სინათლე

სულიერი სინათლის მთავარი დანიშნულებაა ჩვენი სიბნელის გასხივოსნება და გარდაქმნა. სულიერი სინათლე, შინაგანი სინათლე, ასხივოსნებს ჩვენს საუკუნოვან არასრულყოფილებებს და მიჯაჭვულობბებს.

გარე სინათლე ცოდნაა; შიდა სინათლე რეალიზაციაა. ჩვენი გარე სინათლით, ჩვენ გვსურს ვიაროთ ღმერთისკენ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ არ გვინდა ღმერთისკენ წასვლა, რადგან ჩვენ უკვე ვართ ღმერთში და ღმერთი უკვე ჩვენშია.; ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვეენი უმაღლესი და ყველაზე გასხივოსნებული ნაწილია. ჩვენი გარე სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი მიზანია, რომლიც უნდა შევიცნოთ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენი საკუთარია, არამედ ჩვენი საკუთარი რეალობის არსი და დედააზრია.

სულიერ ცხოვრებაში სინათლის გარეშე ვერაფერი განხორციელდება. სინათლით ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს. სინათლეში ყველაფერი უკვე შესრულებულია.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიცოცხლის ხის ფოთლები"


უვიცობა და გასხივოსნება

თუმცა სინათლე ყველაზე საჭირო თვისებაა ჩვენი ცხოვრების გარდასაქმნელად, სამწუხაროდ, ადამიანებს ის ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. ჩვენ ხშირად შევძახებთ სიხარულზე, სიმშვიდეზე ან ძალაზე, მაგრამ ძალიან იშვიათად მივისწრაფვით სინათლისაკენ. რატომ? რადგან გვეშინია, რომ სინათლე  გამოიტანს ხალხის დასანახად ჩვენს სისუსტეებსა და არასრულყოფილებებს. მაგრამ შინაგანი სინათლე არ გამოგვააშკარავებს. პირიქით, შიდა სინათლე ღებულობს კაცობრიობას მთელი თავისი ნაკლით და ცდილობს გაასხივოსნოს ადამიანის უვიცობა, რათა ადამიანური ცხოვრება იქნას ამაღლებული ღვთაებრივ ცხოვრებმდე.

თუ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გასხივოსნება, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვიზრდებით მცირე სინათლისაგან უფრო დიდი სინათლისაკენ. თუ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩავიძირეთ უვიცობის ზღვაში, მაშინ ჩვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვაღწევთ უვიცობიდან, ვინაიდან უვიცობის ზღვა უსაზღვროაა. მაგრამ თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივდივართ სინათლის წვეთიდან ყოვლიცმომცველი, უმაღლესი სინათლისაკენ, უზენაესის სინათლისაკენ, მაშინ ჩვენი გასხივოსნება უფრო ხელმისაწვდომი და სპონტანური გახდება.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიხარულის ფრთები"