სულიერი და რელიგიური ჯგუფები

ჩიტები, შრი ჩინმოი

რა განსხვავებაა სულიერ ჯგუფსა და რელიგიურ ჯგუფს შორის?

შრი ჩინმოი: თუ ის რელიგიური ჯგუფია, ის გარკვეულწილად გონებაშეზღუდულია. მაგრამ სულიერი ჯგუფი კოსმოპოლიტური შეხედულებისაა. სულიერება ყველა რელიგიას მოიცავს, იმისდა მიუხედავად, თუ რა რელიგიას ან აღმსარებლობას არ უნდა ეკუთვნოდეს ადამიანი. რელიგია კი სულიერებას ასეთნაირად ვერ მოიცავს. თუ ადამიანი რელიგიურია, ბუნებრივია, მას გააჩნია გარკვეული სულიერება. მაგრამ თუ ის გარკვეული რელიგიის მხურვალე მიმდევარი ხდება, მას შეიძლება არ მოწონდეს სხვა რელიგიები. ის შეიძლება თვლიდეს, რომ სხვა რელიგიებში ყველაფერი არასწორია. მას ეჩვენება, რომ მისი რელიგია სხვებზე გაცილებით უკეთესია. მაგრამ თუ ადამიანი სულიერი ხდება, ნამდვილად სულიერი, ის ყველა რელიგიას სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს. კონკრეტული რელიგიის მიმდევარს არ შეუძლია, ან არ სჭირდება ყველა რელიგიის მიღება, როგორც ჭეშმარიტისა, ის ამას ვერც შეძლებს. მაგრამ თუ ადამიანი სულიერებას მისდევს, ის იგრძნობს, რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტია, რომ ყველა კარგია, რომ ყველა ასრულებს ღვთის მისიას თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

შრი ჩინმოის წიგნიდან "შრი ჩინმოი საუბრობს", ნაწილი მე-4

 

 

<<< გვერდზე "სულიერება"