სისუფთავე

ღრმად შენს გულში ყვავილია,
და ამ ყვავილს სისუფთავე ქვია.

სისუფთავე - ეს ღვთის სუნთქვაა. თუ გვაქვს სისუფთავე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ღმერთი ჩვენია. სისუფთავეში შეიძლება იზრდებოდეს ჩვენი ღვთაებრიობა, სისუფთავეში შეიძლება ყვავილობდეს ჩევინი ჭეშმარიტი სიცოცხლე და ჰპოვებდეს თავის ასრულებას აქ, დედამიწაზე.

თუ შევძლებთ სისუთავის შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ ვერასოდეს დავკარგავთ იმას, რაც ფასეულია. დღეს, შეიძლება, ჩვენ დიდი აზრებით და უზომო შინაგანი ძალით სავსე ვართ, მაგრამ ხვალ ჩვენ ამას აუცილებლად დავკარგავთ, თუ არ გვაქვს სისუფთავე.

სისუფთავის კარი შეიძლება გაიხსნას ბევრი გასაღებით, მაგრამ არის ერთი გასაღები, რომელიც ხსნის ამ კარს ყველაზე სწრაფად, და ეს გასაღები - გონებაში ტალღების-აზრების არქონაა. როდესაც გონება მშვიდი და ჩუმია, მაშინ სისუფთავე თავისთავად ჩნდება მთელს არსებაში. შეგვიძლია სისუფთავის შენარჩუნება, თუ ყოველთვის ვგრძნობთ, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს გონება, ჩვენ გაქვთ მხოლოდ ყვავილი-გული. უთხარით საკუთარ თავს: "მე არა მაქვს გონება. მე მაქვს მხოლოდ გული". ცოტახნის შემდეგ კი იგრძენით: "მე არა მაქვს გული. მე მაქვს მხოლოდ სული".

როდესაც ამბობთ: "მე არა მაქვს გონება",ეს იმას არ ნიშნავს ,რომ ცხოველად იქცევით. არავითარ შემთხვევაში. თქვენ უბრალოდ ამბობთ: "მე საერთო არ მაქვს გონებასთან, რომელსაც ამდენი უსუფთაობა მოაქვს და ასე მაწვალებს". როდესაც ამბობთ: "მე მაქვს გული", თქვენ გრძნობთ, რომ გულს სისუფთავე აქვს. როდესაც ამბობთ: "მე მაქვს სული", სისუფთავე პირამდე გავსებთ. შემდეგ, რამოდენიმე ხნის განმავლობაში, თქვენ უნდა უფრო და უფრო ღრმად წახვიდეთ, და თქვათ არა მხოლოდ "მე მაქვს სული", არამედ "მე ვარ სული". როგორც კი იტყვით "მე ვარ სული" და დაიწყებთ ამ ჭეშმარიტებაზე მედიტირებას, სულის უსასრულო სისუფთავე შევა გულში. გულიდან კი სისუფთავე შევა გონებაში.

გონების გასუფთავების სხვა გზა ის არის, რომ ვიფიქროთ გონებაზე, როგორც ბინძური და უმოძრაო წყლით სავსე კასრზე. მხოლოდ მის დაცარიელებით, ჩვენ თანდათან შევძლებთ მის ახლიდან ავსებას. ყოველთვის ილოცეთ გონების გასუფთავებაზე. როდესაც ვლოცულობთ , ჩვენს გონებაში გასუფთავება მიმდინარეობს, სისუფთავე კი ზრდის ჩვენს ღვთის ამთვისებლობას. სინამდვილეში სისუფთავე სხვა არა არის რა, გარდა ღვთის ამთვისებლობისა. ყოველი ლოცვის შემდეგ ჩვენი შინაგანი ჭურჭელი უფრო და უფრო დიდდება, და მაშინ სისუფთავეს, სილამაზეს, სინათლეს და აღტაცებას შეუძლიათ მასში შესვლა, რათა ითამაშონ ჩვენი გულის ფარულ კუთხეებში.

