სიყვარული

სიყვარული - ადამიანის ბუნებაშია.
იმის აღმოჩენა მოუწევს,
თუ რა არის სიყვარულის ღირსი.
და ეს ძიება აღვიძებს მას
თავისი ჭეშმარიტი არსის ასრულებისთვის.
შრი ჩინმოი

ყველა ადამიანს შეუძლია უყვარდეს საკუთარი თავი - უბრალოდ იმიტომ, რომ ის ღვთიურის პირდაპირი არხია. ღმერთს სურს გამოავლინოს საკუთარი თავი ყოველ ადამიანში უნიკალური გზით.

სიყვარული - ზეციური თავისუფლების და მიწიერი დისციპლინის უნიკალური შეხამებაა. ზეციურ თავისუფლებაში - დედამიწის განთავისუფლებაა, მიწიერ დისციპლინაში -ზეცის გამოვლენაა.

თუ სიყვარული გულისხმობს ვიღაცის ან რაღაცის ფლობას, მაშინ ეს არ არის ნამდვილი სიყვარული, არ არის სუფთა სიყვარული. თუ სუყვარული გულისხმობს თვითგაცემას, მისწრაფებას გახდე ყველაფერთან ერთიანი, კაცობრიობასთან ერთიანი, მაშინ ეს ჭეშმარიტი სიყვარულია. ჭეშმარიტი სიყვარული - ეს სრული ერთიანობაა სიყვარულის მფლობელთან. ვინ არის სიყვერულის ეს მფლობელი? ღმერთი. სიყვარულის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია გავხდეთ ერთიანი ღმერთთან. სიყვარული - ეს შინაგანი კავშირია, შინაგანი რგოლია ადამიანსა და ღმერთს შორის. ჩვენ ყოველთვის ღმერთს სიყვარულით უნდა მივუახლოვდეთ. პირველი ნაბიჯი - ეს სიყვარულია, მმეორე ნაბიჟი - ერთგულებაა, მესამე - განდგომაა. თავიდანვე მოდით შევიყვაროთ ღმერთი, შემდეგ უნდა მივიძღვნათ ჩვენი თავი მხოლოდ მას, და ბოლოს განვუდგეთ მის ტერფებთან და ასრულება მოვუტანოთ ჩვენ თავს. სიყვარული, ერთგგულება და განდგომა - ეს ღვთის კარიბჭის საიდუმლო გასაღებია.

ნაწყვეტები შრი ჩინმოის წიგნიდან: "ზღვარს გაღმა შიგნით"