერზე მეტი. თუ თქვენ ამას გააკეთებთ ოცჯერ ან ორმოცჯერ ან ორმოცდაათჯერ, მაშინ ხერხემლის ფუძიდან სითბო ამოსვლას და თავში შესვლას დაიწყებს, რომელიც დაძაბულობასა და თავის ტკივილს წარმოქმნის. ეს ზედმეტ ჭამას ჰგავს. ჭამა კარგია, მაგრამ თუ გაუმაძღრად ჭამთ, ეს კუჭის მოშლას გამოიწვევს. ეს შენაგანი სიმხურვალე იგივენაირად მოქმედებს. თუ ისუნთქებთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარზე, მაშინ დამშვიდებული გონების მაგივრად, სუნთქვა თქვენ მოგიტანთ ამპარტავან, მოუსვენარ და დამანგრეველ გონებას. მოგვიანებით, როდესაც განავითარებთ საკუთარ შინაგან უნარს, თქვენ შეძლებთ ამ სუნთქვის შესრულებას ათი ან თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მედიტაცია: ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში"

 

 

<<< უკან დაბრუნება