შეგვიძლია ვიფიქროთ გონებაზე როგორც ბნელ ოთახზე, რომელსაც წლიბის განმავლობაში არ უნახია სინათლე. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვისაც შეუძლია სინათლის შემოტანა ამ ოთახში. ეს ჩვენი სულია. ჩვენ უნდა სულის ყველაზე ახლო მეგობრები გავხდეთ, რომელსაც შესაძლებლობა აქვს დაგვეხმაროს ჩვენ და სურვილი აქვს გაასხივოსნოს ყველაფერი ბნელი ჩვენში. ჩვენ შეგნებულად უნდა ვგრძნობდეთ, რომ სული ისევე გვჭირდება, როგორც სხეული. თუ ეს ჩვენი საჭიროება გულწრფელია, მაშინ სული გამოვა წინა პლანზე და გაასხივოსნებს ჩვენს გონებას.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიხარულის ფრთები"


ყვავილის-სისუფთავის სურნელი

გარკვეულწილად, შინაგანი სისუფთავე დამოკიდებულია გარე სისუფთავეზე. თუ თქვენ შხაპს იღებთ და სუფთა ტანსაცმელს ატარებთ, თუ თქვენ, რამდენადაც შეგიძლიათ, ინახევთ თქვენს სხეულს სისუფთავეში, მაშინ ეს გაზრდის თქვენს შინაგან სისუფთავეს. ნამდვილი შინაგანი სისუფთავე იმაში მდგომარეობს, რომ მარად გვახსოვდეს უზენაესი, ჩვენს შინაგანი პილოტი. ეს - ცოცხალი საკურთხევლის შეგრძნებაა ჩვენი გულის სიღრმეში. და ეს უფრო რთულია, ვიდრე შხაპის მიღება და სხეულის სისუფთავეში შენარჩუნება. მაგრამ თუ გარეგანი ცხოვრება სუფთა იქნება, ეს უდავოდ ხელს შეუწყობს თქვენს შინაგან გაცნობიერებას და მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თქვენ ყოველთვის გახსოვდეთ მარადი პილოტი.

თუ ჩვენ მოვუხმობთ სისუფთავეს, მაშინ ჩვენ აუცილებლად გამოვიყვანთ წინა პლანზე საკუთარ შინაგან ღვთაებრიობას. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ თქვენში ღმერთია, თქვენში სისუფთავეა; უბრალოდ ამის აღმოჩენაა საჭირო. როგორ გავაკეთოთ ეს? ყველა იმ რამის თქვენში წარმოდგენით, რომელსაც თქვენს ირგვლივ ხედავთ და სუფთად თვლით.

თქვენ შეგიძლიათ გაასუფთავოთ მთელი თქვენი არსება იმის წარმოდგენით, რომ ღრმად თქვენში მშვენიერი ვარდია ან ლოტოსია, ან სხვა ნებისმიერი ყვავილი, რომელიც გიყვართ. ყვავილი - თავად სისუფთავეა. სცადეთ გაიგივდეთ ყვავილის ცნობიერებასთან ან სისუფთავესთან. დღეს ეს წარმოსახვაა, მაგრამ თუ გააგრძელეთ ამის წარმოდგენა თქვენთქვის ხუთი-ათი დღის თუ ერთი-ორი თვის განმავლობაში, მაშინ თქვენ აუცილებლად დაინახავთ და იგრძნობთ ყვავილს თქვენში. თავიდან თქვენ, შესაძლოა, მხოლოდ იგრძნობთ მას, მერე აუცილებლად დაინახავთ ყვავილს, და მაშინ ყვავილის სურნელება და სისუფთავე თავისით შემოვლენ თქვენში, თქვენს გასასუფთავებლად.

დილით ადრე ყვავილს შევხედეთ და შეისუნთქეთ მისი სურნელი. მერე პირდაპირ დილის მზეს შეხედეთ, ამომვალ დილის მზეს. რა მშვენიერია ის! საღამოს მთვარეს შეხედეთ. ნუ თუ მასში რაიმე უწმინდურს ხედავთ? შეხედეთ სანთლის ალს, და თქვენ ნახავთ, რომ თავად სისუფთავეა; წარმოიდგინეთ, რომ ის წვავს მთელ თქვენს უსუფთაობას. უყურეთ იმას, რაც თქვენ სისუფთავის გრძნობას გაძლევთ, და ეს თქვენი ბუნების გასუფთში დაგეხმარებათ.

ასევე მედიტაცის დროს თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად შეისუნთქოთ სისუფთავე. თავიდან, შესაძლოა, თქვენ შთაგონების გამოყენება დაგჭირდებათ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ დაინახავთ და იგრძნობთ, რომ ეს არ არის წარმოსახვა. როდესაც სისუფთავე შემოდის, ის ნაკადივითაა, რომელიც აღიმართება ფეხის ტარფებიდან თავის გვირგვინამდე და ასუფთავებს ყველაფერს თქვენში.

ის, რაც ყოველთვის გაქვთ,-
ალის შადრევანია.
ის, რაც ყოველთვის ხართ,-
სისუფთავის ყვავილია.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიხარულის ფრთები"


მანტრების მღერა

თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ თქვენი ბუნების სრულ გასუფთავებას, მანტრების გამღერება შეიძლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს. მანტრა - ეს მაგიური ფორმულაა, ეს შეიძლება იყოს მარცვალი, სიტყვა, რამოდენიმე სიტყვა ან წინადადება. მანტრის გამეორებით შეიძლება მიღწეულ იქნას სისუთავე მთელს არსებაში. თვით სიტყვის "სისუფთავის" წარმოთქმით შეიძლება შეიცვალოს ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება. გაიმეორეთ სიტყვა "სისუთვე" დღეში ასრვა ჯერ, მარჯვენა ხელის დადებით ჭიპის არეში. თქვენ ნახავთ, რომ თქვენში შემოვა უსაზღვრო სისუფთავე.

არის კიდევ სხვა სისტემატიზირებული მანტრის გამღერების ხერხი. ამოარჩიეთ მანტრა, რომელიც მოგწონთ, მაგალითად, "აუმ" - სამყაროს საკრალური ბგერა, ან ერთერთი ღვთის სახელი. პირველ დღეს შეგიძლიათ გაიმეოროთ მანტრა ხუთას ჯერ, მეორე დღეს - ექვსას ჯერ. ყოველდღე ზარდეთ მანტრის გამეორების რიცხვი ასით მანამ, სანამ არ მიხვალთ ათას ორასამდე, ამის შემდეგ ყოველდღიურად დააკლეთ მანტრის გამეორების რაცხვი ასით მანამ, სანამ ხუთასს არ დაუბრუნდებით. აკეთეთ ეს ვარჯიში რამოდენიმე კვირა ერთი თვის განმავლობაში. და მაშინ მოგინდებათ თქვენი სახელის შეცვლა თუ არა, მსოფლიო ახალ სახელს შეგარქმევთ: სისუფთავეს.

თუ მანტრის გამეორებისას, თქვენ დაკარგეთ თვლის რაოდენობა, არა უშავს. უბრალოდ დაიწყეთ ნებისმიერი ახლო რიცხვიდან. თვლა საჭიროა იმიშათვის, რომ ჩვენი ცნობიერების იზოლაცია მოახდინოთ სხვა რამეებისაგან. თვლისას, თქვენ ვერ იფიქრებთ სხვა რამეზე. ამ დროს შეეცადეთ შეხვიდეთ სიმშვიდის სასუფეველში, რომელიც ღრმად მანტრაში იმყოფება. მაშინ თქვენ თვლა საერთოდ არ დაგჭირდებათ. თქვენი ცნობიერება მიმაღტული იქნება იმაზე, რასაც აკეთებთ, და თქვენ იმის შეგრძნებას, რომ მხოლოდ მანტრის შინაგან მნიშვნელობაზე მედიტერებთ.

მხოლოდ მუდმივი შინაგანი ვედრების წყალობით ჩვენ ვაღწევთ სისუფთავეს და ვზრდით მას. როდესაც ჩვენი შინაგანი ვედრება მაღლა მიიწევს, ჩვენ თანდათანობით ვასხივოსნებთ მთელ ჩვენს არსებას, და როცა მოდის გასხივოსნება, ჩვენში სპონტანურად შემოდის სისუფთავე. მე მოგიყევით რამოდენიმე სულიერ ვარჯიშზე, რომლების შეიძლება დაგეხმაროთ სისუფთავის მიღწევაში. მარგრამ სისუფთავის, რომელის მარად გრძელდება, უმაღლესი საფეხურის სუსუფთავის მოპოვება ჩვენ მხოლოდ შინაგანი ვედრებისან შეგვიძლია უმაღლესი უზენაესის მიმართ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიხარულის ფრთები"